მოსკოვში აფეთქების საფრთხის გამო 700-მდე შენობა შეამოწმეს, საიდანაც 165 000 ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა. ამის შესახებ რუსული მედია წერს.
შეტყობინებები სამართალდამცავ ორგანოებში სხვადსხვა ელექტრონული ფოსტიდან და ასევე IP-ტელეფონებიდან შევიდა. ბომბის არსებობა არც ერთ შემთხვევაში არ დადასტურდა.
მედიის ცნობით, ევაკუაცია ათობით სკოლასა და უნივერსიტეტში, ასევე სავაჭრო და ბიზნეს ცენტრებში,მუზეუმებსა და საავადმყოფოებში განხორციელდა.