მარნეულელი, აბესალონ კუჭაშვილი საკუთარი ოჯახის უსაფრთხოეაბზე წუხს. „ქართული ოცნების“ მარნეულის ოფისის აქტივისტი მასზე პოლიტიკური ნიშნით განხორციელებულ ზეწოლაზე საუბრობს.
კუჭაშვილის თქმით, მას მარნეულის სოფლების მუღანლოს, ქუთლარის და ბაიდარის რწმუნებული, ფოლად ისმაილოვი - კოალიციასთან თანამშრომლობის გამო ანგარისწორებით არაერთხელ დაემუქრა.
მუქარებისგან ოჯახის დასაცავად, კუჭაშვილმა ცოლ-შვილი სიდედრთან გახიზნა.
„18 ივნისს, სამი ნიღბიანი ღამის 4 საათზე დაგვადგა თავზე. ჩემს მეუღლეს კითხულობდნენ“ - უყვებოდა, საინფორმაციო სააგენტო „ინფო9“-ს კუჭაშვილის მეუღლე, ნონა ასანიძე. მას შემდეგ, რაც ოჯახს გახიზნვის მიუხედავად მიაგნეს, კუჭაშვილმა საჩივრით მარნულის პოლიციას მიმართა. პროკურატურაში ამავე საკითხზე სარჩელი სოზარ სუბარმა და კუჭაშვილის ადვოკატმა, თედო კობახიძემ შეიტანეს.
სამართალდამცავ უწყებებში შეტანილმა საჩივარმა უკურეაქცია მალევე გამოიწვია. 26 ივნისს დასაკითხათ მარნეულის პოლიციაში ადვოკატის გარეშე კუჭაშვილი დაიბარეს.
„ჩემთვის უცხო ადამიანმა, რომელიც შემდეგ გავიგე, რომ მარნეულის პოლიციის უფროსი ყოფილა, ამიყვანა გამომძიებელთან. მითხრა, სანამ ადვოკატი მოვა პირადი მონაცემები შევავსოთო. იქ კი ზეწოლები დაიწყო.
მითხრა დაგიჭერო, მერე ხელბორკილები დამადო. მეუბნებოდა, მაგ საჩივრის გამო დაგიჭერო. მე ვუთხარ - ა, ხელები დამადეთ ბორკილები და დამიჭირეთ-მეთქი“
რა დამიშავებია ამ ქვეყანაზე, მომიპარია რამე, მომიკლია ვინმე, ნარკომანი ვარ, თუ რა ვარ?! მერე ბოლოს მეუბნება, - ვიცი რა გაჭირვებული ოჯახი გაქვს, ამიტომ თუ ჭკუაზე მოხვალ მე შემიძლია 400 ლარიანი სამსახური გიშოვოო“ - უყვებოდა კუჭაშვილი „ინფო9“-ს.
კუჭაშვილის ადვოკატის განცხადებით უახლოეს დღეებში პროკურატურაში საჩივარი, უკვე, მარნეულის პოლიციის უფროსის, ზურაბ ბარბაქაძის წინააღმდეგ შევა.
„ქართული ოცნების“ მარნეულის ოფისის აქტივისტის, აბესალომ კუჭაშვილის მიმართ ინტერესს ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციები იჩენენ, რაც იმას ნიშნავს, რომ მათ მომზადეულ წინასაარჩევნო ანგარიშებში კუჭაშვილის თემა, აუცილებლად, მოხვდება.