მოსკოვის ცენტრში, ნიკიტსკის ბულვარზე, საცხოვრებელ სახლში გაჩენილ ხანძარს 6 ადამიანი ემსხვერპლა. მაშველებმა 42 ადამიანის გადარჩენა შეძლეს, მათ შორის 8 ბავშვია.
სახლი, რომელსაც ცეცხლი გაუჩნდა 1913 წელსაა აშენებული და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია. ცეცხლი 1000 კვ.მ-ის ფართობზე იიყო გავრცელებული, ცეცხლის ჩაქრობას 5 საათი დასჭირდა.