ვარსქენ პიტიახშის ალალი ბიძა ხო ვიცით, ვინც იყო – შხაბაზი. შახაბაზს რო გეეგო, თავისი სიძისთვის წერილი გამოეგზავნა, სომეხი რათ შართეო, და ვარსქენის მამა კიდე, გაუგონარი კაცი ყოფილა.
ყველა ჭკვიანი კაცი ხო გაუგონარია? და შახაბაზისთის უწყენინებია. ხუმრობით უთქვამს, შენ რო თათარი შემომასაღე, ესე ხო არ არისო?
და ასე შეურთია შუშანიკ დედოფალი.
ახლა ეს გითხრა: ქორწილი რო გაუმართავთ, დიდი ხარჯი უქნიათ და შახაბაზიც, როგორც წესია, დაუპატიჟნიათ. ათასკაციანი ქორწილი იყო.
შახაბაზი კი არ მოსულა და კაცი გამოუგზავნია – ჩემი დიშვილი, ვარსქენ პიტიახში ცოლს რო შეირთავს, აქეთ გამოგზავნეთო. ახალგაზრდები არიან და ჩემსა უფრო თავისუფლად იქნებიანო.
ქორწილში თამარ მეფეც ყოფილა დაძახებული და უთქვამს...
(აკა მორჩილაძე, „როგორ მოკვდა ვარსქენ პიტიახში“)
დეპუტატობის კანდიდატებად არჩევნებში რამდენიმე 21 წლის ბავშვიც ყოფილა დაპატიჟებული და გასულ კვირაში სააკაშვილს უთქვამს, ნაციონალური მოძრაობის" სიაში რამდენიმე 21 წლის ასაკის კანდიდატიც იქნებაო. ანაკლიაში სტუდენტებისთვის უთქვამს და ესეც უთქვამს: „მე აქ არ მოვედი იმისთვის, რომ რომელიმე პარტიის აგიტაცია ვაწარმოო. მაგრამ მე, როგორ პრეზიდენტმა, მინდა მოგმართოთ, რომ ახლაც წყდება ჩვენი ქვეყნის ბედი, თითოეული თქვენგანის ძალიან გრძელვადიანი მომავალი და ძალიან გთხოვთ, ეს არავის არ გადააბაროთ და არავის გადასცეთ ხელში. თქვენს მაგივრად არავის მისცეთ საშუალება, რადგან ყველაზე მეტ ხანს, თქვენ უნდა იცხოვროთ ამ ქვეყანაში. ისეთი რამ არ გავაკეთოთ, რომ შემდეგი 70-80 წელი გვქონდეს სანანებელი, რომ ჩემი ბედი ვინმემ გადაწყვიტა. 150 წელი ვერ შეგპირდებით, მაგრამ 100 წლის შემდეგ დისკოტეკაზე აქ ანაკლიაში შეგვხვდებით აუცილებლად“.
უკვე თბილისში ვარ, ჯეოსელის ინტერნეტის გადამკიდეს ნიუსების გახსნა მომენატრა, გავხსენი და სულ თავბედი ვიწყევლე, მაგრამ ეს ციტატა იმიტომ კი არ მოვიტანე, ჭირში ჩემი თანამოზიარეები რომ გახდეთ, არამედ ისე, გაგებისა და სოლიდარობის ამბავში, თან 150–ისა და 100–ის ამბავში...
უბრალოდ ჩოყლაყი ხომ ამოვიდა ყელში და წარმოიდგინეთ, რა დაგვემართება, 100 წლის შემდეგ ხრონწ ჩოყლაყს თუ გადავეყრებით!
რა თქმა უნდა, ჩოყლაყმა იხუმრა. ალბათ, ის უნდოდა ეთქვა, ასი წლის შემდეგ აქ, დისკოტეკაზე, სტუდენტთა ნაწილს მაისურზე ჩე გევარა ეყოლება დახატული, ნაწილს კი – მეო.
ვინ იცის, იქნებ კონკურსიც კი გამოაცხადეს, რომელ მიშას დაიხატავენ 22–ე საუკუნის სტუდენტები – დორბლით, წვინტლით თუ კისერზე წურბლებით, დღესდღეობით კი, შემიძლია ზუსტად გითხრათ, რომ სტუდენტებს უბრალოდ მიშა ახატიათ.
რავი... ეს ანაკლია მხოლოდ ის ხომ არ იქნება – დისკოთეკები და საბუღრაო ბუჩქები! ალბათ, იქნება მუზეუმებიც და, მათ შორის, გული მიგრძნობს, აუცილებლად იქნება ანთროპოლოგიის მუზეუმი და ამ მუზეუმში საპატიო ადგილას იქნება გამოფენილი სააკაშვილის თავის ქალა. იგი არ იქნება ყველაზე ძველი, ყველაზე დიდი ან ყველაზე პატარა, ყველაზე ჭკვიანი ან ყველაზე სულელი... იგი იქნება ყველაზე სინდისგარეცხილი თავის ქალა მსოფლიოში. იქვე აუცილებლად იქნება გამოფენილი ნაციონალური მოძრაობის რამდენიმე აქტივისტის (გიგი წერეთელი, გოკა გაბაშვილი, ნუგზარ წიკლაური, კობა ხაბაზი და სხვ.) ტვინები. ტვინები იქნება თუ უტვინობა, ეს თავად გადაწყვიტეთ, მაგრამ საინტერესოა ის წარწერები, რომლებსაც სპირტში ჩალაგებულ ექსპონატებზე მიაკრავენ: „გიგი წერეთლის ტვინის მარცხენა დუნდულა“, „გოკა გაბაშვილის ტვინის მარჯვენა დუნდულა“, „კობა ხაბაზის ტვინის ანუსის ხვრელი“ და ა.შ.
„ყველანი ერთად უნდა ვიყოთ აქტიურები და დარაზმულები, რომ არ ახდეს ჩვენი მტრის ოცნება – საქართველომ არ დაუთმოს თავის თავისუფლება ნებისმიერ სხვა პოლიტიკურ ძალას“ – უთქვამს ყველაზე სინდისგარეცხილი თავის ქალის პატრონს ანაკლიაში.
აი, შენ კი დაგითმო რამდენიმე წუთი არმაგედონის ზანგმა!
და რა თქვა ბათუმში? აი, ეს: „ისე მაგრად უნდა მოვიგოთ ეს არჩევნები, რომ მერე აზრადაც არ მოუვიდეთ თითის განძრევა და თავისი უწმინდური ხელებით რაიმეს გაკეთება“.
უზრდელი... კინაღამ ვიკითხე, ოჯახში არ იზრდებოდა–მეთქი, მაგრამ მერე ის გამახსენდა, ყველამ რომ იცის და რომ ჯობდა, თავის დროზე ყველას რომ ცოდნოდა.
ჩვეული უზრდელობის ეს მორიგი გამოვლინება ბათუმში მოხდა, სადაც სააკაშვილმა მაჟორიტარ კანდიდატად გია ბარამიძე წარადგინა. წარდგენა იყო გულისამაჩუყებელი, წარმოდგენა – ცრემლისმომგვრელი: „პოლიტიკაში მომიყვანა ადამიანმა, რომელსაც ჩემნაირი ინტერესები ჰქონდა, იყო ჩემი ასაკის. ის ჩემთვის პატრიოტიზმის მაგალითი იყო. აფხაზეთის ომის დროს, ერთად ვმონაწილეობდით ტყვეთა გაცვლის პროცესში და იქ დავახლოვდით. ამის შემდეგ, მისი ინიციატივით მოვედი პარლამენტში. ჩემი პირველი ნათლობა მისგან მაქვს მიღებული და ეს არასდროს დამავიწყდება“.
ბარამიძის ასაკი რომ არ ვიცოდე, ვიტყოდი, ეგ არის ჩოყლაყის მამა–მეთქი – ისე ლაპარაკობდა, მაგრამ ეგეთები გვახსოვს?! მაგალითად, შევარდნაძე და ახლა ვერ ვიხსენებ (იქნებ თქვენ გამახსენოთ), რომელ წიგნში თუ ფილმშია, ტიპი რამდენჯერაც დათვრება, იმდენჯერ პირველივე შემხვედრ ტიპებს თვალზე ცრემლმორეული რომ უმტკიცებს, შენ ხარ მამაჩემი, მე შენი შვილი ვარო.
ის კი არ ვიცი, ბარამიძე ესწრებოდა საკუთარ წარდგენას თუ რომელიმე „სამუშაო ვიზიტიდან“ ჩაერთო სკაიპით.ნაწყვეტი ნიუსიდან: „მისი თქმით, წლების განმავლობაში გიორგი ბარამიძეს მუხლი არ ჩაუხრია და არასდროს წასულა კომპრომისებზე უწმინდურ ძალასთან. ამასთან, პრეზიდენტის თქმით, ბარამიძემ ბევრი გააკეთა იმისთვის, რომ საქართველო უკეთესი ქვეყანა გამხდარიყო“.
საქართველო კარგი ქვეყანა რომ არის და ეს რომ ბარამიძის დიდი დამსახურებაა, ამაზე არავინ დავობს, მაგრამ ალბათ ბევრმა არ იცის, რომ საქართველოს ყველაზე კარგი კუთხე არის სვანეთი, ყველაზე კარგი კი მას შემდეგ გახდა, რაც ბარამიძემ სვანების ძვლები ამოათხრევინა და თხრის პროცესს კუბდარის ჭამა–ჭამაში ადევნებდა თვალს.
შენ კი მოგხვდა ბეთქილ შუკვანის!
ორი კვირის წინანდელ ამბებში ჩოყლაყი თითქმის არ მიხსენებია. ჩოყლაყის მუღამი მის ციტატებშია, მაშინ კი, როგორც გახსოვთ, ტექნიკური მიზეზების გამო ციტატებთან წვდომა არ მქონდა. სამაგიეროდ, მაქვს ახლა და ჩოყლაყიადას შემდეგ ეპიზოდად კახეთის ამბავს შემოგთავაზებთ.
კახეთში ბრძანდებოდა ამოდ მოსაუბრე პრეზიდენტი და როგორ ისაუბრებდა, თუ არა ამოდ?!
„მთავარია რთველი კარგად ჩავატაროთ. ამისთვის მნიშვნელოვანია, პირველი _ არ იყოს რიგები, მეორე – დავიჭიროთ უფრო მაღალი ფასები...“
შენ კი დაიჭირე...
„მთავარია, მევენახემ ვენახის მოვლის, მოყვანის, ყურძნის გაყიდვის სარგებელი დაინახოს...“
შენ კი დაგანახვა...
„განსაკუთრებულ ზომებს მივიღებთ თბილისშიც...“
შენ კი მიიღე განსაკუთრებული ზომის...
„გარდა ამისა, პრეზიდენტმა კონტროლის პალატის თავმჯდომარეობიდან გადადგომისა და კახელების გვერდში დგომის გამო დღეს ლევან ბეჟაშვილს მადლობა კიდევ ერთხელ გადაუხადა. „ძალიან მაგარი ჟესტი იყო კახეთის დასახმარებლად წამოსვლა. 10-დან 9 ადამიანი ამას არ გააკეთებდა, მაგრამ კახელები არ ვართ კარიერისტები. გიორგი კარგად მუშაობს, მაგრამ რაღაც სახის დახმარება მაინც სჭირდებოდა“.
მე ვიცი, შენ რაც გჭირდება...
ამ ბოლო სიტყვების ნაწილის ციტირებას კიდევ ერთხელ მოვახდენ: „10-დან 9 ადამიანი ამას არ გააკეთებდა, მაგრამ კახელები არ ვართ კარიერისტები“.
ჩოყლაყიზმის მწვერვალია. ჯერ ერთი, გაჭირვებაში ჩავარდნილ ადამიანს ათიდან ათი ადამიანი დაეხმარება, იმიტომაც ჰქვია მას ადამიანი და მეორეც – კახელები კარიერისტები არ ვართო... მოკლედ, სადაც ჩადის იქაურია და იმ საქმეს ემსახურება, რომელი საქმეც იქ არის პრიორიტეტული. კახეთში ვაზს უვლის, თუშეთში – ცხვარს, რაჭაში ლობიოს მოყვანას ასწავლის, სამეგრელოში – სიმინდისას...
ჰოოო და, გამიგია გონიო თურქებითა და ბორდელებით გაივსოო და ძირითადი საქმიანობა გონიოში ბოზობააო. ჰოოო და, ჩავა, ალბათ, ამ დღეებში ერთი მავანთმავანი გონიოში და, ბოზობას დაიწყებს თუ ბოზობის სწავლებას, ამას მომავალი გვიჩვენებს.
გასულმა კვირამ გვიჩვენა, რომ რომ ჩოყლაყი არის გურული, ბახმაროელი და კოიკას 15 ლარად (ხანდახან უფრო ძვირადაც) აქირავებს. დასტური ნიუსშია: „როცა ბახმაროში ხარ, ხვდები რამხელა პოტენციალი აქვს, არა მხოლოდ გურიას, არამედ მთელ საქართველოს. ჩვენთვის აქამდე ბახმარო იყო ადგილობრივი მნიშვნელობის კურორტი. გურულების გარდა, არც არავინ არ იცის საქართველოში რა არის ბახმარო“.
მავანთმავანების შემხედვარე ენაკვიმატმა გურულებმა ალბათ მაშინვე გარითმეს ბახმარო სახმაროსთან და არჩევნების შემდეგ, იმედია, ნახმაროსთანაც გარითმავენ.
სულ გავუზრდელდი, მაგრამ იმის ფონზე, რაც მე რაჭველებისგან მავანთმავანის გინება ვისმინე და ავითვისე, კიდევ არა მიშავს.
კინაღამ დამავიწყდა... ანაკლიაში სტუდენტებთან შეხვედრისას ჩოყლაყმა ერთი საინტერესო რამ თქვა. თავისთავად საინტერესო იყო,მაგრამ კიდევ ის იყო საინტერესო, რომ ამ სიტყვებში, ამჯერად, სიმართლის ნაწილიც იყო: „მისივე თქმით, მომავალ წელს საქართველოში ასობით უცხოელ პროფესორს მოიწვევენ და ასევე, ასობით ქართველ პროფესორს გააგზავნიან უცხოეთში სტაჟირებაზე, კვალიფიკაციის ასამაღლებლად“.
ესენი თუ ხელისუფლებაში დარჩებიან, ნამდვილად მოიწვევენ ასობით უცხოელ პროფესორს, მაგრამ შემდეგ აღმოჩნდება რომ ყველანი ჩინელები არიან და, ფარდობითობის თეორიას ვინ ჩივის, იეროგლიფებშიც კი მოიკოჭლებენ. ასევე, ასობით ქართველი პროფესორიც ნამდვილად გაემგზავრება საქართველოდან, ოღონდ კვალიფიკაციას ზოგი უიმედო ავადმყოფის მოვლაში აიმაღლებს, ზოგი – ფორთოხლის კრეფაში და ზოგიც კარტოფილის თხრაში.
ასობით ქართველი ჯარისკაცი იმყოფება საზღვარგარეთ, კვალიფიკაციას კი საქართველოში მყოფი სარიტუალო ოცეული იმაღლებს.
გასულ კვირაში ცნობილი გახდა, რომ „სექტემბერში საქართველოს თავდაცვის სამინისტრო შეიარაღებული ძალების ათას სამხედრო მოსამსახურეს ახალი ბინის გასაღებს გადასცემს“. აი, ყოჩაღ შაშკინი!!! ჯერ მისალმება არ გვქონდა დამთვრებული და, უკვე ასეთი წარმატება! თუმცა... რავი... ამ კაცმა სკოლები ციხეებად აქცია და ახლა როგორ იქნება, ყაზარმებსაც ციხეებად აქცევს თუ იმ ბინებს ოფიცრებს ისევე დაამადლის, როგორც ნაბიჭვარი დირექტორები ამადლიან ხოლმე ოროსან მოსწავლეებს კლასიდან კლასში გადაყვანას.
ისევ წარსულის გამოცდილებას ვიხსენებ და წარმომიდგენია, როგორ შეკრებს შაშკინი ბრიგადის მეთაურებს და როგორ დაემუქრება, თქვენ სისხლს დავლევო.
როგორც ყველა უსაქმური ენჯეოშნიკი, შაშკინიც ჩვეულებრივი ქათამია და, საკითხავიც არ არის, ვისი სისხლია დასალევი და ვისი დაილევა. ისე, თუ კარგად მოიქცევა, შეიძლება ერთ პანღურშიც გამოძვრეს.
გასულ კვირაშივე, როგორც ჩემი მეგობარი სააგენტო იუწყებოდა, „საქართველოს თავდაცვის მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა უცხოეთში აკრედიტებულ საქართველოს თავდაცვის ატაშეებთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა. შეხვედრას ესწრებოდნენ თავდაცვის მინისტრის მოადგილეები და სამინისტროს სამოქალაქო წარმომადგენლები“.
მოკლედ, სკლიფასოვსკი... მოკლედ, ამ შაშკინს უკვე მთელი მსოფლიო იცნობს, ყოველ შემთხვევაში – ატაშეები ადამიანის უფლებათა დარგში, კულტურისა და განათლების ატაშეები, სამხედრო ატაშეები... რაც კი დედამიწაზე ატაშეა, ყველა იცნობს შაშკინს და ყველანი ტაშს უკრავენ, ზანგებიც, რასაკვირველია. არმაგედონის ზანგი ტაშს არ უკრავს, რადგან შაშკინის მოლოდინში ხელებს იფშვნეტს. და განა მხოლოდ შაშკინის მოლოდინში! არმაგედონის ზანგმა ზაზა გაბუნია და რამდენიმე სტუდენტი შეიგულა.
„სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტებმა "ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის" კრწანისის მაჟორიტარობის კანდიდატის, ზაზა გაბუნიას მხარდამჭერი ორგანიზაცია „კრწანისი" დააარსეს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ პარტიის პრესსამსახურიდან აცნობეს. როგორც დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე „შავი ზღვის უნივერსიტეტის“ სტუდენტმა მარიამ მახარობლიძემ განაცხადა, ეს გადაწყვეტილება განაპირობა იმან, რომ ზაზა გაბუნია ერთადერთი პოლიტიკოსია, რომელსაც ახალგაზრდების დასაქმების ახალი სისტემა შემოაქვს“.
„შავი ზღვის უნივერსიტეტის“ სტუდენტებს ზაზა გაბუნიას მხარდამჭერი ორგანიზაციისთვის „აღა მაჰმად ხანი“ რომ დაერქმიათ, მათი მხრიდან ეს გულწრფელობის გამოვლინება იქნებოდა, მაგრამ ეტყობა პიარშიკებმა ურჩიეს, ამ ეტაპზე ეს არ ღირსო და მარიამ მახარობლიძემ გადაიფიქრა. საინტერესო კია, ვინ აძლევს ჰალსტუხიან ხვლიკებს პიარ–რჩევებს, ვინ ყავთ ასეთი გულშემატკივარი? ვინ და... მხოლოდ ის მახსოვს, რომ ლევან ვეფხვაძის თანა–მეცხედრე მთელი ეს წლები გია ბარამიძის თანა–მშრომლად მუშაობს სწორედ პიარ–დარგში. ანუ აქ შრომობს, იქ – ცხედარია.
მაგარია... ვეფხვაძე სააკაშვილს დასდევს, მოკვდი შენი დედაო, მისი მეუღლე კი, ასევე სააკაშვილს ასევე დასდევს, ოღონდ ჟანგბადის ბალიშით – დაურჩი დედაშენსაო.
გლიჯავენ წელს ზევით ქრისტიანები და წელს ქვევით დემოკრატები. მაგრამ ყველაზე მეტად ინგა გრიგოლია გლიჯავს. გასულ კვირაში კრება მოაწყო, მე ამირჩიეთო და მერე თუ აღარ დაგევასებით, ჩემი მხარდამჭერების ნახევარმა პეტიცია შეადგინოს და დეპუტატის მანდატს ცეცხლში მოვისვრიო. ჰა და – მართლა აირჩიეს, ჰა და – მართლა შედგა პეტიცია. რას მოიმოქმედებს ინგა? რას მოიმოქმედებს და, ეტყვის, დაახვიეთ აქედან, თქვენ ჩემთვის ხმა არ მოგიციათო. ორჯერ ორი ოთხია და ისიც ორჯერ ორი ოთხია, რომ ის კრება, რომელზეც მოგახსენეთ სულაც არ დარჩენილა მხიარული. ინგამ იმდენი და ისეთები იყვირა, რომ კრება დარჩა აღგზნებული.
თუმცა, რა ვქნა და, ინგა მაინც მიყვარს. ინგრიდ, შეეშვი მაგათ – ხვლიკი შენ არ ხარ და ჰალსტუხი შენ არ გიხდება. სხვა საქმეა გურამ პეტრიაშვილი.
„ლეიბორისტები“ ოპოზიციურ პარტიებს მოუწოდებენ, ახალი პარლამენტის პირველი სხდომა საქართველოს ლეგიტიმური პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას დროინდელმა უზენაესი საბჭოს წარმომადგენლებმა გახსნან. აღნიშნული ინიციატივა „ლეიბორისტული პარტიის“ საბურთალოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს, გურამ პეტრიაშვილს ეკუთვნის“.
ბაზარი არ არი... გურამ პეტრიაშვილმა გახსნას, გივი გუმბარიძემ გახსნას, თენგიზ კიტოვანმა გახსნას... მოლანდებებო, რიგში ჩადექით!!!
გუმბარიძე გახსნის, ძაგანია დახურავს და ეს ერთხელ კიდევ ამტკიცებს იმას, რომ ამ ქვეყანაში ჩათლახი და გოთვერანი არასოდეს დაილევა. ამის კიდევ ერთი მაგალითია ეს სათაური – „მამუკა კაციტაძეს „ამომრჩეველთა ლიგის“ კარდაკარის ბიუჯეტი და დამფინანსებლის ვინაობა აინტერესებს“.
მეც მაინტერესებს, მაგალითად, ვინ აფინანსებდა კაციტაძის ლაბორატორიულ ცდებს, როდესაც ბენზინს ვირის შარდში აზავებდა. არ გჯერათ? ცდების შედეგს გეტყვით – საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მეშვიდე კორპუსი. ცალკე შესასვლელი.
ბარემ აქვე გეტყვით, რომ მემარჯვენეების სიის პირველი ნომერი დავით გამყრელიძე იქნება. ნაცები ერთ დროს სულ იმას გაჰკიოდნენ, გამყრელიძეო, კახა თარგამაძეო, „ალდაგიო“... როცა მაგას გაჰყვიროდნენ, მაშინ ჩემი ხმა გამყრელიძეზე ალალი იყო, მაგრამ ახლა აღარ გაჰყვირიან. ეგ კი არა, მე რომ ეგ ამბავი გავიხსენო რუსთავი ორები და სხვა ეგეთი ნაბოზრები მაშინვე კრემლის აგენტის იარლიყს მომაწებებენ.
ამიტომ ეგეთ რამეებზე – სუ.
დათა ახალაიას აგენტმა, დავით ბაქრაძემ, „ნაციონალური მოძრაობის“ ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურორი როლანდ ახალაია წარადგინა.
ნამდვილ ამბავს გეტყვით: რამდენიმე წლის წინ როლანდ ახალაიას სამეგრელოს გუბერნატორობა შესთავაზეს. კიო – დათანხმდა – მაგრამ პროკურორიც მე უნდა ვიყოო.
მაშინ არ გამოვიდა ეგ საქმე, ახლა კი ნამდვილად ჰგონია, რომ შანსი აქვს, ზუგდიდის დეპუტატიც იყოს, სამეგრელოს პროკურორიც, სამეგრელოს გუბერნატორიც და ძმებ ახალაიების მამაც. ისე, თუ რომელიმეს დათმობას მოთხოვენ, დარწმუნებული ვარ მამობაზე იტყვის უარს და სწორადაც მოიქცევა. ეგეთების მამობაზე სამარცხვინო მხოლოდ ჩიჩოლინას დედობაა.
აი, ეგეთი ვინმე წარადგინა დავით ბაქრაძემ და იცით რა მგონია? არჩევნების შემდეგ დავით ბაქრაძე ქალთა სილამაზის სალონში დაიწყებს მუშაობას. რა თანამდებობაზე? რა თქმა უნდა – ქლიბად.
ოღონდ, ხელის თითების ამბავში კვალიფიკაცია არ ეყოფა და პირველ ეტაპზე ფეხებზე წავა.
ჰოდა, მერე იქნებ ნინა წკრიალაშვილსაც გაეხახუნოს
ჩოყლაყიადას ამბავში კი...
„კოპიტნარის აეროპორტიდან ყოველ დღე იფრენენ თვითმფრინავები ევროპაში. ჩვენ პირდაპირ უნდა დავუკავშირდეთ ევროპას“ – თქვა სააკაშვილმა და „ის, რომ ბიძინა ივანიშვილი წლების მანძილზე აფინანსებდა „ნაცმოძრაობას“, ამას თვითონ ოლიგარქიც აღიარებს, მაგრამ არც ერთხელ მას იმდენი ფული „ნაცმოძრაობისთვის“ არ გადაურიცხავს, რამდენიც გადარიცხა წელს“, - განაცხადა შატბერაშვილმა.
ორივე ჩოყლაყიადა იყო და ისე, სხვათა შორის, ვეფხვაძის ცოლისა არ იყოს, ის თუ იცით, სად მუშაობს სოსო შატბერაშვილის უმრწმესი ვაჟი?
მაგაშია საქმე
ე. (ეჰ...) ამასა ჰყვებოდა პაპაჩემი დოზია მეწისქვილე, ვისაც თავისი მხრით შაეტანა მცხეთაში ვარსქენის კუბო, რომელსაც მეფე ერეკლეც მოჰყვებოდა და ვახტანგ გორგასლანიც. ორივენი მოთქვამდნენ, რო საქმე ასე გამოვიდა: რო ვარსქენი რო არ მეეკლათ, იმიტო რო ის შახაბაზის დიშვილი იყოდა ასე ოხრული ცხოვრება გამოუვიდა.
(აკა მორჩილაძე, „როგორ მოკვდა ვარსქენ პიტიახში“)