ინტერვიუ ციხეებში ძალადობის მამხილებელთან ვლადიმერ ბედუკაძესთან

ინტერვიუ ციხეებში ძალადობის მამხილებელთან ვლადიმერ ბედუკაძესთან

ვლადიმერ ბედუკაძე, საქართველოს დედაქალაქის, თბილისის ციხის მანამდე უცნობი ყოფილი ზედამხედველი ყურადღების ცენტრში ხვდება მიმდინარე კვირას, მას შემდეგ, რაც გაჟონა ვიდეოკადრებმა, სადაც აშკარად არის ნაჩვენები ტუსაღთა წამების ფაქტები, რომლებიც ოპოზიციასთან დაკავშირებულმა ტელევიზიამ გადასცა.

ვიდეომასალა 18 სექტემბერს გადაიცა და მასობრივი პროტესტის, ოფიციალური გადადგომების, ქართული მთავრობის მხრიდან რეფორმების დაპირების, და მოქმედი პოლიტიკოსების განცხადებების მიზეზი გახდა. ბედუკაძემ ბრიუსელში რადიო “თავისუფლების” კორესპონდენტს, რიკარდ იოზვაკს ექსკლუზიური ინტერვიუ მისცა.

RFE/RL: ვინ გადაიღო ეს ვიდეოები და ვინ არის ამ სკანდალის ცენტრში?

ვლადიმერ ბედუკაძე: ამ ვიდეოს მე ვიღებდი ციხის უფროსისა და შინაგან საქმეთა მინისტრის (ბაჩო) ახალაიას დავალებით.

RFE/RL: როდის გადაიღეთ ის?

ვლადიმერ ბედუკაძე: დაახლოებით ერთ წელზე დიდხანს ვიღებდი, 2011 და 2012 წ.წ.

RFE/RL: რატომ ხართ ახლა ბელგიაში?

ბედუკაძე: ბელგიაში სამი თვის წინ ჩამოვედი მეგობრის დახმარებით, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტროში მუშაობს და ჩემი მეგობრის, ჟურნალისტის, გიორგი ფოფხაძის დახმარებით – ის რადიო ფრანსში მუშაობს. მე მომენტს ველოდი, როდესაც მსოფლიო საქართველოს მიაპყრობდა ყურადღებას და ეს ვიდეო ჩამოხსნიდა ნიღაბს (პრეზიდენტ მიხეილ) სააკაშვილს და მის რეჟიმს.

RFE/RL: ასე რომ ახლა ბელგიის მთავრობის გადასაწყვეტია დარჩებით აქ თუ არა?

ბედუკაძე: ბელგიას პოლიტიკური თავშესაფრის თხოვნით მივმართე. ჩემი ოჯახი საქართველოში მძევლად ჰყავთ და ვითხოვე, რომ ბელგიის მთავრობამ მათ პოლიტიკური თავშესაფარი მისცეს.

RFE/RL: რამდენიმე ქართველი ოფიციალური პირი აცხადებს, რომ ოპოზიცია დგას ამ ვიდეომასალის და მათი განსაჯაროების უკან, რადგან ის გამოჩნდა სულ რაღაც ორი კვირით ადრე არჩევნებამდე. რას იტყვით ბრალდებებზე, რომელთა თანახმად ოპოზიციის ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა თქვენ ამისთვის გადაგიხადათ?

ბედუკაძე: ეს აბსურდია. მე არ მქონია ურთიერთობა ივანიშვილთან, საერთოდ არ ვიცნობ. მე აპოლიტიკური ვარ. ეს სააკაშვილის ბლეფია.

RFE/RL: ზოგიერთი ოფიციალური პირი აცხადებს, რომ თქვენ ფული გადაგიხადათ პოლიციის ყოფილმა გენერალმა თამაზ თამაზაშვილმა, რომელიც იჯდა მერვე საპყრობილეში მაშინ, როდესაც თქვენ იქ მუშაობდით და ის იყო დაკავშირებული ივანიშვილთან. ამაზე რას იტყვით?

ბედუკაძე: რამდენადაც მე ვიცი, მათ ჩემი სამი კოლეგა დააპატიმრეს, ციხის ზედამხედველები, მათ ისინი აწამეს, რომ ჩემს წინააღმდეგ ჩვენება მიეცათ, ეთქვათ, რომ თამაზაშვილის მეგობარი ვარ და ავიღე ქრთამი ამ ვიდეოს გადაღებისთვის. ეს სიცრუე, ცილისწამებაა. გენერალ თამაზაშვილთან ურთიერთობა არ მქონია და არასდროს ვყოფილვარ რომელიმე ოპოზიციური პარტიის წევრი.

RFE/RL: ფიქრობთ, რომ საქართველო გდევნით?

ბედუკაძე: (საქართველოს მთავრობამ) ძებნილთა ნუსხაში შემიყვანა გუშინ და ახლა მეძებენ.
foreignpress.ge