რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი მიიჩნევს, რომ აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან მისი მოსალოდნელი შეხვედრა კონსტრუქციული იქნება. ამის შესახებ მან ტელეარხ Россия 24-ისვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომელიც სრულად დღეს გამოქვეყნდება.
„ის აზრიანი ადამიანია, შეუძლია მოსმენა და მოსაუბრის მიერ მოყვანილ არგუმენტებზე რეაგირებს. ყველაფერი ეს მაძლევს საფუძველს ვიფიქრო, რომ დიალოგი კონსტრუქციული იქნება“ , - აღნიშნა პუტინმა.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ სერგეი რიაბკოვმა განაცხადა, რომ საგარეო უწყება აწარმოებს მოსამზადებელ სამუშაოებს რუსეთისა და შეერთებული შტატების ლიდერების შეხვედრისთვის. მისი თქმით, ამერიკული მხარე ამ საკითხში სოლიდარობას ავლენს.