13 ივლისის რუსთავის საკრებულომ სხვადასხვა შემოსავლებიდან მიღებული „ჭარბი თანხების“ ნაწილი თავის თავს, ანუ საკრებულოს აპარატს ჩაურიცხა.
„32 800 ლარი ჩაერიცხა საკრებულოს აპარატს. ალბათ, სჭირდებოდათ. რაში არ ვიცი? მათ კითხეთ“, - გვირჩია რუსთავის საკრებულოს ფრაქცია „ქრისტიან–დემოკრატების“ თავმჯდომარემ, ალექსანდრე ახვლედიანმა. მიუხედავად იმისა, რომ ახვლედიანმა საკითხს მხარი დაუჭირა, მან არ იცის რაში გადეცა საკრებულოს ეს თანხა.
„წინა საკრებულოზე ივნისში საკრებულოს აპარატს 31 000 ლარი გადაეცა. მე მაშინ ვთქვი, რომ უნდა იყოს გაწერილი რაში სჭირდბათ ეს თანხა, სხვა რა ვქნა. აქ, ჩემი ხმა არის უდაბნოსა შინა მღაღადებლის“ - გვიხსნის ახლვლედიანი.
წინა თვის საკრებულოს სხდომაზე 29 ივნისს რუსთავის საკრებულოს აპარატს მართლაც, გადაეცა 31 000 ლარი. გამოდის, რომ 14 დღეში რუსთავის საკრებულოს 63 800 ლარი გადაერიცხა. კითხვაზე რაში მიიღო საკრებულოს აპარატმა, დროის ასეთ მცირე მონაკვეთში ეს თანხა, საკრებულოს თავჯდომარის მოადგილე, კახა ბარათაშვილი გვპასუხობს:
„ამ თანხას რაში გამოიყენებს საკრებულოს აპარატი გადაწყვეტს. ის, რომ ეს თანხები იყოს კონრეტულად გაწერილი, რაში რა დაიხარჯება - ამისი საჭიროებას მე ვერ ვხედავ“, - გვიხსნის ბარათაშვილი.
მისი თქმით, საკრებულოს აპარატმა „ახალა არა“, მაგრამ ახლო წასრულში გამოცვალა შენობის კარ-ფანჯრები და ჩაატარა სხვა ინფრასტრუქტურული სამუშაოები. ბარათაშვილი ფიქრობს, თანხა ამჯერადაც ინფრასტრუქტურულ ღონიძიებებს მოხმარდება.
ის, რომ ბარათაშვილი ჩვენი ბიუროკრატიული საკითხების არ ცოდნით სარგებლობს, საკრებულოს სხვა წევრის ქმედებითაც ჩანს.
სწორედ, იმის გამო, რომ თანხების სხვადასხვა სამსახურებისთვის გადაცემა კონკრეტულად არ იყო გაწერილი, ივნისის საკრებულოს სხდომაზე საყვედური საფინანსო - საბიუჯეტო საკითხთა კომისის თავჯდომარემ, მალხაზ ვეფხვაძისგან მოვისმინეთ. ვეფხვაძე ითხოვდა კონკრეტულად გაეწერათ რაში ურიცხავდნენ სხვასხვა სამსახურებს, თუ საკრებულოს აპარატს თანხას.
წინსასაარჩევნოდ საკუთარ თავს რუსთავის მსგავსად თანხა ახალციხის საკრებულომაც გადაურიცხა. ადგილობრივი გაზეთის „სამხრეთის კარიბჭე“ 3 ივლისს ახალციხის საკრებულოს მიერ საკუთარი თავისთვის ჩარიცხულ 12 000 ლარზე წერდა. ჩვენგან განსხვავებით „სამხრეთის კარიბჭე“-ს პირდაპირ უთხრეს, რომ თანხა „დეპუტატების ხელფასებისთვის“ სჭირდებათ.