მსხვილ ბიზნესს უმსხვილეს დავალიანებაზე პასუხსაც არ სთხოვენ

მსხვილ ბიზნესს უმსხვილეს დავალიანებაზე პასუხსაც არ სთხოვენ

მსხვილ ბიზნესმებეს ბიუჯეტი წინაშე უზარმაზარი დავალიანება აქვთ, თუმცა მრისხანე ჯაბა ებანოიძე მათ ბუზსაც ვერ აუფრენს. მიზეზი მარტივია - ისინი კიდევ უფრი მსხვილებთან არიან შეკრულნი, რომლებიც ხელისუფლებაში ნებივრობენ და მათთან ერთად იყოფენ მოსახლეობიდან სხვადასხვა მეთოდებით ამოქაჩულ ფულს.

ქართული კომპანიების საგადასახადო დავალიანების შესახებ ინფორმაცია საიდუმლოებას აღარ წარმოადგენს. შესაბამისი ცვლილება საგადასახადო კოდექსში 26 ივნისს შევიდა, რომელიც ნებისმიერ დაინტერესებულ პირს ნებისმიერი კომპანიის საბიუჯეტო დავალიანების არსებობის შესახებ ინფორმაციის მოძიების შესაძლებლობას აძლევს.

შემოსავლების სამსახურის ოფიციალურ ვებ-გვერდზე დავალიანების მქონე პირთა და კომპანიათა ჩამონათვალი უკვე გამოაქვეყნა. ნუსხაში მცირე შპს-ების გვერდით ცნობილი მსხვილი კომპანიების მოძიებას შეიძლება. ნუსხაში არსებულ კომპანიათა რაოდენობა 216 ათას აჭარბებს.

დავალიანების მქონე კომპანიებს შორის ფიგურირებს სს „აზოტი”, რომელსაც ბიუჯეტის მიმართ 32 მლნ ლარზე მეტი დავალიანება ერიცხება, სს „ყაზბეგი” - 117 941, შპს „ყაზბეგის სადისტრიბუციო კომპანია” - 2,485 მლნ ლარზე მეტი, „ქართული შაქარი” - 26,335 მლნ ლარი, საამშენებლო ამხანაგობა “შტრაბაგ ინტერნეიშენალი”, “ჰაილიტ ვიორნერი”, “კავკასუს როუდ პროჯექტი” - 2,560 მლნ ლარი, შპს „ცენტრ პოინტი ინვესტი“ - 68 150 ლარი, „ქართული ბიზნესის აღორძინების საერთაშორისო ფონდი” - 7 მლნ ლარამდე, „ქართული შალი” - 243 644 ლარი, „ქართული პროდუქტი“ - 4,507 მლნ ლარი, „ევრენსელ ჯორჯია” - 20,564 მლნ ლარი, „ჯეობილდი” - 1,048 მლნ ლარი, „ჯეორჯიან ინჟინერინგ ექსპერტი ჯეენექსი” - 3,357 მლნ ლარი, შპს „ზარაფხანა დეველოპმენტი” - 1,923 მლნ ლარი, „კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯია” - 19,445 და სხვა.

ეს კომპანიები საკმაოდ მსხვილი ბიზნესს წარმოადგენენ. საქართველოში მსხვილი ბიზნესი ბაზრის ნებისმიერი სეგმენტის 85%-ს აკონტროლებს. ხელისუფლება, როგორც წესი, მას მფარველობს, რადგან ბობოლა მოხელეები თითქმის ყველა მათგანში ფარულ წილებს ფლობენ. სწორედ ამიტომ ამ კომპანიებს ყველაფერი ეპატიებათ - ბაზრის მონოპოლიზებაც და მილიონობით საბიუჯეტო დავალიანება.

მცირე და საშუალო ბიზნესს კი სალარო აპარატის ქვითრის გამოუწელობისთვის ათასობით ლარით აჯარიმებენ, უმცირესი საგადასახადო დავალიებისთვის ანგარიშზე ინკასოს ადებენ ან პირდაპირ უყადაღებენ. მსხვილები ამ მხრივაც გალაღებულნი არიან. მათ ანგარიშებს არაფერი ემუქრება, არც ერთი მსხვილი კომპანიის ანგარიში დაყადაღებული არ არის, მიუხედავად იმისა, მათი ჯამური დავალინება თითქმის 200 მილიონი ლარია.

უზარმაზარ დავალიანებებს ჯერ მხოლოდ „კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიას“ (19,445 მლნ ლარის საბიუჯეტო დავალიანება) გამოეხმაურა.

კომპანიის დამფუძნებელი თემურ ჭყონია საბიუჯეტო დავალიანების არსებობას უარყოფს.

იგი განმარტავს, რომ კომპანიას საბიუჯეტო დავალიანება არ გააჩნია და  დავალიანების მქონე კომპანიათა შორის „კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯია” მოხვედრა, შესაძლოა, მიმდინარე გადასახადის არსებობით აიხსნებოდეს.

„კომპანიებს აქვთ შესაძლებლობა, რომ მიმდინარე გადასახადი კვარტალურად გადაიხადონ, ამიტომ არ არის გამორიცხული, ეს დავალიანება სწორედ მიმდინარე გადასახადი იყოს“, - განმარტავს ჭყონია.

მისივე თქმით, კომპანიამ 2011 წელს სახელმწიფო ბიუჯეტში 47 მლნ ლარზე მეტი შეიტანა.

აღსრულების ეროვნული ბიურო ასეთი დიდი დავალაინების მქონე კომპანიათაგან ჯერჯერობით მხოლოდ ერთ მათგანს ყიდის. აუქციონზე შპს „ნ კონსალტინგის“ 100%-იანი წილია გამოტანილი.

კომპანიის აქტივების ღირებულება 754 7016 ლარს შეადგენს. „ნ  კონსალტინგს” აქვს თანამშრომელთა წინაშე კრედიტორული დავალიანება 1 980 943 ლარის მოცულობით, ასევე საგადასახადო დავალიანება, რომელიც 2012 წლის 11 ივლისის მდგომარეობით 5 276.39 ლარს შეადგენს.

შპს „ნ კონსალტინგის” 100%-იანი წილი 5 566 000 ლარად არის შეფასებული, შესაბამისად, იძულებით აუქციონზე კომპანიის საწყისი გასაყიდი ფასი 2 783 000 ლარია. ვაჭრობის „ბიჯი“ 55 660 ლარია.

აღსანიშნავია, რომ „ნ კონსალტინგი” საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის ზურაბ ნოღაიდელის კუთვნილი კომპანიაა, ხოლო სად არის ამჟამად ნოღაიდელი ყველას კარგად მოეხსენება...