"მოსწავლეებს სკოლებში სმრატფონების ტარება უნდა აეკრძალოთ,"- განუცხადა BBC-ის ინგლისის სასკოლო სტანდარტების მინისტრმა ნიკ გიბმა.
კონსერვატორი პოლიტიკოსი მთავრობის წინაშე წარდგა მოხსნებით, რომლითაც, როგორც მოსალოდნელია, დიდი ბრიტანეთის სკოლები იხელმძღვანელებენ. ნიკ გიბი მის მიერ მომზადებული სახელმძღვანელოს მთავარ მიზნად ინტერნეტში, სოციალურ ქსელებსა და ონლაინ თამაშებში მოსწავლეთა უსაფრთხოების დაცვას ასახელებს.
დიდი ბრიტანეთის სასკოლო სტანდარტების მინისტრის ახალი გეგმა გულისხმობს იმას, რომ მოზარდებმა ინტერნეტს ნაკლები დრო დაუთმონ. თუმცა ბრიტანული კანონმდებლობის მიხედვით, სკოლებს აქვთ უფლება, თავად გადაწყვიტონ, აუკრძალავენ მოსწავლეებს სმარტფონების ტარებას თუ არა.
მანჩესტერის მეცნიერთა და ლიდერთა ფონდის აღმასრულებელი დირექტორი ფეთსი ქეინი აღნიშნავს, რომ ნიკ გიბის გეგმაში არ არის გათვალისწინებული, თუ რა სარგებლის მოტანა შეუძლია სმარტფონს სასწავლო პროცესის მიმდინარეობისას. როგორც მან BBჩ-ს განუმარტა, გაკვეთილებზე მასწავლებლები და მოსწავლეები მობილურ ტელეფონებს მულტიაკადემიური დანიშნულებით ძალიან ნაყოფიერად იყენებენ.
იმ შემთხვევაში კი, თუ მოსწავლე სმარტფონს არასასაწავლო დანიშნულებით მოიხმარს, პრობლემას პედაგოგები ადგილზე აგვარებენ. "აქ არის მობილური აპლიკაციების ფანტასტიკური არჩევანი, რომელთა გამოყენებაზეც სტუდენტები ძალიან მოტივირებულები არიან,"- დასძენს მანჩესტერის მეცნიერთა და ლიდერთა ფონდის აღმასრულებელი დირექტორი.
პროფკავშირმა კი, რომელიც დიდი ბრიტანეთის სკოლების დირექტორებს წარმოადგენს, პირდაპირ აკრძალვასთან დაკავშირებით თავისი სკეპტიკური დამოკიდებულება გამოხატა.
თუმცა როგორც ნიკ გიბი ამბობს: "ბევრმა სკოლამ უკვე აკრძალა მობილური ტელეფონების კლასში მოხმარება. მიუხედავად იმისა, რომ ეს სკოლის დირექტორის გადასაწყვეტია, მე მიმაჩნია, რომ სკოლებმა თავიანთ მოსწავლეებს სმარტფონების გამოყენება სკოლაში ან კლასში უნდა აუკრძალონ."