მედია: სკრიპალების მოწამვლაში მესამე ადამიანიც მონაწილეობდა

მედია: სკრიპალების მოწამვლაში მესამე ადამიანიც მონაწილეობდა

ბრიტანული მედიის ცნობით, სერგეი სკრიპალისა და მისი შვილის იულიას მოწამვლაში მესამე ადამიანიც მონაწილეობდა.

Telegraph-ის ცნობით, გეგმის შესრულებაში რუსეთის მოქალაქე რუსლან ბოშიროვსა და ალექსანდრ პეტროვს სერგეი ფედოტოვიც ეხმარებოდა.

გავლენიანი გამოცემა იუწყება, რომ ფედოტოვს ბრიტანეთი სკრიპალის მოწამვლისთანავე უნდა დაეტოვებინა, თუმცა ის ქვეყანაში კიდევ რამდენიმე დღე დარჩა.

2018 წლის 4 მარტს რუსეთის „გრუ"-ს ყოფილი თანამშრომელი სერგეი სკრიპალი და მისი ქალიშვილი იულია სოლსბერიში ნერვული აგენტი "ნოვიჩოკით" მოწამლეს. სკრიპალები სიკვდილს გადაურჩნენ, თუმცა, ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ რჩებიან.

სკრიპალის მოწამლვას თანამედროვე პოლიტიკის ისტორიაში ყველაზე დიდი დიპლომატიური დაპირისპირება მოჰყვა.

მოგვიანებით დიდი ბრიტანეთის პროკურატურამ და სკოტლენდ იარდმა სერგეი სკრიპალისა და მისი შვილის მოწამვლაში ეჭვმიტანილების ვინაობა დაასახელა. დიდი ბრიტანეთის პრემიერის განცხადებით, ისინი რუსეთის სამხედრო დაზვერვაში მუშაობენ.