გაეროს ბავშვთა ფონდი მკაცრად გმობს ბავშვების უფლებათა დარღვევას პენიტენციარულ სისტემაში, რაც დოკუმენტირებულ იქნა და გადაიცა ამ ბოლოდროინდელ საინფორმაციო გამოშვებებში.ბავშვთა უფლებების დაცვის კონვენციის თანახმად „არც ერთი ბავშვი არ უნდა ემსხვერპლოს წამებას ან სხვა სასტიკ, არაადამიანურ ან ღირსების შემნახველ მოპყრობასა და დასჯას.“ (მუხლი 37, CRC). იგივე უფლებების შესახებ ნათქვამია სხვა საერთაშორისო და რეგიონულ ხელშეკრულებებში, რომლებსაც საქართველოს ხელი მოაწერა და რომელთა რატიფიცირებაც მოახდინა.
გაეროს ბავშვთა ფონდი მთავრობას მოუწოდებს დაიწყოს სრულყოფილი გამოძიება პატიმარი და დაკავებული მოზარდების ცუდი მოპყრობის ფაქტების შესახებ. საქართველოს მთავრობამ უნდა უზრუნველყოს ყველა ბავშვის დაცულობა და უსაფრთხოება, მათ შორის მათიც, ვინც შეიძლება გახდეს მსხვერპლი ან ძალადობის მოწმე საპატიმრო ადგილებში. მთავრობამ უნდა დაიცვას არასრულწლოვანთა უფლებები.
გაეროს ბავშვთა ფონდი შეშფოთებულია სავარაუდო ცუდი მოპყრობით ავჭალის მოზარდთა საპყრობილში, რომელსაც, 2012 წლის 9 აგვისტოს განცხადებაში შეეხო ომბუდსმენი და მოუწოდა მთავრობას მიიღოს ადეკვატური და სწრაფი ზომები.
გაეროს ბავშვთა ფონდი სხვა დონორებთან და ადგილობრივ პარტნიორებთან ერთად ეხმარებოდა საქართველოს მთავრობის რეფორმებს მოზარდთა სასჯელაღსრულების სისტემაში და მზადაა გაუწიოს უწყვეტი დახმარება ყველა პარტნიორს ისე, როგორც ეს შეესაბამება CRC-ს და სხვა საერთაშორისო შეთანხმებებს
foreignpress.ge