ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, დონალდ ტრამპისა და ჩრდილოეთ კორეის ლიდერის, კიმ ჩენ ინის შეხვედრა ვიეტნამში 27-28 თებერვალს გაიმართება. ამის შესახებ დონალდ ტრამპმა კონგრესში ყოველწლიური სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა.
აქამდე ცნობილი იყო სამიტის ადგილი, თუმცა თარიღი ტრამპმა დაადასტურა.
აშშ-ის პრეზიდენტის და ჩრდილოეთ კორეის ლიდერის პირველი შეხვედრა 2018 წლის 12 ივნისს გაიმართა სინგაპურში, სადაც მხარეები შეთანხმდნენ, რომ კორეის ნახევარკუნძული იქნება ბირთვული იარაღისგან თავისუფალი რეგიონი.