აშშ-ში უმუშევრობასთან დაკავშირებით ფედერალური სარეზერვო სისტემა აპირებს კვლავ დაბეჭდოს ფულის კუპიურები. როგორც იუწყება ფედერალური სისტემის მეთაური ბენ ბერნარკე, დაიწყება 40 მილიარდი დოლარის ოდენობის იპოთეკურ ობლიგაციების შესყიდვა. ეს პროცესი გაგრძელდება მანამდე, სანამ სიტუაცია შრომის ბაზარზე საგრძნობლად არ გაუმჯობესდება.
სააგენტო Reuters–ი იუწყება, რომ ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ფედერალური სარეზერვო სისტემა არ ზღუდავს თავის ქმედებებს რაიმე ვადებით, არამედ დამოკიდებულია მხოლოდ მოვლენების განვითარებაზე.
ფედერალური სარეზერვო სისტემა ტოვებს საბაზისო საპროცენტო განაკვეთს ნულზე 2015 წლის შუა პერიოდამდე. ეს ზომები ეხმარება ბანკებს მიიღონ კრედიტები ნაკლებ პროცენტად, რაც, თავის მხრივ გამოაცოცხლებს კონიუნქტურას.
ბერნარკეს ეს პროგრამა ეკონომისტებმა დაასახელეს უდიდეს ეკონომიკურ პრობლემებთან ბრძოლის ახალ ეტაპად.
თუმცა, ბენ ბერნარკე გვაფრთხილებს, რომ იგი არ ფლობს ყოვლისშემძლე იარაღს, და შრომის ბირჟაზე კრიზისთან პირველ რიგში პოლიტიკოსებმა უნდა იბრძოლონ. „ჩვენ არ გპირდებით ყველა პრობლემების გადაწყვეტას, თუმცა, შეგვიძლია მხარში ამოვუდგეთ პოლიტიკოსებს მათ გადაწყვეტილებაში.“ - თქვა მან.
ამასთან, ბენ ბერნანკემ არ დაასახელა გეგმები, გააგრძელოს მასიური სამთავრობო ობლიგაციების შესყიდვა, რამაც ბევრი ინვესტორის იმედგაცრუება გამოიწვია.
ეს გამოწვეულია ბიუჯეტთან დაკავშირებულ, 2013 წლის მოსალოდნელ კრიზისთან, რადგან კონგრესი სავარაუდოდ არ დაამტკიცებს მას. ამის შედეგად უკვე იანვრის დასაწყისში შესაძლოა ავტომატურად გაეშვას მექანიზმი, რომელიც წინასწარ განსაზღვრავს მთავრობის შეზღუდულ დანახარჯებს მომავალ წლისთვის.