წინა კვირის ქართული პოლიტიკური ცხოვრების უმთავრეს მოვლენად ბატონი მიხეილ სააკაშვილის “შეუძლოდ” გახდომა და მისი ლიტველ ექიმებთან საიდუმლო სტუმრობა აღმოჩნდა. საქართველო პატარა ქვეყანაა და რაიმეს უჩუმრად შენახვა პრაქტიკულად შეუძლებელია.
თავდაპირველად, ხალხში ხმა გავარდა, სააკაშვილს ფსიქიკასთან დაკავშირებით პრობლემები აწუხებსო. სამწუხაროდ ეს ვარაუდი გამართლდა და ხელში ავადმყოფი, „ქრონიკული ფორმის მანიაკალურ-დეპრესიული ფსიქოზის“ დიაგნოზის მატარებელი ადამიანი შეგვრჩა.
„ვარდების რევოლუციის“ შემდეგ ეს პიროვნება საქართველოს პირველი პირის ფუნქციას ასრულებს. რასაკვირველია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის თემას ოფიციალურად ტაბუ აქვს დადებული, მაგრამ ამ ქვეყანაზე ყველაფერი დროებითია. დადგება მალე დრო და სააკაშვილი ქვეყნის სათავეში აღარ იქნება. მის ავადმყოფობასთან დაკავშირებული ყოველი ნიუანსი ალბათ ამის შემდეგ ცნობილი გახდება და ყველას შეგვრცხვება. შერცხვება იმ ხალხს, რომლებიც 2003 წლის ნოემბრის წვიმიან დღეებში მთავრობის სასახლის წინ „მიშა, მიშას“ სკანდირებდნენ, შერცხვებათ იმ ასაკოვან მანდილოსნებსაც, რომლებიც საყვარელ პრეზიდენტს ყოველდღე სიყვარულს უხსნიან და საგულდაგულოდ კოცნიან და შერცხვება სრულიად ქართველ ერს, რომელსაც ათი წლის განმავლობაში თურმე „მანიაკალურ-დეპრესიული ფსიქოზის“ მატარებელი პიროვნება ხელმძღვანელობდა.
პრეზიდენტის ლიტვაში სტუმრობის შემდეგ ქართულ ინტერნეტ-სივრცეში ამ თემის ირგვლივ არაერთი მოსაზრება გამოითქვა. დღეს შევეცდები რომ ხალხის აზრი მოგაწოდოთ. საზოგადოებისთვის ცნობილი სახეების ნაცვლად სიტყვას უბრალო ადამიანებს გადავცემ. ალბათ საინტერესოა რას ფიქრობს ქვეყნის მოსახლეობა გიჟად შერაცხული პრეზიდენტის შესახებ. ამ მოსაზრებებს რასაკვირველია უკომენტაროდ გაგაცნობთ, რადგან ფორუმებიდან ამოკრეფილ ციტატებში ისედაც ყველაფერი ნათელია და საერთო განწყობილება დაუფარავად იგრძნობა.
“ისე, ძალიან ნუ იღელვებთ, ხანგრძლივი და რთული მკურნალობით ზოგი ამგვარი ავადმყოფის მდგომარეობა ნაწილობრივ გაუმჯობესებულა, თურმე”.
“მთლად ბოლომდე ჯანმრთელი რომ არაა და ფეთქებადსაშიშია მთელმა საქართველომ იცის”.
“საინტერესოა, როგორ არის კანონით დარეგულირებული ფსიქიკაშელახული ადამიანის არჩევნებში მონაწილეობის უფლება”.
“ლიტვა რად უნდა ამას, შეხედავ საბუთიანი გიჟია”.
“მიხეილ სააკაშვილს ლიტვაში მანიაკალურ-დეპრესიული ფსიქოზი, დაუდგინდა?!”
“იმენა მიშაა”.
“რათ უნდა მაგას დიაგნოზი, შეუიარაღებელი და არაპროფესიონალური თვალითაც მშვენივრად ჩანს რომ,„უ ნევო ნე ვსე დომა..”.
“რატომ დასცინით ავადმყოფ ადამიანს?”
“ჩვენ დავცინით თუ თვითონ დაგვცინის?”
“შევა ისტორიაში როგორც შეშლილი პრეზიდენტი”
„ახლა წარმოვიდგინე გონებაჩლუნგი პრეზიდენტი, გიგი უგულავა და ეს ფსიქოზიანი პრემიერ-მინისტრი ერთად გაბრწყინებულ ლაზიკაში!“
„გიჟი?“
„მე დებილი რატომ მეგონა?“
„7 საათში დაუსვეს დიაგნოზიო.
რა წინაა წასული ევროპა. 7 საათში დასვეს, ჩვენ კიდევ მინიმუმ 4 წელი დაგვჭირდა გასაგებად”.
„ალია“ და ლიტვა რა ჯანდაბათ გინდათ კაცო, თქვენ თვითონ ვერ ხედავთ გიჟი როა? „
„ეჰ რა დროს არ გვყავს ავლიპა ცოცხალი. ამას ხომ თქვენზე ადრე მიხედავდა, ნაცადი ხერხია კომუნისტებო! ვინც არ მოგწონთ ეგრევე გიჟია, ისე ფსიქიატრთან ბევრია მისასვლელი დამაწყნარებლები თუ არა ვალერიანის ძირებს მაინც გამოწერს”.
„საქართველოს პრეზიდენტი თუ ქმედუნარიანი პირი აღარ იქნება, ეს არ არის მისი უფლებამოსილების შეწყვეტის საფუძველი?“
„გამოდის რომ თუ „მიხა-დორბლა“ აღარ არის ქმედუნარიანი, მას არ აქვს საარჩევნო უფლება და არც პრეზიდენტად შეუძლია ყოფნა”.
„კაცო, გასაგებია რო გიჟია, მაგრამ მე რა დავაშავე ?!“
„თუ თბილისმა ხმა არ მომცა და წავაგე, ჟინვალის წყალსაცავს ავაფეთქებო, იმუქრება თურმე”.
„გიჟები და დებილები ჩვენ ვართ მიშა კი არა. ამდენ ხანს რომ ასეთი პრეზიდენტი გვყავს, გიჟებიც ვართ, დეგენერატებიც და ყველაფერი ერთად”.
„ლიტვა რად უნდა ამას, შეხედავ საბუთიანი გიჟია”.
„ჩემთვის კი ეს მხოლოდ ერთ რამეს ნიშნავს,
შემდეგ პრეზიდენტობის კანდიდატებს ცნობა უნდა მოვთხოვოთ”.
„96%-მა ხმა მისცა, ეხლა ვინაა გიჟი?! მიშა თუ ჩვენ!“
„აბა ვინ ხართ ამ შიზოიდის მომხრე?“
„მართლაც, რომ სირცხვილია”.
„ეთერ და ლელა კაკულიების ხმა და ენერგია ჰფარვიდეს”.
„საგიჟეთია მთელი საქართველო და ამისი რატომ გიკვირთ?!“
„100 მოქალაქიდან 99-ს უეჭველი ექნება ჩვენთან, მაგი კი დაფრინავს, მაგრამ, რიგითი ქართველი როგორ მკურნალობს?“
„მთავარია რომ „პრეზო“ თავს კარგად გრძნობს“
„რას წარმოადგენს მანიაკალური აშლილობის სიმპტომები?
„მანია“ არის სიტყვა, რომელიც აღწერს ბიპოლარული აშლილობის აქტივიზირებულ ფაზას. „მანიის“ სიმპტომები შეიძლება მოიცავდეს:
• ან ხალისიან და ბედნიერ, ან გაღიზიანებულ, გაბრაზებულ, არასასიამოვნო განწყობილებას.
• მომეტებულ ფიზიკურ და გონებრივ აქტივობას და მოჭარბებულ ენერგიას.
• სწრაფად მორბენალ აზრებს და ერთი აზრიდან მეორეზე გადახტომას.
• მოჭარბებულ საუბარს, ჩვეულებრივზე უფრო სწრაფ მეტყველებას.
• ამბიციურ, ხშირად გრანდიოზულ გეგმებს.
• რისკის გაწევას.
• იმპულსურ ქმედებას, როგორიცაა ფულის ფლანგვა, სექსუალური გაუფრთხილებლობა და ალკოჰოლის ჭარბი მოხმარება.
• ძილის შემცირებას დაღლილობის განცდის გარეშე”.