გასულ წელს ექსპერიმენტი ჩავატარე და ქართულ მას-მედიასა და ინტერნეტ სივრცეში ბატონი მიხეილ სააკაშვილის შესახებ გავრცელებული ანეკდოტები შევაგროვე.
ნახევარი წლის წინ „სერიალის“ მეორე ნაწილი შემოგთავაზეთ. დღეს ამავე თემაზე შექმნილ მესამე სერიას გაგაცნობთ.
ბოლო პერიოდში ბატონი მიხეილი ძალიან გააქტიურდა. კაცმა საზღვარგარეთ სიარულს აშკარად მოუკლო და ქვეყნის მოსახლეობას ყოველდღიური არარეალური დაპირებებით აბოლებს. უკანასკნელ დღეებში აღმოვაჩინე რომ საქართველოს პრეზიდენტის ნებისმიერ გამოსვლას დიდი ყურადღებით ვუსმენ. რა „კომედი შოუ“ ან ამ ტიპის სხვა გადაცემები. გახალისება თუ გსურთ სააკაშვილს უნდა უსმინოთ. ძალიან მაინტერესებს ამ ადამიანის ფანტაზია სადამდე მივა და ხვალ რა ახალ სიახლეს შემოგვთავაზებს.
აჩემებული მაქვს, მაგრამ მიკვირს, ზამთარში ფართოდ რეკლამირებული „ღიმილიანი საქართველოს“ პროექტის განხორციელება როდის დაიწყება, ან ქალაქი ლაზიკას აშენებას რომელი თვიდან შევუდგებით. პრეზიდენტმა კომპიუტერების გამავრცელებელი საზოგადოება ჩამოაყალიბა, ყველა პენსიონერს სექტემბრიდან შეღავათიან დაზღვევას დაპირდა, სოფლის მეურნეობის ასაღორძინებლად კი ერთი მილიარდი ლარის გამოყოფას დაგვპირდა. ეს ყველაფერი კარგია, მაგრამ წინა დაპირებების ასრულებას რატომ არ იწყებს?
ოქტომბრამდე დიდი დრო დარჩენილი არ არის. იმედია რომ ამ მატყუარა პიროვნებას ხალხი მალე გადაირჩევს და სააკაშვილიც საქართველოს ისტორიაში კუთვნილ, სამარცხვინო ადგილს დაიკავებს.
ხალხის მეხსიერებაში დარჩება მასზე შექმნილი ანეკდოტებიც, რომელიც ჩვენი ქვეყნის პირველი პირის შესახებ ზუსტ წარმოდგენას დაგვიტოვებს.
დღევანდელი წერილი ორი ნაწილისაგან შედგება. თავდაპირველად ადგილს მიხეილ სააკაშვილს დავუთმობ, შემდეგ კი რამდენიმე სახალისო პოლიტიკურ ანეკდოტს შემოგთავაზებთ.
1. ბუში შედის საპარიკმახეროში. პარიკმახერი სააკაშვილს კრიჭავს და თან ყურში ეუბნება: ივანიშვილი, ივანიშვილი, ივანიშვილი. ბუში ეკითხება - მაგას რატომ ეუბნებიო? პარიკმახერი პასუხობს - მაგ დროს თმები ყალყზე უდგება და ადვილად ვკრიჭავო.
2. კითხვა: რამდენ ხანში შეიქმნა დედამიწა? პასუხი: 6 დღეში, მეშვიდე დღეს სააკაშვილი მოვიდა და გახსნა
3. ობამა ურეკავს მიშას:
რა ამბავია, ამ ბოლო დროს ქართველები გამრავლდითო? ამან - არა, რატომ მეკითხებიო? რა ვიცი გუშინ მიტინგს ვუყურე და ეგ 10%-იც რა ამბავი ყოფილხართო.
4. „ვენი ვიდი ვიცი“-ს მიშასეული პერეფრაზი - მიველ, გავიგონე, ვიხოხე
5. ღმერთმა დაიბარა ობამა,მედვედევი და სააკაშვილი,განუცხადა რომ მისი ექსპერიმენტი დედამიწაზე კაცობრიობის შექმნაზე წარუმატებლად დამთავრდა და ერთი თვის მერე დედამიწა განადგურდება. ასევე დაუბარა: წადით,მოსახლეობა შეკრიბეთ და აუწყეთ რომ ერთი თვეა დარჩენილი, ყველა დაიღუპება.
ობამამ ეგრევე მთელი ამერიკელი ხალხი შეკრიბა და ეუბნება: უნდა გაუწყოთ ორი ამბავი. ერთი კარგია, მეორე კი ცუდი. კარგია რომ დავრწმუნდი, ღმერთი არსებობს! ცუდია, რომ ერთი თვის მერე ყველა დაიხოცება.
ჩადის მედვედევი რუსეთში და რუს ერს მიმართავს: უნდა გაუწყოთ ორი ცუდი ამბავი. პირველი - არსებობს პუტინზე უფრო ძლიერი ფიგურა. ეს არის ღმერთი! მეორე - ერთი თვის მერე ყველა ამოწყდება!
ჩადის სააკაშვილი საქართველოში და იწვევს საგანგებო ბრიფინგს! „ჩემო ძვირფასო ხალხო! უნდა გაცნობოთ ორი მეტად სასიხარულო ამბავი! პირველი - ღმერთმა მე მცნო როგორც ღირსეული პრეზიდენტი და მიმიპატიჟა დიდი ქვეყნების პრეზიდენტებთან ერთად! მეორე - კაცობრიობის დასასრულამდე მე ვიქნები თქვენი პრეზიდენტი!
6. პრეზიდენტობით გადაღლილი მიშა სოროსს შესჩივლებს, - ეს რა გამიკეთე, ჩემს გემოზე სუში ვერ მიჭამია, ჩვეულებრივი ადამიანობა მომენატრაო და... ფულს სახეში შეაყრის. სოროსი უპასუხებს - ფული არ მინდა, ვარდები დამიბრუნეო.
7. მიშას ეკითხებიან ბიზნესმენები: წარმატებული ბიზნესმენის შეგრძნება როგორიაო ? პასუხობს: მე შემომხედეთ და მიხვდებითო !
8. მიშამ - მე რომ მოკვდები ჩემი ფერფლი მოაბნიეთო... კი, მაგრამ მიწაში დამარხვაო ?.. ეჰჰ, მე თუ ასე გავაგრძელე მიწა სადღა გვექნებაო.
მიხეილ სააკაშვილის შემდეგ აკაკი ბობოხიძეზე მოსმენილ ერთ ანეკდოტს გაგაცნობთ.
პარლამენტარ აკაკი ბობოხიძეს ეკითხებიან, ტაისონს მოერევიო? ბობოხიძე პასუხობს - კი, ოღონდ მიშას თუ შეაგინებსო.
ბობოხიძის შემდეგ ეროსი კიწმარიშვილზე გადავიდეთ.
ეროსი კიწმარიშვილი მოკვდება და სამოთხეში მოხვდება. ღმერთი გაკვირვებული უყურებს და ეუბნება - შეეეენ აააქ რა გინდაოოოოოო? ეროსი მორცხვად ქვემოდან ახედავს და ეუბნება - გადმოვძვერიო.
სადაც მიშაზე ვსაუბრობთ იქ ვანოც უნდა ვახსენოთ.
ეგვიპტეში უცნობი ფარაონის მუმია აღმოაჩინეს. მსოფლიოს მეცნიერები თავს იმტვრევენ და ვერაფრით ვერ დაადგინეს რომელი ფარაონია. ამ დროს საქართველოდან ჩავა ვანო და მისი „გამომძიებლები“ - ერთ საათში გეტყვით პასუხსო. 15 წუთში გამოვლენ და რამზეს მეთხუთმეტეაო. ეგვიპტელებმა - საიდან დაადგინეთო? ვანო ამაყად პასუხობს - თვითონ აღიარაო.
დღევანდელ წერილის დასასრულს სიტყვას კვლავ საქართველოს პრეზიდენტს გადავცემ.
10. ბატონო პრეზიდენტო, რატომ არ არის საქართველოში დამოუკიდებელი სასამართლო და რა უშლის ხელს შესაბამისი რეფორმის გატარებას?
პასუხი: ჩვენ დავაგეთ გზები, გავანათეთ თბილისი და საქართველო, შემოგვდის ინვესტიციები და ჩვენი ეკონომიკა არ ჩამოიშალა. ახლა ამ დანარჩენს ცოტა დრო სჭირდება.
9. ბატონო პრეზიდენტო, როდის შევა საქართველო ნატოში. ბოლოს და ბოლოს გვეღირსება სრული ევროინტეგრაცია?
პასუხი: ჩვენ დავაგეთ გზები, გავანათეთ თბილისი და საქართველო, შემოგვდის ინვესტიციები და ჩვენი ეკონომიკა არ ჩამოიშალა. ახლა ამ დანარჩენს ცოტა დრო სჭირდება.
8. ბატონო პრეზიდენტო, როგორ ფიქრობთ, უნდა დალაგდეს თუ არა ურთიერთობები რუსეთთან და როგორ გესახებათ კონფლიქტის მოგვარება?
პასუხი: ჩვენ დავაგეთ გზები, გავანათეთ თბილისი და საქართველო, შემოგვდის ინვესტიციები და ჩვენი ეკონომიკა არ ჩამოიშალა. ახლა ამ დანარჩენს ცოტა დრო სჭირდება.
7. თქვენი ოპონენტები საუბრობენ ელიტურ კორუფციასა და შერჩევით სამართალზე, რას ეტყოდით მათ?
პასუხი: ჩვენ დავაგეთ გზები, გავანათეთ თბილისი და საქართველო, შემოგვდის ინვესტიციები და ჩვენი ეკონომიკა არ ჩამოიშალა. ახლა ამ დანარჩენს ცოტა დრო სჭირდება.
6. რას გვეტყვით ოპოზიციის აქციებზე, მათ ძალიან ბევრი მხარდამჭერი გამოიყვანეს, აშკარაა, რომ ხალხი უკმაყოფილოა.
პასუხი: ჩვენ დავაგეთ გზები, გავანათეთ თბილისი და საქართველო, შემოგვდის ინვესტიციები და ჩვენი ეკონომიკა არ ჩამოიშალა. ახლა ამ დანარჩენს ცოტა დრო სჭირდება.
5. როგორ ხართ ბატონო პრეზიდენტო?
პასუხი: ჩვენ დავაგეთ გზები, გავანათეთ თბილისი და საქართველო, შემოგვდის ინვესტიციები და ჩვენი ეკონომიკა არ ჩამოიშალა. ახლა ამ დანარჩენს ცოტა დრო სჭირდება.
4. ერთ -ორ ლარს ხომ ვერ მასესხებთ?
პასუხი: ჩვენ დავაგეთ გზები, გავანათეთ თბილისი და საქართველო, შემოგვდის ინვესტიციები და ჩვენი ეკონომიკა არ ჩამოიშალა. ახლა ამ დანარჩენს ცოტა დრო სჭირდება.
3. ვერა ხო? კარგი მაშინ კულტურაზე ვისაუბროთ. ენდი გარსიაზე რას ფიქრობთ, კარგად შეასრულა მან თქვენი როლი?
პასუხი: ჩვენ დავაგეთ გზები, გავანათეთ თბილისი და საქართველო, შემოგვდის ინვესტიციები და ჩვენი ეკონომიკა არ ჩამოიშალა. ახლა ამ დანარჩენს ცოტა დრო სჭირდება.
2. ჭადრაკის თამაში გიყვართ?
პასუხი: ჩვენ დავაგეთ გზები, გავანათეთ თბილისი და საქართველო, შემოგვდის ინვესტიციები და ჩვენი ეკონომიკა არ ჩამოიშალა. ახლა ამ დანარჩენს ცოტა დრო სჭირდება.
1. სიტყვა ადეკვატურის მნიშვნელობა იცით?
პასუხი: ჩვენ დავაგეთ გზები, გავანათეთ თბილისი და საქართველო, შემოგვდის ინვესტიციები და ჩვენი ეკონომიკა არ ჩამოიშალა. ახლა ამ დანარჩენს ცოტა დრო სჭირდება.