პრეზიდენტის საქანელები მარტოხელა მოხუცებს

პრეზიდენტის საქანელები მარტოხელა მოხუცებს

კასპის რაიონის სოფელ რკონში ორი მარტოხელა მოხუცი – ნინა ბერძენი და მარიამ ჩოხელი სხვა და სხვა სახლებში ცხოვრობენ. საქართველოს პრეზიდენტის ინიცირებულ სოფლის პროგრამის ფარგლებში ამ მოხუცებს საქანელები დაუყენეს. რკონში, სადაც ზამთარი დიდხანს გრძელდება და მთიან ზონაში მდებარეობს, მათ სასმელი წყლის მოზიდვა შორი მანძილიდან უწევთ.

სოფლის პროგრამის შესახებ მოხუცებმა, მხოლოდ, ის იციან, რომ იმ თანხით საცხოვრებელი სახლის წინ საქანელები ჩამოკიდეს, თუმცა სასმელი წყლის რეაბილიტაცია უფრო გაახარებდათ. სოფლის რწმუნებულმა გიორგი სალხინაშვილმა სატელეფონო საუბრისას გვითხრა, რომ სოფელს წელს დახლოებით 2200 ლარი გამოეყო. ,,მან მცხოვრებლები ითხოვდნენ სასმელ წყალის რეაბილიტაციას, თუმცა თანხა არასაკმარისი იყო და, ამიტომ, სპორტული კომპლექსი ვარჩიეთ.” – განაცხადა სალხინაშვილმა, რომელიც ორ ცალ საქანელას სპორტულ კომპლექსს უწოდებს.