ანკარა და ათენი ძველი კონფლიქტების მშვიდობიანი გზით მოგვარებისთვის მზადყოფნას გამოხატავენ. ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა და საბერძენთის პრემიერმინისტრმა ალექსის ციპრასმა ანკარაში გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადეს. ამ ინფორმაციას Deutsche Welle-ს რუსულენოვანი ვებგვერდი ავრცელებს.
მხარეებმა ისაუბრეს იმ ძირითად სფეროებზე, სადაც მხარეები თანამშრომლობას გეგმავენ. ეს არის ტერორიზმთან ბრძოლა, ჩრდილოეთ კვიპროსთან დაკავშირებული კონფლიქტის გადაწყვეტა და ეგეოსის ზღვაში მოპოვებული სასარგებლო მინერალების დამუშავება.
"მიუხედავად იმისა, რომ ჩვენს ურთიერთობებში დროდადრო არასასურველი სიტუაცები იქმნებოდა, ჩვენ ვპოულობდით შესაძლებლობას, რათა ყველაფერი მოგვეგვარებინა,"- განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა ანკარაში გამართულ პრესკონფერენციაზე.
თავის მხრივ საბერძნეთის პრემიერმინისტრმა შეხვედრას "გულწრფელი და ეფექტიანი" უწოდა და იმედი გამოთქვა, რომ ეს დაეხმარება საბერძნეთსა და თურქეთს "კრიზისების შეკრულ წრეს" თავი დააღწიონ.