ადგილობრივი მედიის ცნობით, სერბეთის დედაქალაქის გარდა ათობის ათასი ადამიანი კრაგუიევაცის, პროკუპლეს, იაგოდინასა და კულას ქუჩებში გამოვიდა.
ანტისამთავრობო აქციებს სერბები უკვე მეათე კვირაა მართავენ. დემონსტრანტები ქვეყნის პრეზიდენტს, ალექსანდრ ვუჩიჩს დემოკრატიული თავისუფლებების შეზღუდვაში სდებენ ბრალს და გადადგომისკენ მოუწოდებენ.
შეგახსენებთ, რომ სერბეთის ქალაქებში მანიფესტაციები მას შემდეგ გააქტიურდა, რაც უცნობმა ადამიანებმა ოპოზიციონერ სტეფანოვიჩს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.