ირანის კოსმოსური კვლევების ცენტრში ხანძარი გაჩნდა. ამის შესახებ Yahoo News-ი წერს.
ხანძარმა ბოლო მონაცემებით, სამი მეცნიერი იმსხვერპლა. მათი დაღუპვის ფაქტი ირანის ტელეკომუნიკაციების მინისტრმა მუჰამედ ჯავად აზარი ჯაჰრომიმაც დაადასტურა.
რა გახდა ხანძრის გაჩენის მიზეზი, ამ დრომდე უცნობია.
იანვარში ირანმა სატელიტი გაუშვა, თუმცა ქვეყნის მთავრობამ განაცხადა, რომ მცდელობა წარუმატებელი იყო.
ბოლო ათწლეულის განმავლობაში ირანის ახალგაზრდა კოსმოსურმა პროგრამამ ორბიტაზე რამდენიმე მოკლევადიანი სატელიტი გაუშვა.