გერმანიის ქალაქ მიუნხენის აეროპორტში უამინდობის გამო 240-მდე რეისი გაუქმდა, კიდევ 170-მდე კი შეფერხდა. ამის შესახებ Euronews-ი იუწყება.
დიდთოვლობის გამო გერმანიის ავტომაგისტრალებზე საცობები შეიქმნა, პრობლემები შეექმნა ასევე სარკინიგზო მიმოსვლას.
ბავარიაში რამდენიმე სარკინიგზო სადგური დაიხურა. ამ ადგილებზე მგზავრების გადასაყვანად ავტობუსები გამოიყენეს.