ოფიციალური ვაშინგტონი ამერიკა-მექსიკის საზღვარზე დამატებით 2 000 სამხედროს გზავნის. ამის შესახებ პენტაგონში განაცხადეს. ინფორმაციას BBC ავრცელებს.
ჯამში საზღვართან 4 300 სამხედრო მობილიზდება. პენტაგონის თქმით, ჯარისკაცები დაეხმარებიან სასაზღვრო პოლიციას განახორციელებენ თვალთვალი და ასევე დაამონტაჟონ მავთულხლართები.
მექსიკის საზღვარზე ჯარის გაგზავნას მხარი დონალდ ტრამპის მხარდამჭერებმა, მათ შორის თანაპარტიელმა რესპუბლიკელებმა დაუჭირეს. აშშ-ის პრეზიდენტი აცხადებს, რომ სამხედრო მოსამსახურეები არალეგალი მიგრანტების შეჭრას აღკვეთენ.
მექსიკა-ამერიკის საზღვარზე, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და დემოკრატებს შორის კედლის აშენების გამო გამოწვეულმა უთანხმოებამ, ქვეყანაში კრიზისი და მთავრობის მუშაობის შეჩერება გამოიწვია.
აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, მთავრობის მუშაობის დროებით განახლების მიუხედავად, აშშ-ს კვლავ სურს მექსიკასთან კედლის აშენება.
ტრამპმა აშშ-ის საბიუჯეტო კრიზისი 23 იანვარს დროებით, 15 თებერვლამდე შეაჩერა.
მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ აშშ-ის სენატმა ე.წ. შათდაუნის დასრულების შესახებ გეგმა არ მიიღო.აშშ-ის მთავრობამ მუშაობა ნაწილობრივ 2018 წლის 22 დეკემბერს შეაჩერა.