საფრანგეთში "ყვითელი ილეტების" მორიგი აქცია გაიმართა, რომელზეც ემანუელ მაკრონის ეკონომიკური პოლიტიკა და ცხოვრების გაძვირება გააპროტესტეს.
მთავარ მოთხოვნებთან ერთად, მომიტინგეების უკმაყოფილების კიდევ ერთი მიზეზი პოლიციის მიერ მომიტინგეთა დაშლის დროს გამოყენებული ე.წ. ტრავმატული იარაღი გახდა. როგორც საპროტესტო აქციის მონაწილეები აცხადებენ, პოლიცია მათ რეზინის ტყვიებს ესვრის, შედეგად ბევრმა მოქალაქემ სერიოზული დაზიანებები მიიღო.
"დაჭრილების დიადი მარში" - ამ დევიზით ჩატარდა შაბათს სრულიად საფრანგეთში საპროტესტო აქციები. სოლიდარობის ნიშნად, აქციის ყველა მონაწილეს თვალზე სახვევი ჰქონდა გაკეთებული. "შეწყვიტეთ სროლა" ხომ არ გაგიჟდით" - აასეთი პლაკატები ეკავათ აქციის მონაწილეებს.
ჟერომ როდრიგესი "ყვითელი ჟილეტების" აქციების ერთერთი აქტიური მონაწილე და ორგანიზატორია. იგი ერთერთი მათგანია, ვინც თვალის სერიოზული დაზიანება მიიღო.
"ისინი რეზინის ტყვიებს გვესვრიან - ეს არის დღევანდელი საფრანგეთის სახე. ჩვენ ვითხოვთ, რომ მაცივარში საჭმელი გვქონდეს, საპასუხოდ ვკარგავთ თვალს," - აცხადებს როდრიგესი.
აღსანიშნავია, რომ რამდენიმე დღის წინ საფრანგეთის სასამართლომ პოლიციას დართო ნება, რომ ტრავმატული იარაღი მომავალშიც გამოიყენოს, თუ მშვიდობიანი აქციები არეულობაში, ვანდალიზმსა და კერძო საკუთრების ხელყოფის სხვა ფაქტებში გადაიზრდება.