ასეთ შემთხვევაში ტყეები ხალხს დაუბრუნდება...

ასეთ შემთხვევაში ტყეები ხალხს დაუბრუნდება...

საქართველოში ტყეების გაჩეხვა-განადგურების საკითხი, როგორც იქნა, პოლიტიკური პარტიების წინასაარჩევნო დღის წესრიგში მოხვდა. ქვეყნის უნიკალური სატყეო რესურსი თითქმის 2 ათეული წელია უმოწყალოდ ნადგურდება და მხოლოდ ახლა გაამახვილეს საარჩევნო სუბიექტებმა მასზე ყურადღება.

პრინციპში ეს ნაბიჯიც «მწვანეთა პარტიის» თავმჯდომარე გია გაჩეჩილაძემ გადადგა, რომელიც კოალიცია «ქართული ოცნების»საარჩევნო სიის მე-13 ნომერია. გაჩეჩილაძე წლების განმავლობაშიტყეების საკითხზე მუშაობდა და ახლა დაუფარავად აცხადებს, რომ ტყეებთან დაკავშირებით გაცემული ყველა ლიცენზიის გადახედვა მოხდება.

«ქართული ოცნება», არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, ტყეების გასხვისების საკითხს თავიდან შეისწავლის და ბევრ ლიცენზიასაც უკან გამოითხოვს. სპეციალური იურისტებისგან შემდგარი ჯგუფი ყველა საკითხს გულდასმით შეისწავლის დადარღვევების შემთხვევაში ტყეების ხალხისთვის დაბრუნება მოხდება.

გაჩეჩილაძის განცხადებით, ლიცენზიების უმრავლესობა სხვადასხვა ქვეყნის კომპანიებზე ყველა კანონის დარღვევითაა გაცემული და კომპანიები ქართულ ტყეებს ჩეხავენ.

ენერგეტიკის და ბუნებრივი რესურსების სამინისტრომ «ქართული ოცნების» ბრალდებებს მსწრაფლ უპასუხა, რადგან სწორედ ეს სამინისტროა საქართველოს ტყეების ნახევარსაუკუნოვანი გასხვისების ინიციატორი.

სამინისტროში მიუთითებენ, რომ ტყის ლიცენზიების გაცემა კანონის ყველა ნორმის დაცვით ხდება. ენერგეტიკის და ბუნებრივი რესურსების მინისტრის მოადგილე რადიო «კომერსანტთან» აცხადებს,რომ ლიცენზირების შესახებ დოკუმენტი და კომპანიების მართვის გეგმები საჯარო დოკუმენტებია და მათ გაცემამდე განხილვებიც ხდებოდა. მისივე თქმით, თუ ვინმეს ლიცენზირებაში ეჭვი ეპარებოდა, პრეტენზიები სამოქმედო გეგმების განხილვების დროს უნდა დაიფიქსირებულიყო, რაც არ მომხდარა.

ენერგეტიკის სამინისტრო სატყეო რესურსით სარგებლობაზე 25 და49-წლიან ლიცენზიებს გასცემს. ასეთი გრძელვადიანი ექსპლოატაცია კი საქართველოს სატყეო ფონდს სერიოზულ საფრთხეს უქმნის.სპეციალისტები ტყეების გასხვისების პროცესი საერთოდ შეწყვეტას მოითხოვენ.

ამ დროს კი ფინანსთა სამინისტრომ ხე-ტყის რესურსების მოპოვების გადასახადების ახალი კონცეფცია შეიმუშავა. კონცეფციის მიხედვით, მკვეთრად შემცირდება ხე-ტყის კომერციულ და სოციალურ ჭრაზე დაწესებული მოსაკრებელის რაოდენობა და მისი მოცულობა. გარდა ამისა, გამარტივდება ხე-ტყის მოჭრისთვის საჭირო ნებართვების გაცემის პროცედურა. სხვათა შორის, ამ სახელმწიფო რეგულაციების მინიმუმამდე დაყვანა პრემიერ-მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა მოითხოვა.

მწვანეთა მოძრაობის თანათავმჯდომარე ნინო ჩხობაძე აცხადებს,რომ ტყეების გასხვისების პროცესი გამარტივებას კი არა, პროცესის საერთოდ შეწყვეტას საჭიროებს. მისივე ინფორმაციით, მსოფლიოშიისეთი ლიბერალური საბაზრო პოლიტიკის ქვეყნები, როგორებიც არიან საფრანგეთი, გერმანია და ამერიკა, სპეციალურ სატყეო ფონდებს ქმნიან ტყეების სახელმწიფო მფლობელობაში დარჩენის მიზნით.

«პროცედურების გამარტივების შემთხვევაში ჩვენ მივიღებთკიდევ დამატებით ეროზირებულ მიწას და უწყლობას, რომელიც აგრეთვე პრობლემატური შეიძლება გახდეს. იმ ადამიანებს, ვინც ამ ბიზნესშია ჩართული, ვერაფრით გავაგებინე, რომ ჩვენი ტყე არისდაბალპროდუქტიული. ეს არ არის ციმბრის და ამაზონის ტყეები,რომელთაც ძალიან მაღალი პროდუქტიულობა აქვთ», - აცხადებს ჩხობაძე.