საქართველო აცხადებს, რომ 3 სამხედრო და 11 დივერსანტი მოკლულია რუსეთის საზღვართან

საქართველო აცხადებს, რომ 3 სამხედრო და 11 დივერსანტი მოკლულია რუსეთის საზღვართან

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ძალებმა 11 შეიარაღებული კაცი მოკლეს და სამი ქართველი სამხედრო დაიღუპა მაშინ, როდესაც რუსეთის საზღვართან მძევლებს ათავისუფლებდნენ, განაცხადა სამინისტრომ ოთხშაბათს.

განცხადებაში ნათქვამია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიცრებიც დაიჭრნენ რუსეთის საზღვართან, დაღესტნის რეგიონთან, მაგრამ მათ არ დაუსახელებიათ არც დივერსანტების ეთნიკური კუთვნილება და არც ის განუცხადებიათ, შემოვიდნენ თუ არა ისინი რუსეთიდან.

თუ აღმოჩნდება, რომ დივერსანტები რუსეთიდან არიან, ამ ინციდენტმა შეიძლება გაამწვავოს დაძაბულობა მოსკოვსა და პრო-დასავლურ თბილისს შორის. ამ ქვეყნების ურთიერთობა კვლავაც დაძაბულია 2008 წლის ხუთდღიანი ომის შემდეგ, რომელიც პრო-რუსული ქართული სეპარატისტული რეგიონების გამო მოხდა.

„ჩვენ ვერ ვიტყვით ვერაფერს ტერორისტული ჯგუფის წევრების ეთნიკურ კუთვნილებაზე ან წარმოშობაზე ოპერაციის დასრულებამდე,“ განაცხადა შინაგან საქმეთა სამინისტროს სპიკერმა სალომე მახარაძემ.

მან თქვა, რომ სამინისტრომ საქართველოს ჩრდილოეთ რეგიონში, რამდენიმე მძევლის გათავისუფლების ოპერაციაში ადგილობრივი პოლიციის დასახმარებლად სამშაბათს სამხედროები გაუშვა. მძევალთა გაურკვეველი რაოდენობა გათავისუფლებულია და ოპერაციის განმავლობაში, სულ ცოტა ერთხელ მაინც გაიხსნა ორმხრივი ცეცხლი, დასძინა სალომე მახარაძემ.

დაპირისპირება გაგრძელდა ოთხშაბათს, ჯარმა ექვს ტერორისტს შემოარტყა ალყა კავკასიის ხეობაში.

სამშაბათს, იმ სოფლის მცხოვრებლებმა, რომელიც საზღვრიდან 30 კილომეტრში მდებარეობს, რუსთავი 2-ს უთხრეს, რომ შეშფოთებულნი იყვნენ, რადგან მათი ხუთი მეზობელი დაიკარგა რამდენიმე დღით და მათ ნახეს ადამიანი, რომელიც დაღესტნელს ჰგავდა.

რუსთავი 2-მა მოგვიანებით გადასცა, რომ ტერორისტებმა აიყვანეს სამი ჯგუფი მძევლებისა კახეთის ჩრდილოეთით.

გაურკვეველია შეიძლება თუ არა ამ მოვლენების დაკავშირება სამშაბათს, რუსეთის საზღვართან, დაღესტანში ატეხილ სროლასთან, რომლის დროსაც, ხელისუფლების თქმით, სამხედრო მოსამსახურემ დახვრიტა 7 მესაზღვრე მანამდე, სანამ თვითონ მოკლეს.

მეამბოხეები იმისთვის იბრძვიან, რომ ჩრდილო კავკასიაში ისლამური სახელმწიფო შექმნან, რუს ჩინოვნიკებს და სამართალდამცავებს თითქმის ყოველდღე ესხმიან თავს და სულ უფრო ხშირად იღებენ მიზანში იმ მუსულმან ლიდერებს, რომელთაც ხელისუფლება უჭერს მხარს.

გაურკვეველია რატომ შეიძლება გადმოელახათ დივერსანტებს დაღესტნის საზღვარი და აეყვანათ მძევლები ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკის ტერიტორიაზე.

რუსეთის უშიშროების ფედერალურმა სამსახურმა (ფსბ), რომელსაც ევალება საზღვრების დაცვა, უარი თქვა კომენტარზე. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომაც უარი თქვა კომენტარზე.

2008 წლის აგვისტოში რუსეთმა საქართველოში ჯარი გაუშვა, მოიგერია ქართველთა თავდასხმა, რომლის მიზანი იყო სეპარატისტულ სამხრეთ ოსეთზე კონტროლის დამყარება. სამხრეთ ოსეთი მოსკოვის მხარდაჭერით უკვე 20 წელია დამოუკიდებლად იმართება.

კონფლიქტი შეეხო სეპარატისტულ აფხაზეთსაც. მოსკოვმა სცნო აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა ომის შემდეგ და რეგიონებში თავისი სამხედრო ძალების რაოდენობა გაზარდა, რამაც შეერთებული შტატებისა და ნატოს კრიტიკა დაიმსახურა.

საქართველოს, სადაც 1 ოქტომბერს საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება, და რუსეთს დღემდე არა აქვთ დიპლომატიური ურთიერთობა და შვეიცარელი დიპლომატების მეშვეობით ურთიერთობენ.
foreignprss.ge