აბუ-დაბიში ვიზიტისას რომის პაპმა ომების შეწყვეტისკენ მოუწოდა

აბუ-დაბიში ვიზიტისას რომის პაპმა ომების შეწყვეტისკენ მოუწოდა

რომის პაპმა ყველა რელიგიის წარმომადგენლებს მშვიდობისა და „გულების განიარაღებისკენ“ სწრაფვაში ძალისხმევის გართიანებისკენ მოუწოდა.

Euronews-ის ცნობით, ამის შესახებ ფრანცისკემ აბუ-დაბიში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, სადაც საერთაშორისო რელიგიათაშორის შეხვედრაზე სხვადასხვა რელიგიისა და კონფესიის 700 წარმომადგენელი შეიკრიბა.

„ჩვენ ვხედავთ კონფლიქტების ცუდ შედეგებს. ომს ნგრევა და ტანჯვა მოაქვს. საკმარისია გავიხსენოთ იემენი, სირია, ერაყი და ლიბია"-განაცხადა პონტიფიკოსმა.

დღეს ფრანცისკე აბუ-დაბის სტადიონზე მესას აღავლენს, რომელსაც სავარაუდოდ 135 000 ადამიანი დაესწრება.

არაბეთის ნახევრაკუნძულზე ეს რომის პაპის პირველი ვიზიტია ისტორიაში.