ადგილზე მოკვლევას ატარებენ - ძაღლები

ადგილზე მოკვლევას ატარებენ - ძაღლები

რამდენიმე დღის წინ ნაცნობი შემხვდა. მოკითხვის შემდეგ ჩვეულებრივი საუბარი წამოვიწყეთ. საკუთარი საქმეებისა და სპორტის თემების განხილვის შემდეგ პოლიტიკაზე გადავერთეთ. როდესაც სიტყვამ ბატონი მიხეილ სააკაშვილი მოიტანა ჩემმა მეგობარმა ერთი სახალისო წინადადება წამოისროლა:

“აუ, კაი ტიპია მიშა. მე მოვკვდე, ბავშვებს სულ ძალით ვაძინებ, მაგი რომ გამოდის რეჩით - ერთი სიტყვის გამოტოვება არ უნდათ”.

ჩემს ახლობელს 5 და 7 წლის შვილები ჰყავს და როგორც ნებისმიერ ოჯახში, საღამოობით მათი დასაძინებლად გასტუმრება დიდ პრობლემას წარმოადგენს.

აღმოჩნდა რომ მეგობრის ბავშვები „ძილისპირულის“ ნაცვლად „კურიერსა“ და „იმედის“ საინფორმაციო გადაცემებს უყურებენ. დაასრულებს საქართველოს პრეზიდენტი ყოველდღიურ გამოსვლას და პატარებიც ულაპარაკოდ ლოგინისაკენ მიიჩქარიან.

კომედიურობის მიუხედავად ეს ისტორია ქვეყნისთვის დიდი ტრაგედიის მაჩვენებელია. სააკაშვილი რეალობას კარგა ხანია დაშორდა და ვირტუალურ სამყაროში დაფრინავს.

მეგობრის ნათქვამმა დამაინტერესა და მიხეილ სააკაშვილის გამონათქვამების მოძიება დავიწყე. სიმართლე გითხრათ და მისი „მარგალიტები“ იმ რაოდენობის ამოვწერე, ბარემ ათ სტატიას ეყოფოდა. რასაკვირველია მკითხველი შევიცოდე და დღევანდელ წერილში ამ „საგანძურის“ მხოლოდ მცირე ნაწილს შემოგთავაზებთ.

არაორდინალური გამონათქვამებით ქართველი პოლიტიკოსების დიდი ნაწილიც გამოირჩევა და წერილის მეორე ნაწილში ზოგიერთ მათგანს გაგაცნობთ.

თავდაპირველად მაინც სააკაშვილით დავიწყოთ და ამ „აფორიზმებს“ ყოველგვარი კომენტარის გარეშე მოგაწვდით.

- წლის ბოლოსთვის პენსია 100 დოლარი გახდება ! (2009 წელი )

- ჩვენ მოვახერხეთ ბაკურიანის სრული განათება წელს, მაგრამ მომავალ წელს უფრო გავანათებთ.

- ჯარი იყო რამდენიმე თვის უჭმელი.

- ჩვენი ქალები ყველაზე მაგრები არიან, კაცებს ჯიბეში ჩაისვამენ.

- მე მეორედ მოსვლამდე დავაგებ ასფალტს.

- მაიკროსოფტმა შექმნა ქართული ანბანი.

- ამ თეატრს ძალიან დიდი ტრადიცები აქვს. მომწონს, რომ თეატრი არ არის ძალიან გადატყლარჭული. ვფიქრობ, ძალიან კარგი გამოვა, – აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა ქუთაისში ცოტა ხნის წინ.

- რუსთავი საყოველთაო სიამოვნებისა და ნეტარების ქალაქია და იქ ცხოვრება ნარნარია, რადგან ყველაზე დაბალი კომუნალური გადასახადებია...

- რუსთავი ერთ–ერთი გამორჩეული ქალაქია და ის არ არის თბილისის გარეუბანი, როგორც ეს ზოგ–ზოგიერთებს ჰგონიათ. ეს არის ქალაქი თავისი ტრადიციული ცხოვრებითა და დამსახურებული ადამიანებით. მე ყოველთვის გული მწყდებობა თუ რა ცუდ მდგომარეობაში იმყოფებოდა ეს ქალაქი განსაკუთრებით 30–იან წლებში. ამ დროს პრაქტიკულად ქალაქში ყველა უმუშევარი დარჩა. სწორედ მაშინ გაუჭირდათ ყველაზე დამსახურებულ ადამიანებს. მე ნამდვილად არ ვიტყვი, რომ რუსთავში ჩვენ ციდან ვარსკვლავები მოვწყვიტეთ, მაგრამ ფაქტია, რომ მე ხშირად დავდივარ რუსთავში და ეს არის ქალაქი. ბანალურ ფრაზას ვიტყვი, მაგრამ, ქალაქს დაემსგავსა ისევ, – განაცხადა სააკაშვილმა რუსთავში პენსიონერებთან შეხვედრის დროს.

- საქართველო იყოფა დასავლეთად და აღმოსავლეთად. ისინი ძალიან უნიკალურები არიან. ჩემი გული, ჩემი სხეულის ყველა ორგანო, ჩემი მენტალიტეტის ძალიან დიდი ნაწილი, ეს არის აფხაზეთი და მთლიანად დასავლეთ საქართველო. მაგრამ მეორე ნაწილი ჩემი არსებობის არის აღმოსავლეთ საქართველო.

- დამაცადეთ კიდევ 2-3-4 წელი და გაძლევთ გარანტიას, რომ წყალტუბოს ევროპაში ყველაზე მაგარ ადგილად ვაქცევ.

- წარმოუდგენელი აურა და ატმოსფეროა ანაკლიაში, ის არის ჩემი მიწა, მინდა, იქ მოაფინონ ჩემი ფერფლი, როცა აღარ ვიქნები.

- ვფიქრობ, ნამდვილი რევოლუცია არ იწყება მაშინ, როდესაც მიდიხარ პარლამენტში და იწყებ ყვირილს, არც მაშინ, როდესაც იმის საშიშროების წინაშე დგახარ, რომ გესვრიან. ნამდვილი რევოლუცია იწყება მაშინ, როდესაც CNN-ის კამერები ტოვებენ ქვეყანას. ჩვენ ვიყავით ახალგაზრდები, გამოუცდელები, იდეალისტები, განათლებულები... მახსოვს, უცხოელი ჟურნალისტები ყოველივე ამას „ოუშენის 11 მეგობარს" ადარებდნენ. მათ სწრაფად უნდა გაეკეთებინათ საქმე, უნდა გაერისკათ. პოლიტიკაში, ძირითადად, ასეა - თუ რისკს არ პასუხობ, მოცდა მოგიწევს. ჩამოყალიბებულ და წარმატებულ საზოგადოებაშიც კი მიდიან რისკზე. პოლიტიკოსებისთვის სხვა გზა არ არსებობს თუკი ქვეყნის წინსვლის სურვილი აქვთ. მეორე საკითხი - არ უნდა გაეკიდო პოპულარობას. ეს კარგია, მაგრამ თუ მხოლოდ სახელის მოხვეჭას ცდილობ, დაკარგული ხარ, რადგან პოპულარობა არის პოლიტიკური კაპიტალი, რომელიც გონივრულად უნდა დახარჯო.

- მოღალატეების ჯგუფებსაც კი, ბოლო თვეებში რამდენიმე შეიქმნა საქართველოში, ყველას ერთი პროგრამა აქვს - შევეკრათ რუსეთს, დამპყრობელს, დავამხოთ ჩვენი ქვეყანა, მოვამთავროთ ჩვენი დამოუკიდებლობა. მაგრამ 5-6 ჯგუფი ერთმანეთს ჭამს დღედაღამ. იმაშიც კი ვერ მოილაპარაკეს, რომ ერთიანად უღალატონ და ცალ-ცალკე არიან ღალატით დაკავებულები.

- სამეგრელო შეიკვრებოდა ქართლ-კახეთთან, დაამარცხებდა იმერეთს და გაძარცვავდა. მერე იმერეთი შეიკვრებოდა გურიასთან და ერთად შეებრძოლებოდნენ სამეგრელოს. ერთი მთავარი მეორეს გაიტყუებდა ტყეში და დათხრიდა თვალებს და მთელი ცხოვრება იყო ერთმანეთის გაუტანლობა და ქიშპი.

როგორც შეგპირდით სააკაშვილის შემდეგ სხვა პოლიტიკოსების ჯერიც დადგა. ამ სფეროშიც ზღვა მასალა მოვიძიე, მაგრან ამათგან საუკეთესოები შევარჩიე.

- მე, თქვენი მანდატით აღჭურვილი პარლამენტარი ვარ (ნესტან კირთაძე)

– როცა ვაპირებდით რეფორმების გატარებას და კორუფციის მოსპობას, ზუსტად მაშინ მოვიდა ეს მიშა და მოგვიწყვეს ყვავილების რევოლუცია (ედუარდ შევარდნაძე)

– პუტინს ყოველთვის ვაბარებდი ანგარიშს (ედუარდ შევარდნაძე)

- ჩვენ ვაკონტროლებთ კრიმინალურ სიტუაციას საქართველოში (ვანო მერაბიშვილი

- ადგილზე მოკვლევას ატარებენ ჩვენი სპეციალისტები, კერძოდ - ძაღლები (ვანო მერაბიშვილი)

- ვინც გადატრიალებაზე ფიქრობს ლოგინში გადატრიალება იკმაროს (ე. შევარდნაძე)

- სანამ ადამიანის ლიკვიდაციას მოჰკიდებ ხელს, მანამდე უნდა გააფრთხილო (ე. თევდორაძე)

- ეჭვმიტანილმა აღიარა დანაშაული და გამოიყენა დუმილის უფლება (პროკურორი გრიგალაშვილი)

- ბუკვალურად მინდა აღვნიშნო (გ. ბარამიძე)

- აღშფრთოვანებული ვარ (ე. თევდორაძე)

- ეს საქართველოს შიდა კუხნაა (გელა ბეჟუაშვილი)

- დამნაშავეები მძიმე მდგომარეობაში არიან რადგანაც მათ ჩვენ აღმოვუჩინეთ დახმარება (ვ. მერაბიშვილი)

- მე მოვახდენ ამოღებული ნარკოტიკების გამოყენებით დემონსტრაციას თქვენს წინაშე (ვ. მერაბიშვილი)

- მისი მოთავსება მოხდა ე.წ. ბალნიცაში (მაია ნადირაძე)

- იგორ ივანოვი ხაშივით დაადგა თავზე მომიტინგეებს (შ. ნათელაშვილი)

- ის პატარა ბიჭი რომ არის, არველაძე, გვარი არ მახსოვს… (შ. ნათელაშვილი)