მადურო ევროკავშირის ულტიმატუმს არ ეთანხმება და სამოქალაქო ომით იმუქრება

მადურო ევროკავშირის ულტიმატუმს არ ეთანხმება და სამოქალაქო ომით იმუქრება

ვენესუელას ე.წ პრეზიდენტი ნიკოლას მადურო არ დაეთანხა ევროპული ქვეყნების ულტიმატუმს, ვადამდელი არჩევნების ჩატარებასთან დაკავშირებით და განაცხადა, რომ ქვეყანაში შექმნილი კრიზისი შესაძლოა სამოქალაქო ომში გადაიზარდოს.

„ჩვენ არავისგან არ ვიღებთ ულტიმატუმებს, ეს იგივეა, რომ მე მოვუწოდო ევროკვშირს :“ შვიდ დღეს გაძლევთ, რომ კატალონიის რესპუბლიკა ცნოთ, თორემ შესაბამის ზომებს მი ვიღებთ, საერთაშორისო პოლიტიკა არ შეიძლება ულტიმატუმებზე იყოს დაფუძნებული. ეს კოლონიებთან და იმპერიებთან ერთად წარსულში დარჩა.“- აღნიშნა მადურომ, მისი თქმით ქვეყანაში სამოქალაქო ომის შესაძლებლობა დამოკიდებულია „ჩრდილოეთ იმპერიისა და მისი მოკავშირეების სიგიჟისა და აგრესიის დონეზე“

აშშ და ბევრი სხვა ქვეყანა, მათ შორის საქართველო, ნიკოლას მადუროს ლეგიტიმურ პრეზიდენტად არ მიიჩნევს და მხარს ოპოზიური პარლამენტის ლიდერს ხუან გუაიდოს უჭერს, რომელმაც თავი პრეზიდენტობის მოვალეობის შემსრულებლად წინა კვირას გამოაცხადა.

რუსეთი, თურქეთი და ჩინეთი მხარს მადუროს უჭერს, რომელმაც გუადო სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაში დაადანაშაულა.

ბოლო საპრეზიდენტო არჩევნები, რომელიც ვენესუელაში 2018 წლის მაისში ჩატარდა, ლეგიტიმურად არ ცნეს ვენესუელას ოპოზიციამ და რიგმა ევროპულმა და ლათინოამერიკულმა ქვეყნებმა.

გასულ კვირას ესპანეთმა, გერმანიამ, საფრანგეთმა, დიდმა ბრიტანეთმა, ნიდერლანდებმა, პორტუგალიამ და ავსტრიამ მადუროს ულტიმატუმი წაუყენეს - ის ან 8 დღეში ვადამდელ არჩევნებს დანიშნავს, ან ევროპის ქვეყნები ოფიციალურად ცნობენ ოპოზიციურ ხელისუფლებას.