რუსეთი სრულმასშტაბიანი საომარი მოქმედებებისთვის ემზადება, ამის შესახებ საუბარია შვედეთის თავდაცვითი კვლევების სააგენტოს ანგარიშში, აღნიშნული სააგენტო ქვეყნის თავდაცვის უწყებას ექვემდებარება. უწყების ინფორმაციით, ბოლო ათ წელწადში, რუსეთში ჩატარებული წვრთნები უფრო მასშტაბური გახდა.
ანგარიშის ავტორებმა ღია წყაროები გამოიყენეს, მთავარი კი რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მონაცემები იყო. 2009-2018 წლებში რუსეთმა გაზარდა სტრატეგიული სწავლებების მასშტაბი. ანგარიში ეფუძნება რუსეთის სამხედრო წვრთნების მონაცემებს ბოლო წლების განმავლობაში. 2017 წელს დაახლოებით 10 ათასი სამხედრო მონაწილეობდა დასავლეთ რუსეთში ჩატარებულ წვრთნებში, ხოლო 2018 წელს აღმოსავლეთ ნაწილში ჩატარებულ წვრთნებში „ვოსტოკ 2018“ მონაწილეობა 300 ათასმა ჯარისკაცმა მიიღო.
როგორც მოხსენებაშია ნათქვამი ეს შესაძლოა იყოს მზადება ხანგრძლივი კონფლიქტისთვის ჩინეთთან ან NATO-სთან. მოხსენების ავტორებმა ყურადღება გაამახვილეს სამხედრო წვრთნებისას სამხედროების ქმედებებზეც.
იანვრის ბოლოს „ლევადა ცენტრის“ მიერ გამოქვეყნებული კვლევის თანახმად გამოკითხული რუსეთის მოქალაქეების 88% თვლის, რომ რუსეთს შეუძლია გარე თავდასხმის მოგერიება. ეს ამ კვლევების ისტორიაში მაქსიმალური მაჩვენებელია.