ქართულმა შეიარაღებულმა ძალებმა მოკლეს 11 ტერორისტი და დაღუპულია სამი ჯარისკაცი მძევლების გათავისუფლების ოპერაციის დროს რუსეთის საზღვართან ახლოს, განაცხადა 29 აგვისტოს შინაგან საქმეთა საქმინისტრომ. ევროკომისიამ განაცხადა, რომ ის შეშფოთებით ადევნებდა თვალს მოვლენებს.
სამინისტროს განცხადებით რუსეთის საზღვრის დაღესტნის მონაკვეთზე დაჭრილია ასევე 5 ჯარისკაცი, თუმცა სამინისტრო არაფერს ამბობს ტერორისტების ეროვნებაზე და იმის შესახებ, შემოვიდნენ თუ არა ისინი ქვეყანაში რუსეთიდან.
თუკი ტერორისტები მართლაც რუსეთიდან არიან, ინციდენტმა შეიძლება კიდევ უფრო გაამწვავოს სიტუაცია მოსკოვს და პროდასავლურ თბილისს შორის, რომელთა ურთიერთობაც დღემდე დაძაბულია 2008 წლის აგვისტოს ხუთდღიანი ომის შემდეგ, რომელიც რუსეთის მიერ მხარდაჭერილი საქართველოს სეპარატისტული სამხრეთ ოსეთის რეგიონის გამო გაჩაღდა.
“დაძაბულობისა და არასტაბილურობის ახალი ტალღის ექსპორტის მორიგი მცდელობა ჩვენი ჩრდილოელი მეზობლისგან დასაწყისშივე აღიკვეთება”, განაცხადა ტელევიზიით საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სატელევიზიო განცხადებაში.
სააკაშვილის თქმით, დაზვერვის მონაცემებით ტერორისტთა უმრავლესობა მოკლულია.
ევროკავშირი შეშფოთდა
30 აგვისტოს, უმაღლესი წარმომადგენლის კეტრინ ეშტონის სპიკერმა მაიკლ მენმა განაცხადა, რომ ევროკავშირი “ძალიან შეშფოთებული” იყო და გამოთქვამს წუხილს, რომ ინციდენტს ადამიანების სიცოცხლე შეეწირა. მისი თქმით ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მანდატი საქართველოში ინციდენტის არეალს არ მოიცავს, და რომ იქ დამკვირვებლები არ გაუგზავნიათ.
“ამ მომენტში ჩვენ ვცდილობთ [საქართველოს] მთავრობასთან ერთად დავინახოთ რა მოხდა სინამდვილეში”.
კითხვაზე, ხომ არ ფიქრობს კომისია, რომ ინციდენტი შეიძლება უკავშირდებოდეს დამდეგ არჩევნებს საქართველოში, მენმა უპასუხა, რომ მას ამ ვარაუდის გამოთქმა არ შეუძლია.
საქართველომ ქვეყნის ჩრდილოეთით შეიარაღებული ძალები სამშაბათს გაგზავნა, რათა დამხარებოდა ადგილობრივ პოლიციას მძევლების გათავისუფლებაში. მძევლების დაუზუსტებელი რადენობა გაათავისუფლეს და ოპერაციის დროს ყველაზე ცოტა ერთი შეიარაღებული შეტაკება მოხდა, განაცხადა შსს-ს სპიკერმა.
ოთხშაბათს, ჯარებმა ალყა შემოარტყეს ექვს დივერსანტს კავკასიის მთიან ხეობაში.
სამშაბათს, ლაფანყურის (სოფელს რუსეთის საზღვართან 30 კილომეტრი აშორებს) მცხოვრებლებმა “რუსთავი 2”-ს განუცხადეს, რომ ისინი შეშფოთებულები იყვნენ იმ ფაქტით, რომ მათი ხუთი მეზობელი რამდენიმე დღით გაუჩინარდა, და რომ მიდამოებში დაინახეს მამაკაცები, რომლებიც თითქოს დაღესტნიდან იყვნენ.
მოგვიანებით, რუსთავი 2-მა გადმოსცა, რომ დივერსანტებმა მძევლებად ადამიანთა სამი ჯგუფი აიყვანეს კახეთის ჩრდილოეთ რეგიონში.
სროლა სასაზღვრო პუნქტთან
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ვიდეომასალაში ლაფანყურის მცხოვრები ლევან ხუცურაული ყვება, რომ ის და მისი რამდენიმე თანასოფლელი მძევლად წვერიანმა მამაკაცებმა აიყვანეს.
“მათ გაგვაფრთხილეს, რომ მოგვკლავდნენ თუკი გაქცევას შევეცდებოდით”, თქვა ხუცრაულმა. ხელისუფლებამ ბრძოლის მიდამოებთან მედიის ხელმისაწვდომობა შეზღუდა.
გაურკვეველია, არის თუ არა რაიმე კავშირი ამ ფაქტს და რუსეთის სასაზღვრო პუნქტთან დაღესტანში სამშაბათს ღამით მომხდარ ინციდენტს შორის, რომლის დროსაც ხელისუფლებას თქმით, მესაზღვრემ შვიდი თანამშრომელი მოკლა, ვიდრე ის თავად არ მოკლეს.
აჯანყებული ჩრდილოეთ კავკასიელები, რომლებიც ცდილობენ ჩრდილოეტ კავკასიაში ისლამისტური სახელმწიფოს შექმნას, თითქმის ყოველდღიურად ესხმიან თავს რუს ჩინოვნიკებს და სამართალდამცველებს, და ასევე სულ უფრო ხშირად იღებენ მიზანში იმ წამყვან მუსლიმ ლიდერებს, რომლებსაც ხელისუფლება უჭერს მხარს.
გაურკვეველია, რატომ შეიძლება გადაეკვეთათ დივერსანტებს მეზობელი საქართველოს საზღვარი და აეყვანათ მძევლები.
რუსეთის უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის (ეფესბე) სპიკერმა ვადიმ შიბაევმა სააგენტო “რია ნოვოსტის” განუცხადა, რომ რუსეთ-საქართველოს საზღვარზე არანაირი ინციდენტი არ დარეგისტრირებულა.
რუსეთმა 2008 წლის აგვისტოში საქართველოში შეიარაღებული ძალები გაგზავნა, უკუაგდო რა საქართველოს შეტევა, რომლის მიზანიც სეპარატისტულ სამხრეთ ოსეთის რეგიონზე კონტროლის ხელახლა აღდგენა იყო. ბოლო 20 წელია, რაც ეს რეგიონი საკუთარ თავს მოსკოვის მხარდაჭერით დამოუკიდებლად მართავს.
კონფლიქტი მოიცავს ასევე მეორე გამოყოფილ აფხაზეთის რეგიონს. მოსკოვმა თბილისთან ომის შემდეგ აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარა და გაზარდა ამ რეგიონებში მისი სამხედრო წარმომადგენლობა, რასაც შეერთებული შტატების და ნატოს კრიტიკა მოჰყვა.
საქართველოს 1 ოქტომბერს საპარლამენტო არჩევნები აქვს. მას და რუსეთს დღემდე არ აქვთ დიპლომატიური ურთიერთობები და შვეიცარელი დიპლომატების შუამავლობით კონტაქტობენ.