ლონდონში, ჰაიგეითის სასაფლაოზე უცნობმა პირებმა კარლ მარქსის საფლავი ჩაქუჩით დაზიანეს. ამ ვანდალურ ფაქტთან დაკავშირებით სასაფლაოს თწიტტერს-ის ოფიციალური გვერდიდან გახდა ცნობილი. ამის შესახებ The Guardian წერს.
"კარლ მარქსის საფლავი შეურაცხყვეს! ის ისე გამოიყურება, თითქოს ვიღაცამ ჩაქუჩით დააზიანა. მას ჩვენ წესრიგში მოვიყვანთ, რაც შეიძლება სწრაფად,"- ნათქვამია განცხადებაში.
ჰაი გეითის სასაფლაოს მეგობართა ფონდის ხელმძღვანელმა იენ დანგველმა The Guardian-ისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა: "ჩვენ ვფიქრობთ, ეს არის აქცია კონკრეტულად კარლ მარქსის წინააღმდეგ. ეს არ არის შეთხვევითი. ფოტოზე თქვენ ხედავთ, რომ თავდამსხმელმა ყველა ღონე იხმარა, რომ კარლ მარქსის სახელი წაეშალა."
ადგილის დათვალიერებისა და გამოკითხვის ჩატარების შემდეგ ლონდონის პოლიციამ დამატებითი ინფორმაციის გამოჩენამდე საქმე დახურა.