ბრიტანულმა გამოცემამ Independent მსოფლიოში ყველაზე ცივი ადგილების რეიტინგი გამოაქვეყნა.
სიის სათავეში მონღოლეთის დედაქალაქი ულანბატორი მოხვდა, რომელიც ზღვის დონიდან 1300 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს. აქ ჰაერის ტემპერატურა იანვარში -16-ზე მაღლა იშვიათად იწევს.
მეორე ადგილზეა ანტარქტიდაზე მდებარე სადგური „ვოსტოკი“, რომელსაც რუსეთი იყენებს. გამოცემის ცნობით, იქ ზაფხულის თვეებშიც ჰაერის საშუალო ტემპერატურა -32 გრადუსია.
მესამე ადგილს აშშ-ში ალასკას შტატში მდებარე მთა დენალი იკავებს. 2003 წელს იქ -83 გრადუსი დაფიქსირდა.
რეიტინგში ასევე აღმოჩნდნენ რუსეთის ქალაქები ირკუტსკი და ვერხოიანსკი და კანადაში მდებარე სოფელი სნაგი.