რომის პაპი ფრანცისკემ არაბთა გაერთიანებული საამიროების დედაქალაქ აბუ-დაბიში, „ზაიედ სპორტ სიტის“ სტადიონზე წირვა აღავლინა. ეს არაბეთის ნახევარკუნძულზე კათოლიკური ეკლესიის მიერ ჩატარებული პირველი ლიტურგიაა.
წირვა იტალიურ ენაზე მიმდინარეობდა. ეკრანზე ჩანდა არაბული და ინგლისური სუბტიტრები. წირვას 135 ათასი ადამიანი დაესწრო. საამიროების 9 მილიონი მოქალაქიდან ქრისტიანი დაახლოებით ერთი მილიონია.