ჩილელი ყოფილი მემარცხენე ამბოხებული, რომელიც ციხიდან 1996 წელს გაიქცა, ქვეყანაში 23 წლის შემდეგ დაბრუნდა. ამის შესახებ BBC წერს.
პატრიციო ორტიზ მონტენეგრო აუგუსტო პინოჩეტის რეჟიმის წინააღმდეგ იბრძოდა. ის 1991 წელს, 10 წლის ვადით, პოლიციელის მკვლელობისთვის დააპატიმრეს.
გამოცემის ინფორმაციით, ორდერი, რომელიც მისი დაკავებისთვის იყო გამოწერილი, გასულ წელს გაუქმდა.