არჩევნები და ეკონომიკა დღესდღეობით ისე გადაეჯაჭვა ერთმანეთს, როგორც არასდროს. ყველა პარტია მხოლოდ სოციალურ-ეკონომიკური ტიპის დაპირებებს აკეთებს. არჩევნების ზედმეტმა ეკონომიკიზაციამ კი პროგნოზების გაკეთება მეტად ბუნდოვანი გახადა.
პოლიტიკური სუბიექტები აღარც კი უკვირდებიან როგორი სახის დაპირებებს აძლევენ ამომრჩევლებს. მათ ერთადერთი მიზანი აქვთ - რაც შეიძლება პოპულისტური განცხადებები გააკეთონ და ხალხის გული მოიგონ.
ამ ფონზე საინტერესო გამოკითხვა ჩაატარა “კომერსანტ.გემ”, რომელმაც პოლიტიკური პარტიების ყველაზე დაუსაბუთებელი წინასაარჩევნო დაპირებების ტოპ-ათეული გამოაქვეყნა. რეიტინგი 5 ბიზნესმენისა და 5 დამოუკიდებელი ექსპერტის გამოკითხვის შედეგად შედგა. სპეციალიტებს სთხოვეს, დაესახელებინათ პარტიების ის სოციალური და ეკონომიკური წინასაარჩევნო იდეები, რომელთა განხორციელების სქემა, გამოკითხულთა აზრით, ავტორმა ყველაზე სუსტად წარმოადგინა.
გამოკითხვის შედეგად, ყველაზე დაუსაბუთებელი წინასაარჩევნო დაპირებების ათეული ასე შედგა: 1) ენერგოობიექტების ნაციონალიზაცია - ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა; 2) “მდიდარს წავართმევთ, ღარიბს დავუბრუნებთ” - ლეიბორისტული პარტია; 3) 1000-ლარიანი ვაუჩერის დარიგება - ერთიანი ნაციონალური მოძრაობა; 4) სახელმწიფოს ხელშეწყობა სოფლის მეურნეობის პროდუქციის რეალიზაციაში - ერთიანი ნაციონალური მოძრაობა; 5) 273 ათასი სამუშაო ადგილის შექმნა - ერთიანი ნაციონალური მოძრაობა; 6) კომუნალური გადასახადების შემცირება - ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა; 7) მდიდრებისთვის გადასახადების გაზრდა - ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა; 8) საპატრიარქოს დაფინანსების 4-ჯერ გაზრდა - ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა; 9) საყოველთაო დაზღვევა - კოალიცია “ქართული ოცნება”; 10) მოსახლეობისთვის საბანკო დავალიანების ჩამოწერა - ლეიბორისტული პარტია”.
გამოკითხვის თანახმად, ყველაზე მეტი - 4 დაუსაბუთებელი ინიციატივა ქრისტიან-დემოკრატიულ მოძრაობას ეკუთვნის. ამ მაჩვენებლით მეორე ადგილზეა ნაციონალური მოძრაობა, (3 ადგილი რეიტინგში), რომელსაც ლეიბორისტული პარტია და “ქართული ოცნება” მოსდევენ შესაბამისად ორი და ერთი პოზიციით. ამასთან, ლეიბორისტების ერთ-ერთი ინიციატივა (“მდიდარს წავართმევთ, ღარიბს დავუბრუნებთ”) დაუსაბუთებელ იდეებს შორის დასახელების სიხშირით მეორე ადგილზე მოხვდა.
აღნიშნული 10 არარეალური დაპირებიან 9 სოციალურ-ეკონომიკური ტიპისაა. ეს კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ წლევანდელი არჩევნების გავლენა ქართული ეკონომიკაზე ძალიან მაღალია. რა მოხდება არჩევნების შემდეგ ეკონომიკაში, ამაზე ქართველი ექსპერტები გადაჭრით ვერ საუბრობენ, თუმცა ზოგიერთი მოსაზრება უკვე გამოითქვა.
“ძალიან რთულია შეფასებები იმ მოვლენების შემდეგ, რაც დღეს საქართველოში დაფიქსირდა. გლდანის ციხეში მომხდარი შემზარავი ფაქტი დესტაბილიზაციის საფრთხეს გაზრდის. ეს რომ არ დამატებოდა, არჩევნები, შედარებით მშვიდად ჩაივლიდა, თუმცა წინასაარჩევნო დაძაბულობა ისედაც დიდი იქნებოდა.
ცხადია, წლევანდელი არჩევნების გავლენა ეკონომიკურ პროცესებზე განსაკუთრებით ძლიერი იქნება, რადგან ქვეყანაში პოლიტიკური ვითარება დაძაბულია. წლეულს მთავრობამ ბევრი საკანონმდებლო ცვლილება მოახდინა, რითაც ბიზნესზე კიდევ უფრო გაზარდა წნეხი. არჩევნების შემდეგ გაიზრდება ინფლაციის რისკიც. შესახებ, რაც ფასების დონეზე საგრძნობლად იმოქმედებს”, - განმარტავს ექსპერტი დათო ნარმანია.
1675
სარეკლამო ბანერი № 21
650 x 85
სარეკლამო ბანერი № 22
650 x 85