გლდანში, ორ მისამართზე გრუნტის დამჭერი კედელი ეწყობა

გლდანში, ორ მისამართზე გრუნტის დამჭერი კედელი ეწყობა

გლდანის რაიონში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება. მოსახლეობის უსაფრთხოების მიზნით, ორ მისამართზე გრუნტის დამჭერი კედელი ეწყობა.

სამუშაოები  ზაჰესში, თავისუფლების N11-ის და ანდრონიკაშვილის N145-ის მიმდებარედ არსებულ სპორტულ მოედნებთან მიმდინარეობს. შედეგად, აღნიშნული კედელი სპორტულ მოედნებს გრუნტის ჩამოშლისგან დაიცავს. 

პროექტის ფარგლებში, თავისუფლების N11-ის მიმდებარედ 45 გრძივი მეტრის, ანდრონიკაშვილის N145-ის მიმდებარედ კი, 22 გრძივი მეტრის რკინა-ბეტონის კედელი აშენდება.  

სამუშაოები, რომელსაც ტენდერში გამარჯვებული კომპანია ახორციელებს, სექტემბერში დასრულდება.

მიმდინარე სამუშაოებს გლდანის რაიონის გამგებელი ბექა მიქაუტაძე, საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ შალვა ოგბაიძესთან  ერთად, ადგილზე გაეცნო.