„წვეთ წყალზე დაკვირვებით – ნათქვამი იყო სტატიაში – ლოგიკურად მოაზროვნე გონება იოლად დაასკვნის ატლანტის ოკეანისა და ნიაგარას არსებობას, თუნდაც წინასწარ არაფერი იცოდეს ერთის ან მეორის არსებობაზე. მთელი ცხოვრება ერთი დიდი ჯაჭვია, რომლის ბუნებას იოლად შევიცნობთ მისი ერთი რგოლის მიხედვით. მსგავსად ყველა სხვა ხელოვნებისა, დასკვნებისა და ანალიზის მეცნიერება შეგვიძლია ავითვისოთ მხოლოდ ხანგრძლივი და შეუპოვარი მეცადინეობის შედეგად, ხოლო ცხოვრება მეტისმეტად ხანმოკლეა, რომ ადამიანმა შესაძლებელი სრულყოფილების თუნდაც საზღვარს მიაღწიოს. ამიტომ მკვლევარმა უფრო ელემენტარული პრობლემიდან უნდა დაიწყოს. დე, ისწავლოს პირველი შეხედვითვე ადამიანის წარსულის, მისი ხელობის და პროფესიის გამოცნობა. რა ბავშვურიც არ უნდა გვეჩვენოს ასეთი ვარჯიში, იგი აღრმავებს დამკვირვებლობას და გვასავლის, როგორ უნდა შვხვდეთ, რას უნდა მივაქციოთ ყურადღება...
(არტურ კონან დოილი, „შერლოკ ჰოლმსის თავგადასავალი“)
„გქონდეს შენი ვერსია“ – ჩაიბურტყუნა ჰოლმსმა და „ვერსიის“ ბოლო ნომერი ფრთხილად დადო მაგიდაზე. ჩვეულებრივი ლონდონური საღამო იყო, არავის ველოდებოდით, რომელიღაც არხი სიმფონიური მუსიკის კონცერტს გადმოსცემდა. ასეთ დროს ჰოლმსს ტელეეკრანს ვერ მოწყვეტით, ახლა კი უგულოდ ატრიალებდა ხელში პულტს და აშკარად რაღაცაზე იყო გაფაციცებული. კარგად ვიცნობდი ჩემი მეგობრის ხასიათს და ვიცოდი, რომ თუ არ შევაწუხებდი, მალე თვითონ წამოიწყებდა საუბარს. ასეც მოხდა.
– საქართველოს შესახებ თუ გსმენიათ რამე, უოტსონ? – მკითხა და ჩიბუხის გატენვას მიჰყო ხელი.
– ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკას გულისხმობთ, ჰოლმს? რა თქმა უნდა, გამიგია. სტალინი, შევარდნაძე, ქინქლაძე...
ჰოლმსმა ჩიბუხს მოუკიდა, ბოლი გამოუშვა და ჩაიღიმა:
– რაღა დროს ეგენია, მეგობარო? ოცდამეერთე საუკუნეში მაგათი ადგილი აღარ დარჩა, ისტორიის ცოდნას მოგიწონებთ, მაგრამ მთავარი მაინც დღევანდელობაა. ამ ქვეყანაში საინტერესო პროცესები მიმდინარეობს. სქოთლენდ იარდმა ჯერ ლესტრეიდს და გრეგსონს (თქვენ მათ კარგად იცნობთ) დაავალა სიტუაციის ანალიზი და მოვლენათა განვითარების შესაძლო ვარიანტების განსაზღვრა, თუმცა ბოლოს მაინც ჩემთან მოვიდნენ. უკვე ერთი კვირაა „ინტერპრესნიუსის“ მასალებს ვეცნობი და მინდა გითხრათ, რომ ეს ყველაფერი ერთობ საინტერესოა.
– სქოთლენდ იარდმა? რა შუაშია სქოთლენდ იარდი? ალბათ, ფორინ ოფისი უნდა გეთქვათ...
– თავიდან მეც გამიკვირდა, მაგრამ შემდეგ, როდესაც გასული კვირის ნიუსებს გადავხედე, მივხვდი, რომ ფორინ ოფისს ხელი აქვს ჩაქნეული. უოტსონ, საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ახლოვდება, რაც იმას ნიშნავს, რომ ლონდონში ქართული ემიგრაციის ახალი ტალღაა მოსალოდნელი. ყველა ძაღლი და ღორი ლონდონში გამორბის და არც ახლა იქნება გამონაკლისი. საქართველო არის პოლიციური სახელმწიფო, სადაც ელიტარულ კორუფციას ფესვები ღრმად აქვს გამდგარი. სწორედ ამიტომ ვუწოდე სავარაუდო ემიგრანტებს „ძაღლები და ღორები“. თან, გასულ კვირაში ისეთი ამბავი გავიგე...
რაღაც ხომ უნდა ჩამეკვეხებინა? ამიტომ, ჰოლმსს ვუთხარი, რომ მთავარი გაგებაა, მაგრამ ჩემმა მეგობარმა ხელი დაუდევრად აიქნია:
– გაგება, რა თქმა უნდა, მთავარია, მაგრამ თუ დასკვნა ვერ გამოიტანე, ბექარა ჯეირანაშვილის თქმისა არ იყოს, მაგ გაგებას მარილი უქენი და ჯანში გაიკეთე. დედუქცია და დასკვნა – აი, რა არის უმთავრესი, ძვირფასო ექიმო. სხვათა შორის, საინტერესოა, რომ ქართველები საკმაოდ კარგად ფლობენ დედუქციის მეთოდს და ამასთან დაკავშირებით, თუ გნებავთ, ერთ ძველ ანეკდოტსაც გეტყვით.
სავარძელში მოხერხებულად მოვკალათდი და ჰოლმსს ვუთხარი, რომ მთელი ყურადღებით ვუსმენდი.
– აღმოსავლეთ საქართველოში არის ასეთი რეგიონი – კახეთი. კახელები მძიმე, მშრომელი ხალხია, გამოირჩევიან იუმორით. ანეკდოტის კახელ გმირს მიხოს უწოდებენ. მოკლედ, პატარა მიხო სკოლიდან დაბრუნდა და სამი ორიანი მოიტანა. მამა ეკითხება – რაში და როგორო. მიხომ მოუყვა, მაგრამ ფიზკულტურაში და მათემატიკაში მიღებული ორიანები ჩვენთვის არც ისე საინტერესოა, აი ქართული გრამატიკის ამბავში კი... მასწავლებელს ერთი მოსწავლე გამოუძახია – რთული წინადადება შეადგინეო. შეუდგენია: „დედაჩემი სახლში გვიან მთვრალი ბრუნდება და მამაჩემს უშვერი სიტყვებით აგინებს“. ახლა, მასწავლებელს მიხო გამოუძახია – წინადადება გაარჩიეო. მიხოს უთქვამს, მაგას რა გარჩევა უნდა, ბოზი ყოფილაო.
– კახელი შერლოკ ჰოლმსი ეგა ყოფილა და ქუდიც მაგას ხურებია. საღოლ მითქვამს... – გამეცინა მე, მაგრამ ჰოლმსმა ყურადღება არ მომაქცია.
– მთელი გასული კვირის განმავლობაში ხელისუფლებისადმი კრიტიკულად განწყობილ ჟურნალისტებს ვიღაც ოფლიანი მუტრუკები დასდევდენენ, ხელში პროსამთავრობო ტელევიზიის მიკროფონები ეკავათ და მუშაობაში ხელს უშლიდნენ. რაღაც სიბრიყვეებს ეკითხებოდნენ. ერთმა, ასეთი კითხვაც კი დაუსვა – დედუქციის მეთოდი რა არისო. წარმოგიდგენიათ, მაგ ნაბიჭვრების სამასხარაო გავხდი!..
ასეთი გაცეცხლებული ჰოლმსი ჯერ არ მენახა. ვინ ნაბიჭვრების–მეთქი – დავინტერესდი.
– ქართველები თავიანთ პრეზიდენტს ჩოყლაყს უწოდებენ, პარლამენტის თავმჯდომარეს – ქლიბს. ერთი დეპუტატია, ძვირფას ღვინოებს კანალიზაციაში უშვებს, მეორე დეპუტატი სექსუალური მანიაკია და მთელ დროს არასრულწლოვან მოდელებთან და ვენეროლოგებთან ატარებს, განათლების ყოფილი მინისტრი (ახლა თავდაცვის მინისტრად გადაიყვანეს) სკოლის დირექტორების სისხლს სვამს, მოადგილედ კი კოკა–კოლა ჰყავს (სეფერთელაძეო თუ რაღაც ეგეთი გვარი აქვს), შინაგან საქმეთა მინისტრი ნამდვილი კაცისმკვლელია და არც სასჯელაღსრულების მინისტრია უკეთესი... ახლა ის ძალად ჟურნალიტები?! დედუქციის მეთოდი რა არისო... სწორედ მაგ დედუქციის მეთოდით დავასკვენი, რომ ისინი ჟურნალისტები კი არა, ბოზიშვილები არიან.
– ყველაფერს შავად ღებავთ, ჩემო მეგობარო...
– ეგ „როლინგ სთოუნზის“ სიმღერაა, უოტსონ და სანამ თქვენ გუშინ მაგათ იუბილეზე ბრძანდებოდით, ვიჯექი და საქართველოს ამბებს ვეცნობოდი. ახლა ყველაფერს მოვყვები, „ინტერპრესნიუსის“ ციტირებასაც მოვახდენ. შესაძლოა, მოყოლის მანერა და სტილი ცოტა უჩვეულოდ მოგეჩვენოთ, მაგრამ როდესაც საქართველოზე ვფიქრობ, რატომღაც ისეთი განცდა მეუფლება, რომ პურის რიგში უნდა მოვკვდე... თქვენ არ შემაწყვეტინოთ და კითხვებზე – ვინ, რა, სად და როდის – შემდეგ გიპასუხებთ.
სიგარეტს მოვუკიდე. მივხვდი, რომ რაღაც განსაკუთრებულთან გვქონდა საქმე. ფორთოხლის ხუთი კურკის ცნობილი ისტორიის შემდეგ ასეთი წინათაგრძნობა აღარ მქონია. ჰოლმსმა დაიწყო და მთელი 38 წუთის განმავლობაში არ გაჩერებულა. მის მონაყოლს უცვლელად გთავაზობთ და სტილიც დაცულია:
„გასულ კვირაში მორიგი გამოკითხვა ჩაატარა ენდიაი–დ წოდებულმა ყალთაბანდების ჯგუფმა და მაგათ თუ დავუჯერებთ, გამოკითხულთა 43 პროცენტი ფიქრობს, რომ საქართველოში დემოკრატია არ არის. ძალიან გთხოვთ, ყურადღებით დააკვირდეთ ამ ციფრს, ჩემო მეგობარო. ეს ციფრი იმას გვეუბნება, რომ 57 პროცენტი აყვავებულ დემოკრატია შეჰხარის, რაც იმას ნიშნავს რომ, თუ ენდიაი–ს დავუჯერებთ, საქართველოში მოსახლეობის ნახევარზე მეტი, უბრალოდ, სულელია.
კითხვაზე – მხარს დაუჭერთ თუ არა საკონსტიტუციო ცვლილებას, რომელიც აკრძალავს ქორწინებას ერთი სქესის ადამიანებს შორის, გამოკითხულთა თითქმის აბსოლიტური უმრავლესობა, თითქმის 89% დადებით პასუხს სცემს, მხოლოდ 6%-ს აქვს უარყოფითი პასუხი, ხოლო 4%-ს კითხვაზე პასუხი არ აქვს. შესანიშნავი შედეგია, მეგობარო, და სიმართლესთან ახლოს არის, მაგრამ ამერიკის ამ ეროვნულ–დემოკრატიულ კანტორას ერთი მეთოდი აქვს. რაღაცაზე ამბობს სიმართლეს და როცა ამბობს ტყუილს, იმ სიმართლეს იშველიებს – ის თუ გჯერა, ესეც დაიჯერეო.
კითხვაზე - „რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი ეროვნული საკითხები“ - ასეთად სამუშაო ადგილები დაასახელა გამოკითხულთა 58%-მა, ტერიტორიული მთლიანობა – 33%-მა, ხელმისაწვდომი ჯანდაცვა – 33%-მა, სიღარიბე – 27%-მა, პენსიები – 21%-მა, ფასების ზრდა-ინფლაცია – 19%-მა, სამართლიანი არჩევნები – 16%-მა, ხელფასები – 15%-მა, განათლება – 11%-მა.
ანუ 42% დასაქმებულია, 67%–სთვის ჯანდაცვა არის ხელმისაწვდომი, 73% თავს ღარიბად არ თვლის და აბსოლუტურ უმრავლესობას სულ ერთ ადგილზე ახატია ინფლაცია, პენსიები, ხელფასები, განათლება და, რაც მთავარია – ტერიტორიული მთლიანობა და სამართლიანი არჩევნები.
ჩემი ნება რომ იყოს, უოტსონ, იმ ლუის ნავაროს თუ ვიღაც ოხერს, არმაგედონის ზანგთან შევაგდებდი კამერაში და სწორედ იმ ერთ კამერაში დავუშვებდი ერთსქესიან ქორწინებას.
– დიდებული აზრია, ჰოლმს...
– ეგ კიდევ არაფერი. კითხვაზე – „მხარს უჭერთ თუ არა სააკაშვილის პრემიერ-მინისტრად დანიშვნას?“ - დადებითი პასუხი - 33%-მა გასცა, სააკაშვილის პრემიერ-მინისტრად დანიშვნას მხარს არ უჭერს - 36%, არ იცის - 27%-მა, ხოლო პასუხზე უარი განაცხადა - 3%-მა... ანუ, ერთხელაც იქნება, ისე გამოიყვანენ, თითქოს ქართველების 64 პროცენტი ჩოყლაყის პრემიერობაზე ოცნებობს. აი... ჩემი ნება რომ იყოს, ლუის ნავაროსთან და არმაგედონის ზანგთან ერთად კამერაში დარდაკას, ხარჩოს, დარჩოს და რუდოლფ ვალენტინოვიჩს დავამწყვდევდი და იმ კამერაში ერთსქესიან ქორწინებასთან ერთად პოლიგამიასაც დავაკანონებდი.
– ჰოლმს...
– თქვენ იმის თქმა გსურთ, რომ მკაცრი, მაგრამ სამართლიანი ვარ? ვიცი, თუმცა გასულ კვირაში სხვა რაღაცეებიც ხდებოდა და მათ გარეშე ჩემი მონათხრობი ნამდვილად არასრული იქნება. მთავარი, რა თქმა უნდა, გორის (სტალინის მშობლიური ქალაქია) ამბები იყო. იყო გაწევ–გამოწევა და პროვოკაციები. კახა კალაძე ხომ გაგიგიათ? ჩოყლაყის ზონდერებმა კალაძეს უკადრებელი აკადრეს, კალაძემ თავი ვერ შეიკავა და ზონდერებს მათ დედებთან სქესობრივი კავშირის დამყარებას დაპირდა, მაგრამ სიტუაციის მთელი პიკანტურობა იმაში მდგომარეობს, რომ, ჯერ ერთი, დედით ცნობილ ზონდერებს ეს ხშირად ესმით და მიჩვეულები არიან და მეორეც – მათი დედები, ალბათ, ახლაც სხედან და მოუთმენლად ელიან, როდის აასრულებს კალაძე დანაპირებს.
– უცნაური ხალხია...
– ხალხია არა, ის კიდევ... მისის ჰადსონს რომ არ ესმოდეს, ვიტყოდი. ყველაზე საინტერესო ის არის, რომ ერთი მხრივ ზონდერებს უსევენ, მეორე მხრივ კი ძაან კორექტული დაიჭირეს – აქაოდა, დემოკრატები ვართ და პოლიტიკურ მოწინააღმდეგეებთან ბრძოლას პოლიტიკური ხერხებით და კორექტული ლექსიკით ვაწარმოებთო. ნიუსების სათაურებს გეტყვით: „ვანო მერაბიშვილი - მე არ გავაკრიტიკებ ოპონენტებს, თუ მათ საარჩევნო პროგრამაში იქნება რაიმე, ჩვენი პროგრამიდან განმეორებული“; ვანო მერაბიშვილი - მე კვლავ ვიქნები მენეჯერი და პოლიტიკური ფიგურა ჩემს მეგობრებთან ერთად; „ვანო მერაბიშვილი - ბიძინა ივანიშვილს, როგორც პოლიტიკოსს, არ ვიცნობ“; „ვანო მერაბიშვილი თბილისის გარეუბნების მოსახლეობას შეხვდა“; „აკაკი მინაშვილი - როცა ადამიანებს დემოკრატიაზე აზრის თავისუფლად გამოხატვის საშუალება აქვთ, ესეც დემოკრატიის ნიშანია“...
– ერთი წუთით, ჰოლმს... ეს მინაშვილი რაღაც მეცნობა...
– მაგას ვინ არ იცნობს, უოტსონ. ეს ის მინაშვილია, სიდედრი რომ...
და გამახსენდა – სქელ–სქელი ქალები მუშტებს იქნევენ, ყვირიან „მიშა, მიშა“–ს, იწყევლებიან, ილანძღებიან... ჰოლმსი კი, აგრძელებდა:
– „ვანო მერაბიშვილი მთავრობის წევრებთან ერთად ნატახტარში იმერლიშვილების ოჯახს ესტუმრა“, „მიხეილ სააკაშვილი - ევროპა ჩვენთვის პრაგმატული არჩევანი არ არის“, „პავლე კუბლაშვილი კარალეთის ინციდენტზე პასუხისმგებლობას კახი კალაძესა და „მის ზონდერებს“ აკისრებს“, „გიორგი გაბაშვილი - „ნაციონალური მოძრაობა“ მაჟორიტარული ოლქების აბსოლუტურ უმრავლესობაში წარმატებას მიაღწევს მიხეილ სააკაშვილი - ვარდების რევოლუციის ბრენდია: „ყველაფერი ხალხისთვის“ მიხეილ სააკაშვილმა ქობულეთში ნაპირსამაგრი სამუშაოები დაათვალიერა მიხეილ მაჭავარიანი - მომავალ პარლამენტში ვიქნებით ჩვენ, „ქართული ოცნება“ და ქდმ „ნაციონალური მოძრაობა“ წინასაარჩევნოდ ქცევის წესების შესახებ დეკლარაციას ავრცელებს“...
– საკმარისია, ჰოლმს, ყველაფერი გავიგე, მაგრამ იქნებ ამიხსნათ, ვინ ვინ არის?
– თქვენ ალბათ უნდა გეთქვათ – ვინ რას წარმოადგენს. გეტყვით... ზოგი ქინძია და ზოგიც – კვერცხი. იქ კიდევ არის ერთი ბასიშვილი...
– ბოზიშვილი ხომ არ უნდა გეთქვათ?
– გვარად არის ბასიშვილი. მის შესახებ ბევრი არაფერი ცნობილი. ცნობილია, რომ პარლამენტის წევრია და წესით კანონებს უნდა წერდეს, მაგრამ ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით, წერა–კითხვასთან მწყრალად არის.
– კვერცხი ყოფილა – დავასკვენი მე.
– ნუ გააკეთებთ ნაჩქარევ დასკვნებს. იქნება და, ქინძია? ეს ჯერ არავინ იცის. ერთადერთი, რაც ზუსტად არის ცნობილი, არის ის, რომ პარლამენტის თავმჯდომარე ქლიბია და ვანო მერაბიშვილი, სადაც დაიჭერს, იქ ეკაიფება – ჰოლმსმა მკლავი დაიკაპიწა და დაგლეჯილი ვენები მაჩვენა – ამ კაიფში არ აგერიოთ.
– ყველაფერს შავად ღებავთ, ჰოლმს, ნუთუ ყველაფერი მართლა ასე შავად არის? არც სამოქალაქო საზოგადოება, არც მედია, არც ოპოზიცია...
– სამოქალაქო საზოგადოება გრანტების მიღება–ათვისებით არის დაკავებული, მედია დატერორებულია (სიხშირეებს ართმევენ, ანტენებს უყადაღებენ), ოპოზიცია არსებობს, მაგრამ არის ოპოზიცია და არის ე.წ. ოპოზიცია.
– ე.წ. ოპოზიცია რა პონტია, ჰოლმს?
– როგორც ვხედავ, ჩემი არ იყოს, თქვენც ქართულ ტყავში ჩაძვერით, ჩემო მეგობარო. არ გირჩევთ. რაცშეეხება ე.წ. ოპოზიციას, არის გიორგი თარგამაძე – მეტსახელად „ჰალსტუხიანი ხვლიკი“; ბაჩუკი ქარდავა, მეტსახელად – „მოჯადოებული პრინცი“; გურამ ჩახვაძე, მეტსახელად – „სუნიანი ჯო“; თემურ შაშიაშვილი – „ნიულავიმი ჯო“ და ა.შ.
– და, მათ რა სურთ, ჰოლმს?
– მათ სურთ იგივე, რაც ხელისუფლებას, ანუ – ბებიაჩემის მოსაქმებული. სხვათა შორის, გასულ კვირაში გამოცხადდა, რომ დასაქმების სამინისტროში, რომლის შექმნის შესახებაც მანამდე გამოცხადდა, სამი დეპარტამენტი შეიქმნება – უმუშევართა აღრიცხვისა და კოორდინაციის დეპარტამენტი, საერთაშორისო ურთიერთობის დეპარტამენტი და სახელმწიფო ორგანოებთან და ბიზნესსექტორთან ურთიერთობის დეპარტამენტი.
– ხალხს აბოლებენ – დასკვნების გამოტანის ხასიათზე დავდექი.
– ბრავო, უოტსონ! როგორც ვხედავ, საქართველოს შიდაპოლიტიკურ სიტუაციაში უკვე კარგად ერკვევით. იმაზე რას იტყვით, ქართველი ლეიბორისტების მტკიცებით, ხელისუფლება ტყეების გაყიდვას აპირებს?
– რას ვიტყვი და, ხელისუფლება მართლაც აპირებს ტყეების გაყიდვას, ლეიბორისტებს კი ის აწუხებთ, რომ თვითონ არ არიან ხელისუფლებაში და თვითონ არ ყიდიან ტყეებს.
– ერთხელ კიდევ ბრავო, ჩემო მეგობარო!!! აბა, ახლა გიგა ნასარიძეზე...
– ეგ ვიღა ჩემი... – ოთახში თავი შემოყო ლესტრეიდმა.
– ინსპექტორს ვახლავარ – ჰოლმსმა მისალმების ნიშნად ხელი აწია – სწორედ კარგ დროს მოხვედით – გიგა ნასარიძე საქართველოს ხელისუფლების სახეა: უზრდელი, თავხედი, უვიცი... მწერლობას იბრალებს, მის კალამს ეკუთვნის ერთადერთი მოთხრობა და ისიც, ვირტუალური ანანიზმის პრობლემებს ეხება.
ჰოლმსმა „ინტერპრესნიუსი“ გახსნა და ხმამაღლა წაგვიკითხა: „გიგა ნასარიძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭო დატოვა. ამის შესახებ ინფორმაცია ნასარიძემ სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“, საკუთარ გვერდზე გაავრცელა.
"ბატონებო და ქალბატონებო, ვისაც ძალიან გადარდებდათ ჩემი სამეურვეო საბჭოს წევრობა, შეგიძლიათ შვებით ამოისუნთქოთ. მე გადავწყვიტე, რომ დავტოვო საბჭო და ამის შესახებ ვაცნობე სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარეს. მალე ეს ყველაფერი ოფიციალურად გაფორმდება და რადგან მე ღიად განცხადებული პოლიტიკური მიზნებიც მაქვს ყველაფერი თავის ადგილას დადგება, სამეურვეო საბჭოს და მთლიანად საზოგადოებრივ მაუწყებელს ვუსურვებ წარმატებებს საქმიანობაში“, - წერს ნასარიძე საკუთარ გვერდზე. არსებული ინფორმაციით, გიგა ნასარიძე შესაძლოა, „ნაციონალური მოძრაობის" საარჩევნო სიის ერთ-ერთი ახალი სახე იყოს. თუმცა ამ ინფორმაციას საპარლამენტო უმრავლესობაში აქამდე არავინ ადასტურებდა“.
– რა უბედური ქვეყანა ყოფილა, ჰოლმს... რა უბედური ხალხი...
– ჯერ სად ხართ, უოტსონ, ჯერ სად ხართ... მალე ტყიბულს საკუთარი გერბი ექნება, ორი კვერცხის და ერთი ქლიბის გამოსახვას აპირებენ – ძმები კუბლაშვილები და დავით ბაქრაძე...
– გასაგებია, ჰოლმს, მაგრამ ამ ყველაფრიდან რა დასკვნის გამოტანა შეიძლება?
– დასკვნა ერთია – „ნაციონალური მოძრაობა“ ისტორიის სანაგვეზე, სააკაშვილი და მისი ბანდა – ციხეში.
– ეს დასკვნაა თუ ოცნება.
– ეს არის ევროპული დასკვნა და ქართული ოცნება. ახლა კი, მოდით „როლინგებს“ მოვუსმინოთ, მერე კი ფეხბურთით დავტკბეთ. ქართველებმა თვითონ მიხედონ საკუთარ თავს. მთავარი დასკვნაც ეს არის.
ლესტრეიდი სავარძელში იჯდა და ხვრინავდა. ჩვეულებრივი ლონდონური საღამო იყო, უკვე ღამეც. საქართველოში, ალბათ, უკვე თენდებოდა...
ე.რ. (ეგრეა, რა...) ...დამარცხებას რომ მოვახერხებდე და იმ არამზადებისგან საზოგადოებას დავიხსნიდე, ეს იქნებოდა ძიების დარგში ჩემი მოღვაწეობის გვირგვინი, ჩემს კარიერას დასრულებულად ჩავთვლიდი და ხელს უფრო მშვიდ საქმიანობას მოვკიდებდი.
(არტურ კონან დოილი, „შერლოკ ჰოლმსის თავგადასავალი“)