რუსეთი წყვეტს მონაწილეობას მოკლე და საშუალო მანძილის რაკეტების შესახებ შეთანხმებაში. ეს არის სარკისებური პასუხი აშშ-ის გადაწყვეტილებაზე. ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
აშშ-ის ხელისუფლებამ მოკლე და საშუალო მანძილის რაკეტების შესახებ შეთანხმებიდან გასვლის თაობაზე გუშინ განაცხადა.
ხელშეკრულება, რომელიც აშშ-სა და საბჭოთა კავშირს შორის 1987 წელს გაფორმდა, საშუალო და მოკლე მანძილის რაკეტების კონტროლს მოიცავდა.