პრეპარატ ქსანაქსის არადანიშნულებისამებრ მოხმარების შედეგად დიდ ბრიტანეთში 2015 წლიდან სულ ცოტა 204 ადამიანი გარდაიცვალა. ამას ადასტურებს ის მონაცემები, რომლებიც ვიქტორია დერბიშირის პროგრამამ BBC-ის გააცნო.
სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, 2015-დან 2017 წლამდე ქსანაქსის არადანიშნულებისამებრ მოხმარების შედეგად შოტლანდიაში 126 ადამიანი დაიღუპა. 2016 წლიდან კი აეროპორტებსა და პორტებში1 მილიონი ფუნტი სტერლინგის ღირებულების კონტრაბანდული ქსანაქსი ამოიღეს.
როგორც დიდი ბრიტანეთის სასაზღვრო ძალებში აცხადებენ, მათი ოფიცრები იდგნენ "ბრძოლის წინა ხაზზე, რათა არალეგალური ნარკოტიკები ქვეყანაში არ შემოსულიყო."
Pfizer არის კომპანია, რომელიც ქსანაქსს აწარმოებს როგორც მედიკამენტს და ის მხოლოდ რეცეპტით გაიცემა. როგორც ორგანიზაციაში აცხადებენ, პრეპარატის კოტრაბანდული ვერსიის ზრდა მათთვის არის "შემაშფოთებელი."
Pfizer -ის წარმომადგენელთა განცხადებით, ისინი "სამართალდამცავ ორგანოებთან ერთად მუშაობენ." როგორც კომპანიაში ამბობენ, ქსანაქსი "მკაცრ წესებს ექვემდებარება. ის გაიცემა მხოლოდ რეცეპტით და მოიხმარება ჯანდაცვის მაღალკვალიფიციური სპეციალისტის მკაცრი ზედამხედველობის ქვეშ."