უკრაინაში, დონბასის რეგიონში ომს 242 ბავშვი ემსხვერპლა

უკრაინაში, დონბასის რეგიონში ომს 242 ბავშვი ემსხვერპლა

უკრაინაში დონბასის რეგიონში კონფლიქტის დაწყებიდან დღემდე დაახლოებით 2.5 ათასი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, მათ შორს 242 ბავშვია. სხვადასხვა სახის დაზიანებები მიიღო 10 ათასამდე მშვიდობიანმა მაცხოვრებელმა, აქედან 2 ათასი არასრულწლოვანია. ამის შესახებ ინფორმაცია უკრაინის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა მაკსიმ კომისაროვმა გაავრცელა.

კომისაროვის თქმით, სამოქალაქო პირების სიკვდილიანობის და დაშავების ძირითადი მიზეზად ნაღმები, ჭურვები და ასაფეთქებელი საგნები გახდა.

შეგახსენებთ,მ აღმოსავლეთ უკრაინაში, დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებში, რუსეთსა და უკრაინას შორის ომი 2014 წლის 6 აპრილს დაიწყო.