რუსთაველმა ნაციონალებმა ამომრჩევლებს კარტოფილი დაურიგეს

რუსთაველმა ნაციონალებმა ამომრჩევლებს კარტოფილი დაურიგეს

არჩევნების მოახლოებასთან ერთად რუსთავის თვითმმართველობა სულ უფრო გულუხვი ხდება.  ჯერ იყო და,  „ნაციონალური მოძრაობიდან“ რუსთავის საკრებულოს წევრმა გველუკაშვილმა ცხვარი და 20 ლიტრი ღვინო დაურიგა რუსთაველებს, თუმცა, ეს შემთხვევა საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა კახა ბარათაშვილმა აიღო საკუთარ თავზე. შემდეგ კი საინტერესო, ცვლილება თვითმმართველობის ბიუჯეტშიც შევიდა.

კერძოდ კი კორპუსების სახურავების, ლიფტების და სხვა  საჭიროებებისთვის შექმნილი თანადაფინანსების პროგრამა ბიუჯეტის სრულ დაფინანსებაზე გადავიდა. დღეს, რუსთაველებს  კორპუსის გადახურვა, ლიფტის შეკეთება და მსგავსი პრობლემის მოგვარება სრულად ადგილობრივი ბიუჯეტის სახსრებით შეუძლიათ.

18 ივნისს კი სოციალურად დაუცველ მოსახლეობაზე ზრუნვის სურვილმა  რუსთაველ ნაციონალებს ახალი ქველმოქმედებისკენ უბიძგა. თვითმმართველობამ რუსთავის გარეუბანში, ჭყონდიდელის დასახლებაში სოციალურად დაუცველ ოჯახებს 1 ტომარა კარტოფილი დაურიგათ.  

ადგილობრივ ჟურნალისტებთან ერთად, „მაესტრო“-ს და  ,,ინფო 9“-ის გადამღები ჯგუფი საათობით ელოდნენ  „კარტოფილის თემაზე“ რუსთავის ხელმძღვანელობის კომენტარს.

„ქალაქის პირველი პირები აქ არ  იმყოფებიან, ამიტომ კომენატარს მე გაგიკეთებთ. კარტოფილი დაურიგდათ სოციალურად დაუცველ ოჯახებს. ჩვენ რამდენიმე დღის წინ წერილით მივმართეთ ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს და დახმარება ვთხოვეთ. მათ 25 100 კგ. კარტოფილი გამოგვიგზანეს. ჩვენც ეს კარტოფილი დავურიგეთ სოციალურად დაუცველ მოსახლეობას.

ამომრჩევლის მოსყიდვასთან ამ ფაქტს კავშირი არ აქვს. თვითმმართველობის პირველი დანიშნულება ხალხის დახმარებაა. ჩვენ არაერთხელ გაგვიკეთებია მსგავი რამ...“ - საუბრობს  რუსთავის მერიის პრეს-სამსახურის მთავრი სპეციალისტი, თამარ აქუბადია.

კითხვაზე მაინც, როდის დახმარებია მსგავსი ფორმით თვითმართველობა სოციალურად დაცველ მოსახლეობას - აქუბარდია ინფორაციის დაზუსტებას გვპირდება, თუმცა დაპირებულ ინფრმაციას მოგვიანებით არ გვაწვდის.

„ჩვენ შევესწარით კარტოფილის ტომრები დარიგების ფაქტს. მოსახლეობა ამბობდა, რომ მსგავი რამ თვითმმართველობის მხრიდან არ ახსოვთ. ყველანი ძალიან გაკვირვებულები იყვნენ, ჩანდა, რომ კარტოფილის დარიგების შესახებ მათ წინასწარ ინფორმაცია არც ჰქონდათ“, -  გვიყვება საინფორმაციო სააგენტო „ინფო9-ის“ ჟურნალისტი, ბესო კუნელაური.

რუსთავის თვითმმართველობამ უარი გვითხრა, კარტოფილის  მიღება-ჩაბარების აქტის და სამინისტროს წერილის ასლების გადმოცემაზე. ჩვენ  ამ დოკუმენტების, მხოლოდ,  ფოტოაპარატით გადაღების საშუალება გვქონდა“. „თვითმმართველი ქალაქი რუსთავის  მერიას უსასყიდლოდ გადაეცეს სახელმწოფო საკუთებაში მიქცეული 25 100 კგ. კარტოფილი“, - ვკითხულობთ სააგენტოს წერილში. დოკუმენტს ხელს სააგენტოს გენ.დირექტორის მოადგილე, ზურაბ უბირია აწერს.

„ამ კარტოფილს უჭმელს არავინ დატოვებს, მაგრამ არავის ეგონოს კარტოფილისთვის ვინმეს ხმა მივცეთ“, - ამბობენ ჭყონდიდელის დასახლებაში.

წინასაარჩევოდ მოსახლეობისთვის ტომრობით კარტოფილის ჩამორიგების თემას  ეხმაურება „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“. ორაგნიზაცია საკითხზე საგანგებო გაცხადებას ავრცელებს.

„არსებული კანონმდებლობით დასჯადია საარჩევნო მიზნით მოქალაქისთვის მატერიალური თუ არამატერიალური ქონების გადაცემა ან დაპირება. დასჯადია, ასევე ნებისმიერი ქმედება, რომელის მიზანია კანონის გვერდის ავლით განახორციელოს ამგვარი ქმედება.

აქედან გამომდინარე, მიგვაჩნია, რომ ამ ტიპის ღონისძიებები სათანადოდ უნდა შეისწავლონ შესაბამისმა ორგანოებმა, რამე-თუ ასეთი ქმედებები შესაძლოა გამოყენებული იყოს ამომრჩეველზე სახელისუფლებო პარტიის სასარგებლოდ გავლენის მოსახდენად“, - ვკითხულობთ „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“-ს განცხადებაში.