გუაიდო ჩინეთს კარაკასთან დადებული ყველა ხელშეკრულების შესრულებას დაჰპირდა

გუაიდო ჩინეთს კარაკასთან დადებული ყველა ხელშეკრულების შესრულებას დაჰპირდა

ვენესუელის დროებითი პრეზიდენტი ხუან გუაიდო ჩინეთს ჰპირდება, რომ პეკინსა და კარაკასს შორის დადებული ხელშეკრულებების ყველა პირობა შესრულდება, თუ მათ ხელი კანონის ფარგლებში მოეწერა და პარლამენტმაც მხარი დაუჭირა. ამის შესახებ მან შოუტჰ ჩჰინა Mორნინგ Pოსტ-ისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

„ჩინეთის მხარდაჭერა ჩვენი ქვეყნის მომავლისა და მისი ეკონომიკის სტიმულირებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენი მთავრობა იმოქმედებს კანონისა და თავისი საერთაშორისო ვალდებულებების მკაცრად შესრულების ფარგლებში. ჩვენ ვცდილობთ აღვადგინოთ კანონის უზენაესობა, რათა ინვესტორების ნდობა დავიბრუნოთ. ყველა ხელშეკრულება, რაც ჩინეთთან კანონის შესაბამისად დაიდო, შესრულდება“, - განმარტა გუაიდომ.

23 იანვარს ოპოზიციის ლიდერმა, ხუან გუაიდომ საკუთარი თავი ვენესუელის  პრეზიდენტად გამოაცხადა, თუმცა ე.წ. პრეზიდენტი ნიკოლას მადურო პოსტის დატოვებას არ აპირებს.

გუაიდოს ლეგიტიმურობა მსოფლიოს 20-ზე მეტმა ქვეყანამ, მათ შორის, საქართველომაც აღიარა.