ჩრდილოეთ კორეამ განაცხადა, რომ გაანადგურებს ყველა ობიექტს, რომელიც ამდიდრებს ბირთვულ მასალას. ამის შესახებ აშშ-ის სპეციალურმა წარმომადგენელმა სტივენ ბიგუნმა განაცხადა.
მისი თქმით, ეს პირობა აშშ-ის სახელმწიფო მდივანს მაიკ პომპეოს დაუდეს, როდესაც ის რამდენიმე თვის წინ ფხენიანში იმყოფებოდა. ბიგუნის თქმით, ჩრდილოეთ კორეა წარმოადგენს თავისი ბირთვული აქტივების მთლიან სიას და მხოლოდ მას შემდეგ შეიძლება ითქვას, რომ შეთანხმება შედგა.
აშშ-სა და ჩრდილოეთ კორეას შორის ურთიერთობების დათბობის პარალელურად, 2018 წლის მაისში ცნობილი გახდა, რომ ჩრდილოეთ კორეამ პუნგერის ბირთვული პოლიგონი დახურა. ფხენიანმა ასევე გაანადგურა პოლიგონისთვის განკუთვნილი სხვა ობიექტები. პოლიგონის დახურვას ასევე ესწრებოდნენ უცხოური მედიის წარმომადგენლები.
დონალდ ტრამპისა და კიმ ჩენ ინის ისტორიული აუდიენცია 12 ივნისს სინგაპურში, კურორტ სენტოზაზე გაიმართა.
ლიდერებმა დახურულ კარს მიღმა მოლაპარაკებები გამართეს, რომლის შემდეგაც დონალდ ტრამპმა და კიმ ჩენ ინმა ერთობლივ დოკუმენტს ხელი მოაწერეს.