ლევან ბეჟაშვილის ქონებრივი დეკლარაცია

ლევან ბეჟაშვილის ქონებრივი დეკლარაცია

კახეთის რეგიონში პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი და სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ყოფილი მთავარი აუდიტორი ლევან ბეჟაშვილი იუსტიციის მინისტრის ზურაბ ადეიშვილის უახლოესი გარემოცვის წევრია. მისი კარიერული აღმავლა და პრეზიდენტის კარზე დაწინაურება სწორედ ადეიშვილს უკავშირდება. როგორც "ნაციონალურ კულუარებში" ამბობენ, წინასაარჩევნოდ კახეთის რეგიონი სააკაშვილმა სწორედ ადეიშვილსა და ბეჟაშვილს ჩააბარა და მათი იმედი აქვს. კახელების თქმით კი - კახეთში ყველას და ყველაფერს (მათ შორის ბიზნესებს) სწორედ ზურაბ ადეიშვილი და ლევან ბეჟაშვილი აკონტროლებენ.

"პირWელი" ლევან ბეჟაშვილის ქონებრივ დეკლარაციას წარმოგიდგენთ:

2009-2011 წლებში სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ყოფილმა მთავარმა აუდიტორმა ლევან ბეჟაშვილმა აღნიშნულ პოსტზე ხელფასის სახით 240 590.76 ლარი აიღო.

როგორც "პირWელის" მიერ ბეჟაშვილის 2009, 2010 და 2011 წლების ფინანსური დეკლარაციის შედარებისას აღმოჩნდა, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ყოფილმა მთავარმა აუდიტორმა 2009 წელს აღნიშნულ პოსტზე ხელფასის სახით - 82 680 ლარი აიღო, 2010 წლის 1 იანვრიდან იმავე წლის 31 დეკემბრის ჩათვლით - 86 770 ლარი, 2011 წლის ანალოგიურ პერიოდში კი - 71 140.76 ლარი გამოიმუშავა.

ამასთან, დეკლარაციის ერთ-ერთ გრაფაში "თქვენი, თქვენი ოჯახის საკუთრებაში არსებული ნაღდი ფული, რომლის ოდენობა 4000 ლარს აღემატება", 2009 წლის შესაბამის გრაფაში 30 000 ლარია მითითებული, 2010 წელს - 25 000 ლარი, 2011 წელს კი - 15 000 ლარი.

რაც შეეხება საბანკო ანგარიშებს, დეკლარაციიდან ირკვევა, რომ ლევან ბეჟაშვილს 2009 წელს "თიბისი ბანკში" სახელფასო ანგარიში და ანაბარი ჰქონდა გახსნილი, რომელზეც შესაბამისად, ნაშთის სახით, (კრედიტი ან დებეტი) 5 582.19 ლარი და 1 006.0 GBP ერიცხებოდა. ასევე ბეჟაშვილს ანაბარი ~რესპუბლიკა ბანკში~ ჰქონდა გახსნილი, რომელზეც ნაშთის სახით, 6 000 ევრო ერიცხებოდა.

2010 წლის დეკლარაციის მიხედვით, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ყოფილ მთავარ აუდიტორს "თიბისი ბანკში" გახსნილ სახელფასო ანგარიშზე ნაშთის სახით, (დებეტი) 6 355.0 ლარი ერიცხებოდა. ამავე ბანკში გახსნილ ორ ანაბარზე კი, შესაბამისად, 1 106.0 GBP და 7 005 ევრო. ამავე დეკლარაციის თანახმად, "თიბისი ბანკში" ანაბარი ბეჟაშვილის მეუღლეს ესმა არღვლიანსაც ჰქონდა გახსნილი, რომელსაც 3 000 აშშ დოლარი ერიცხებოდა.

უკვე 2011 წლის დეკლარაციაში ლევან ბეჟაშვილს "თიბისი ბანკში" გახსნილ სახელფასო ანგარიშზე ნაშთის სახით, (დებეტი) 1 500.0 ლარი ერიცხებოდა. ამავე ბანკში გახსნილ ორ ანაბარზე კი, შესაბამისად, 1 500.0 GBP და 8000 ევრო. "თიბისი ბანკში" ანაბარი ბეჟაშვილის მეუღლესაც ჰქონდა გახსნილი, რომელსაც 5 000 აშშ დოლარი ერიცხებოდა.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ყოფილი მთავარი აუდიტორის უძრავ ქონებას რაც შეეხება, 2009 წლის ფინანსური დეკლარაციის თანახმად, ბეჟაშვილს თბილისში, ნუცუბიძის მე-2-მე-2-მე-4-#17-ში 95 კვ.მ ფართობის ბინა აქვს. გარდა ამისა, ბეჟაშვილს მიწის ნაკვეთები აქვს მცხეთაში, სოფელ ვეჯინში (600 კვ.მ); ბახმაროში (132 კვ.მ) და თბილისში, ვარკეთილის პირველ მიკრორაიონში (608 კვ.მ).

აღსანიშნავია, რომ 2010 წელს ბეჟაშვილების უძრავ ქონებას დეკლარაციის მიხედვით, არაფერი შემატებია. 2011 წლების დეკლარაციაში ლევან ბეჟაშვილს თბილისში, ნუცუბიძის მე-2-მე-2-მე-4-#17-ში 95 კვ.მ ფართობის ბინა, მიწის ნაკვეთები მცხეთაში, სოფელ ვეჯინში (600 კვ.მ); ბახმაროში (132 კვ.მ) და თბილისში, სამგორის რაიონში (610 კვ.მ) ფართობის მიწის ნაკვეთები აქვს მითითებული.

რაც შეეხება მოძრავ ქონებას, (თითოეულის ღირებულება 10 000 ლარს აღემატება, ფასიანი ქაღალდების, საბანკო ანგარიშების, ნაღდი ფულადი თანხის გარდა) როგორც 2009, ისე 2010 და 2011 წლების დეკლარაციებში შესაბამისი გრაფა ცარიელია.

ამასთან, დეკლარაციის მიხედვით, 2009-2011 წლების დეკლარაციების მიხედვით, ბეჟაშვილის ოჯახის არცერთი წევრი არც საქართველოში და არც მის ფარგლებს გარეთ სამეწარმეო საქმიანობას არ ეწეოდა.

აღსანიშნავია, რომ დეკლარაციის მიხედვით, არც ლევან ბეჟაშვილს და არც მისი ოჯახის სხვა წევრს 2009-2011 წლების განმავლობაში ფასიანი ქაღალდები არ გააჩნდა.

დეკლარაციას თუ ვენდობით, 2009-2011 წლების განმავლობაში სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ყოფილ მთავარ აუდიტორს 500 ლარზე მეტი ღირებულების საჩუქარი არ აუღიათ.

ასევე, დეკლარაციის ერთ-ერთი გრაფა - "თქვენი ან თქვენი ოჯახის წევრის ნებისმიერი შემოსავალი ან გასავალი, რომლის ოდენობა თითოეულ შემთხვევაში აღემატება 1500 ლარს და არ არის მითითებული ამ დეკლარაციის სხვა ფურცლებზე", როგორც 2009, ისე 2010 და 2011 წლების დეკლარაციებში ცარიელია.

ცნობისთვის, ლევან ბეჟაშვილის ოჯახი მეუღლის - ესმა არღვლიანის და შვილების - ალექსანდრე, ბაია და ლუკა ბეჟაშვილებისგან შედგება.