მირზა სუბელიანი შსს-ში გამოკითხვაზე მივიდა

მირზა სუბელიანი შსს-ში გამოკითხვაზე მივიდა

თბილისში, ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმის ერთ-ერთი მოწმის მამა, პროკურატურის ყოფილი თანამშრომელმა მირზა სუბელიანი შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოკითხვაზე მივიდა. ამის შესახებ პირველი არხის ჟურნალისტი იუწყება.

მირზა სუბელიანი შსს-ში გამოკითხვაზე 7 ივნისსაც იმყოფებოდა. მისი გამოკითხვა ცხრა საათზე მეტხანს გაგრძელდა.

​ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამა, ზაზა სარალიძე მირზა სუბელიანს დამნაშავეების მფარველობაში ადანაშაულებს.

ხორავას ქუჩაზე ორი არასრულწლოვანი პირველ დეკემბერს დაჭრეს. ლევან დადუნაშვილი საავადმყოფოში მიყვანამდე დაიღუპა, ხოლო დავით სარალიძე 2 დეკემბერს, საავადმყოფოში გარდაიცვალა.

სასამართლომ ლევან დადუნაშვილის განზრახ მკვლელობაში დამნაშავედ ცნობილ გ.ბ-ს 10 წლითა 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა, ხოლო დამამძიმებელ გარემოებაში არასრულწლოვან დავით სარალიძისგანზრახ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულ გ.ჯ.-ს 9 წელი და 9 თვე.