ამერიკელები ვიცეპრეზიდენტს ვერ ცნობენ. ექსპერიმენტი ტელეარხ ABC-ის წამყვანმა ჯიმი კიმელმა ჩაატარა.
ჟურნალისტები ქუჩაში გამვლელებს მაიკ პენსის ფოტოებს უჩვენებდნენ და მის ვინაობას ეკითხებოდნენ, თუმცა რესპოდენტთა უმრავლესობამ ვიცეპრეზიდენტი ვერ იცნო.
რესპოდენტთა ნაწილს ის სენატორი ეგონა. მანამდე ანალოგიური გამოკითხვა ჩაატარა ტელეკომპანია CNN-მაც. გამოკითხულთა 12-მა პროცენტმა განაცხადა, რომ მაიკ პენსის შესახებ საერთოდ არაფერი გაუგია.