ეგ მაცნე ახლავე დაამწყვდიე. კორპუსისაკენ კი ვინმე გაგზავნე და ჩემი სახელით უბრძანე, ფეხი არ მოიცვალონ. დიდი ზარალი მოგვაყენეს იმ ოხრებმა და გათახსირებულებმა, ჩემო პოლკოვნიკო, დიდი ზარალი – დაფიქრებული მიმოდიოდა მარშალი ბეტანკური – და მთელი ამ ხათაბალიდან რაიმე ხეირიც უნდა ვნახოთ. ამიტომ ახლავე, სანამ დღეა, შინისკენ ღია საკაცით წაიყვანეთ გენერალი ხორხე, და იმის დაჭრას მთელი ქალაქი რომ შეიტყობს, ეგონებათ, რომ ცუდად გვაქვს საქმე, და ვისაც გულში რაიმე ცუდი უძევს, დრო დაგვიდგაო, ეგონებათ და აყრანტალდებიან. მთელი შენი გადაცმული ოფიცრიონი ქალაქში დაქსაქსე, ასი ყური და თვალი გამოიბან, და ჩემით უკმაყოფილოთა სიები დილითვე მომართვან. იმ დაბაა თუ რაღაც ჯანდაბას მიწასთან რომ გავასწორებთ, მერე საეჭვო ელემენტებისგან უნდა გაიწმინდოს დიადი კამორა. გასაგებია?
(გურამ დოჩანაშვილი, “სამოსელი პირველი“)
აი, ახლა, ქუთაისში აქცია დაიწყო და, თან ვწერ და თან ტელევიზორს ვუსმენ. დასანახი უკვე დავინახე და უკვე ზუსტად და საბოლოოდ ვიცი, რომ იქ, „ხელისუფლების ერთი შტო და ორი ყლორტი“ რომ ჰქვიათ, ასევე საბოლოოდ და ზუსტად იციან, რომ „არ გვეშინია!!!“ და თვითონ არიან შეშინებულები.
ორი კითხვა: „ვისი გვეშინოდა?“ და „რატომ უნდა გვეშინოდეს?“
ჯერ პირველ კითხვას გავცემ პასუხს და მეორის, რიტორიკულის, პასუხი თავისთავად მოვა.
ნიუსი: „მთავარი პროკურატურა საქართველოს უმაღლესი სასწავლებლების იურიდიული ფაკულტეტების სტუდენტებს დანაშაულის პრევენციის პროექტების შემუშავებაში მონაწილეობას სთავაზობს და კონკურსს აცხადებს... გამარჯვებული წინადადებების ავტორებმა დასრულებული პროექტები უნდა წარადგინონ.
მასში მკაფიოდ უნდა ჩანდეს პრევენციული ღონისძიების მიზანი, მიღწევის საშუალებები და განხორციელების ვადები, პროექტის დადებითი და უარყოფითი მხარეები... გამარჯვებული პროექტის ავტორები გაივლიან ერთთვიან პრაქტიკას საქართველოს პროკურატურაში...“
არ ვიცი, ვინ გაიმარჯვებს აღნიშნულ კონკურსში, მაგრამ ის კი ვიცი, ვის გამარჯვებას ისურვებდნენ იმ „მთავარ პროკურატურაში“ სხვანაირად „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ რომ უწოდებენ.
დედა – ბოზი, მამა – უსაქმური, ლოთი, ნარკომანი. თვითონ – ბევრს კითხულობდა, მაგრამ ვერაფერს იგებდა; ვერავისთან მეგობრობდა, უბნის ინსპექტორის გარდა; ვერავისთან ურთიერთობდა, გარდა სკოლის დირექტორისა და ნაცმოძრაობის კოორდინატორისა; არსად ეთქმოდა და არსად ეთქმის სიტყვა, სტუდკავშირის გარდა; ვერსად წარმოუდგენია საკუთარი თავი, გარდა გამგეობისა, სამხარეო ადმინისტრაციისა, პარლამენტისა და ავლაბრის რეზიდენციისა; არასოდეს გაუსინჯავს ხაში; ხინკალს დანა–ჩანგლით მიირთმევს და გოგონებს მხოლოდ ამერიკის პრეზიდენტებიანი მწვანე ქაღალდებით აბამს. უვიცია და ბოროტია, რადგან მამა, რომლის ვინაობაც ახლახანს შეიტყო – უსაქმური, ლოთი და ნარკომანია, დედა – ბოზი. ოცნებობს ხელისუფლებაში მოსვლაზე, რათა ვეღარავინ დაუძახოს ბოზიშვილი, მაგრამ ხვდება, რომ მაინც ბოზიშვილად დარჩება. ხვდება და, უფრო ბოროტია, ვიდრე მაშინ, ჯერ კიდევ რომ არ იცოდა, ბოზიშვილი რომ იყო.
აი, ასეთების გვეშინოდა და მეორე კითხვაზე პასუხი ისევ კითხვაა – ასეთების როგორ უნდა გეშინოდეს?!
ეს ყველაფერი ისე – დროში და სივრცეში ორიენტაციისთვის, ბარაქიანი ოქტომბრისთვის და წიწილებისთვის, რომლებსაც ნოემბერში დავითვლით. ხოლო ხელისუფლება დადგეს და თვალოს, რამდენი კაცი დაესწრო აქციას თბილისში, რამდენი დაესწრო ქუთაისში და რამდენი დაესწრება თელავში, ზუგდიდში, ბათუმში და ამბროლაურის რაიონის სოფელ შხივანაში.
არაკაცები ითვლიან და ჯობდა, ჯერ საკუთარი მამების რაოდენობა დაეთვალათ. არაკაცები ითვლიან, ეშინიათ და ვერ ითვლიან. მათ ეშინიათ... შიში მამაძაღლია, მათი შიში ბოზიშვილია.
შეშინებულების ამბავი: „მიკროავტობუსებში რადიოსაშუალებებზე ხმოვანი სიგნალები გაითიშება, - შესაბამისი განცხადება კომპანია „თბილისის მიკროავტობუსმა“ დღეს გაავრცელა. განცხადებაში აღნიშნულია, რომ კომპანიებს, რომლებიც უზრუნველყოფენ ქალაქ თბილისში მგზავრთა გადაყვანას ახალი, ყვითელი მიკროავტობუსებით, გაფორმებული აქვთ ხელშეკრულება დამოუკიდებელ იურიდიულ პირთან სარეკლამო მომსახურების თაობაზე. ხელშეკრულების მიხედვით, სარეკლამო კომპანია ვალდებულია უზრუნველყოს მიკროავტობუსებზე გარე რეკლამის განთავსება, ხოლო სამარშრუტო ტაქსების სალონში მონიტორების დამონტაჟება, სადაც განთავსდება სხვადასხვა ხმოვანი სარეკლამო რგოლები...“
მოკლედ – რეკლამაო, და თუ მანამდე მარშუტკებში ამაოდ ველოდით მორისონს, გილანს, პლანტს და უოტერსს, ახლა, დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, ყოველ დღე გვექნება ბედნიერება მოძრაობაში ვუსმინოთ უძრავ ბაქრაძეს, ლოქოს ქინძმარში – ვაშაძეს, მედროვეთუხუცესს – წერეთელს და მის აღმატებულებას, სააქციო საზოგადოება „საქართველო ძაღლებსა და ღორებს“ საკონტროლო პაკეტის მფლობელს, მიხეილ სააკაშვილს. „როგორც მოქალაქე, გავიზიარებდი იმ აზრს, რომ კარგია, იქ მშვიდი და უსაფრთხო და დაპირსპირების გარეშე გარემო იყოს, რადგან ეს არის გარემო, რომელიც ადამიანს უქმნის დანარჩენ განწყობას“, – აცხადებს კერვალიშვილი. როგორც მოქალაქე, რუსუდან კერვალიშვილი მიკროავტობუსით მგზავრობის შემთხვევაში რადიოს, კერძოდ კი რადიო „მუზას“ მოუსმენდა“ – ეს ნიუსი ჩემმა მეგობარმა სააგენტომ გაავრცელა.
დარწმუნებული ვარ, რომ შეეძლოთ, „ცენტრ პოინტის“ ყოფილი კლიენტები კერვალიშვილს დასვამდნენ და იმ რეკლამებს მოასმენინებდნენ, რომელმა რეკლამებმაც მათ ბინები დააკარგვინა, ხოლო კერვალიშვილებს შესძინა აგარაკები.
„ამ საკითხის პოლიტიკურ ჭრილში გადაყვანა არა მგონია მიზანშეწონილი იყოს“, - განაცხადა ლაშა თორდიამ და დასძინა, რომ სურვილის შემთხვევაში, მგზავრებს შეეძლებათ საკუთარი ტელეფონების ან რადიომიმღებების საშუალებით მოუსმინონ სასურველ რადიოს.
ლაშა თორდია... რომელი სახეობის თევზი წარმოგიდგებათ თვალწინ ამ გვარ–სახელის ხსენებისას? და ის თევზი ცოცხალია, მკვდარი თუ მოხარშული? გამოშიგნული თუ შეშიგნული?
ჩვენში დარჩეს და, ამ საკითხის პოლიტიკურ ჭრილში გადაყვანა მართლაც უმართებულოდ მიმაჩნია. არავითარი პოლიტიკა – ყველაფრის თავი და თავი არის მიხეილ სააკაშვილის ავადმყოფური ეჭვიანობა და კონკურენციის შიში. ხომ გახსოვთ, ადრე იტყოდნენ და, შესაძლოა, ახლაც ამბობენ – რადიო გადაყლაპაო. ლაქლაქა კაცზე იტყოდნენ ხოლმე, რომ ლაყბობს და აღარ ჩერდება, ყველას რომ თავს აბეზრებს...
„წყალტუბო მსოფლიო მნიშვნელობის კურორტი გახდება და კიდევ უფრო მიმზიდველი იქნება ტურისტებისთვის, ხოლო ახალი სასტუმრო, აღმოსავლეთ ევროპის საუკეთესო სასტუმროებს გაუწევს კონკურენციას...“
„აქ შემოდის ავიაკომპანია, რომელიც თავიდან მგზავრებს ქუთაისიდან კიევში 22 ევროდ გადაიყვანს. კიევიდან კი მათ მხოლოდ 15-20 ევროს დამატება მოუწევთ, რომ მაგალითად ლონდონში გადავიდნენ. 22 ევროდ ტაქსი არ ჩაგიყვანს ხაშურიდან ქუთაისში, თუმცა აქ შეიქმნა შესაძლებლობა, რომ ამ ფასად ბოინგმა ჩაგიყვანოს ევროპაში. აი, ესაა კოპიტნარის აეროპორტის მთავარი დანიშნულება. ამიტომ იდება აქ ფული...“
„როცა ამბობენ, თუ ვინ იფრენს კოპიტნარის აეროპორტით, ვინ იფრენს და ქართველი ხალხი, ვისაც დღეს ყვლეფენ ავიაკომპანიები. ყვლეფენ თბილისის აეროპორტში. ასევე უსამართლოდ მაღალი ტარიფებია ბათუმის აეროპორტში...“
ახლა, რომ გავყვე და გამოვყვე, ერთი ტომი არ ეყოფა იმის ჩამოთვლას და გახსენებას, რაც გასულ კვირაში პოლკოვნიკის ძმისშვილმა ეფრეიტორმა ილაყბა და ილაქლაქა (საბჭოთა ჯარში არსებობდა ასეთი გამოთქმა – „ლუჩშე იმეც დოჩ პრასტიტუტკუ, ჩემ სინა ეფრეიტორა). ისე, ერთი წამით გავიხსენოთ ძველი ნალაყბლაქლაქევი და დასკვნაც სახეზეა – ეფრეიტორმა რადიო გადაყლაპა. ეფრეიტორმა გადაყლაპა „საზოგადოებრივი რადიო“ და რადიო „იმედი“ და ახლა კონკურენციის ეშინია. სხვათა შორის, რამდენადაც ჩემმა მეგობარმა სააგენტომ მაცნობა, რადიო „იმედის“ ხელმძღვანელობა მართალია თავს სააკაშვილის კუჭში თბილად გრძნობს, მაგრამ შიშით ელის იმ დღეს, როდესაც კუჭიდან გამოსვლა მოუწევს.
სხვა ამბები, თუმცა – არც თუ ისე სხვა და ორი ერთნაირი.
პირველი – აგრარულ უნივერსიტეტში ქართულ-გერმანული თანამშრომლობის ფარგლებში შექმნილი ეკოლოგიური სოფლის მეურნეობისა და ბუნების დაცვის განყოფილების მუშაობის შემაჯამებელი კონფერენცია გაიმართა.
მეორე – სამედიცინო უნივერსიტეტში პარაზიტოლოგიის პრობლემებზე შემეცნებითი ღონისძიება – Save Your Life გაიმართა. ღონისძიება სამედიცინო პარაზიტოლოგიის პრობლემებისა და მათი აქტუალობის საკითხებს მიეძღვნა. აღნიშნული საკითხებისა და „ჯანსაღი ცხოვრების წესის პროპაგანდის მიზნით“, 5 ივნისს ენგურის ხიდიდან ზუგდიდის ცენტრამდე გაიმართა მარათონი.
ორივე ამბავი ერთ ამბავში გადის, თუმცა მეორე გაცილებით მასშტაბურია. ახლავე აგიხსნით. პირველ ამბავში – ეკოლოგიური სოფლის მეურნეობისა და ბუნების დაცვა – მეცნიერებმა მხოლოდ ზაზა გოროზიასა და გოგა ხაჩიძეზე იმსჯელეს, ხოლო მეორე ამბავში – პარაზიტოლოგიის პრობლემები – საუბარი იყო ყველა პარაზიტზე. პირველ ამბავში მხოლოდ ეკოლოგიისა და სოფლის მეურნეობის გადარჩენაზე იყო საუბარი, მეორე ამბავში კი მეცნიერებმა პრობლემის კომპლექსური გადაწყვეტის მეთოდს დაუჭირეს მხარი.
მართლაც, რა ბედენაა პოლიტიკურ მოუსავლეთში მხოლოდ გოროზიასა და ხაჩიძის გაგზავნა მაშინ, როდესაც აქვე არიან და ჩაყვითლებულ კბილებს ილესავენ დანარჩენი ნაც–პარაზიტები? მაგალითად – ფეხბურთში მოკალათებულები, რომლებმაც გასულ კვირაში იმ თემაზე ისაუბრეს, რა თემაზე საუბრის არანაირი მორალური უფლებაც არ გააჩნიათ.
ნიუსი: „საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია(სფფ) საფეხბურთო ეთიკის კოდესსა და ეთიკის კომიტეტს აყალიბებს. ეს გადაწყვეტილება ფეხბურთის ფედერაციის აღმასრულებელი კომიტეტის წევრებმა დღეს გამართულ სხდომაზე მიიღეს. ეთიკის კოდექსი და კომიტეტი საფეხბურთო კლუბებს შორის დავების გადასაჭრელად და საჭიროების შემთხვევაში, სანქციების განსაზღვრის მიზნით იქმნება“.
იყო დრო და მომენტი, ეთიკაზე საუბრობდა დომენტი. მოვა დრო და მომენტი, სიტყვას იტყვის დომენტი.
რა სიტყვას იტყვის დომენტი? დომენტი იტყვის, რომ ფეხბურთს შუშანიკის დროიდან ვთამაშობთ; დომენტი იტყვის, რომ ხორვატიაში მატჩი „რომის პაპას“ ვიზიტის გამო გადაიდო და იტყვის, რომ... ჯერ სანამ რამეს იტყვის, ჯერ ის გვითხრას, რატომ ზის გიორგი დემეტრაძე ციხეში და რატომ თამაშობს ფეხბურთელ–მაქინატორი გიგა ბეჭვაია ვანო მერაბიშვილის ოცნების გუნდში – გორის „დილაში“.
დომენტი ცირკის დირექტორი იყო ერთ დროს და ახლაც ცირკის დირექტორია...
რადგან ფეხბურთზე... ევრო–2012 დაიწყო და პირველივე თამაშის წინ ჩემი უსაყვარლესი „ინტერპრესნიუსის“ საიტზე ასეთი რამ ამოვიკითხე: „ვარშავაში პოლონელმა, რუსმა, ბერძენმა და ჩეხმა გულშემატკივრებმა გუნდების გამხნევება უკვე დაიწყეს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ ვარშავაში მყოფმა სპორტულმა მიმომხილველმა დავით ქლიბაძემ აცნობა, რუსი ქომაგების სიმრავლე ქალაქის ცენტრში ჯერ კიდევ გუშინ შეიმჩნეოდა. უკვე დღეს კი ბერძნები და ჩეხებიც მრავლად გამოჩნდნენ“.
ისევ ქლიბაძე... მარადონა პელეა? თუმცა, ეგ იქით იყოს, აქ მთავარი ის არის, რომ „პოლონელმა, რუსმა, ბერძენმა და ჩეხმა გულშემატკივრებმა გუნდების გამხნევება უკვე დაიწყეს“. რატომ არის მთავარი? ეეე... ხომ გახსოვთ, სააკაშვილი სლოვენიაში ბავშვების თამაშის სანახავად რომ გაფრინდა და თვგასიებული ჩიტიძე და პირბანჯგვლიანი ნასარიძე რომ იძახდნენ, ქართველების გასამხნევებლად წავიდაო.
გასული ოქტომბერი, ბიძინა, „ქართული ოცნება და მომავალი ოქტომბერი – ეს ოთხი ფაქტორი რომ არა, დაშნაკჩოყლაყი ახლა კიევში იქნებოდა და საკითხავი მხოლოდ ის არის, ვის გაამხნევებდა – ჰოლანდიელებს თუ იტალიელებს? მავანი იტყვის – ჰოლანდიელებსო და ამას ცოლეურის სიყვარულით ახსნის. მავანი იტყვის იტალიელებსო, რადგან იმ დღეს მილანში საათი შეიძინა. ვიღაცა უკრაინის ვერსიას მიაწვება – იქ სწავლობდაო.
არა, არა და არა!!! სააკაშვილი გაამხნევებდა რუსებს, რადგან ბიძა, თემურა–ძია... მადლიერების გრძნობა ერთადერთი დაავადება რომ იყოს, სააკაშვილი უკვდავი იქნებოდა. არ იცის რა არის მადლიერება, მაგრამ გამონაკლისი წესს აქაც ადასტურებს. სააკაშვილი მადლიერია დედის, რადგან მრავალფეროვანი ბავშვობა ჰქონდა, და მადლიერია ბიძის, რადგან მისი სტუდენტობა იყო მრავალფეროვანი.
გასული კვირა ჰილარი კლინტონმა გაგვიმრავალფეროვნა და კარგადაც გვაცინა, როდესაც ასეთი შეკითხვა დასვა: „რატომ არის, რომ 2012 წელს, თქვენი ქვეყანა, თქვენი ხელისუფლება, თქვენი მთავრობა ასე მნიშვნელოვანია ყველგან...“
მთავრობას და ხელისუფლებას გაეხარდათ, მაგრამ იმას, რაც ზვიად–პროვოკატორის ჰილარი ბიცოლამ იგულისხმა, ძალიან ზუსტად მიხვდა მთელი ქაართველი კაცობრიობა და, სხვათა შორის – ქალობრიობაც.
რატომ არის ასეთი მნიშვნელოვანი აჰმადინეჯადი? რატომ არის ასეთი მნიშვნელოვანი ასადი? რატომ არიან ასეთი მნიშვნელოვნები მუბარაქები, კიმ ჩენ ირები და მათი გოთვერანნი ძმანნი?
უხაროდათ ქლიბებს – მაგარი ტიპები ვართო, მნიშვნელოვანებიო...
კი, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია ოპერა, თეატრი, კინო... ხელოვნება – ზოგადად, მაგრამ ასევე მნიშვნელოვანია საპირფარეშო და ტუალეტის ქაღალდი. „ლა სკალა“ რომ „ლა სკალაა“ იქაც კი არის ტუალეტი, რადგან მნიშვნელოვანია.
ჰოდა, პროვოკატორის ბიცოლა სწორედ ამ სახის მნიშვნელობაზე საუბრობდა, როცა საქართველოს მთავრობა და ხელისუფლება ახსენა.
სააკაშვილი მაგას ვერ გაიგებდა და ვერც გაიგო. ეგონა, შემაქოო და ამერიკის სახელმწიფო მდივანს „საპასუხო“ კომპლიმენტი თხლიშა: “ძველი ქართველები გარეგნობით თქვენნაირები იყვნენ. მაგრამ დროთა განმავლობაში ჩემნაირები გახდნენ. მაგრამ გვინდა თქვენნაირები ვიყოთ...“
რით ვერ გაჩუმდა? რით ვერ დაწყნარდა? რით ვერ დადუმდა და რამდენი რადიო უნდა მოინელოს მაგ ჩემის რადიომაუწყებელმა?
გავდივარ ბოლოსკენ და ერთი ამბავი უნდა გითხრათ და ერთი პროგნოზი უნდა გავაკეთო.
ამბავი: თელავის ვაჟა-ფშაველას სახელობის დრამატული თეატრის დასს ახალი მმართველი - პაატა გულიაშვილი კახეთის ვიცე-გუბერნატორმა გიორგი სიბაშვილმა წარუდგინა.
პროგნოზი: თელავში ახალ სპექტააკლებზე მუშაობა დაიწყება. ესენია: „სააკაშვილი ნოემბერში“, „ბაქრაძე აგვისტოში“ და „გიგი წერეთელი ყველგან, ყველაში და ყოველთვის“.
რატომ ვაკეთებ ასეთ პროგნოზს. ასეთ პროგნოზს იმიტომ ვაკეთებ, რომ გულიაშვილი „რუსთავი–2“–ის თანამშრომელია.
რა – არ არის საკმარისი არგუმენტი?
და, საერთოდ, ბევრი რამ არის საკმარისი და ვიფიქრებ მე, ბევრ რამეზე...
ახლა კი, სულ კარგად ბრძანდებოდეთ.
ბ.თ. (ბოზიშვილებო, თქვენ) – შვიდი არუფა რომ დამახვიო,მაინც არაფერს გეტყვი, ვირიშვილო შენ... – თქვა მანუელომ.
– არუფა კაცი გგონია, არა? – ზედ კართან შედგა დიდი მარშალი, თვალმოჭუტულმა გამოხედა, გააჟრჟოლა.
– აბა, ქალია? ამისი თუა, კარგი იქნება – პოლკოვნიკისკენ ნიკაპი გაიშვირა მანუელომ – ქალების ჭკუა...
– ნახავ, რაც არის...
– შენნაირი ოხერის მერე არაფერი გამაკვირვებს, ნაძირალების ჭკუა–გონების სალაფავო, შენ... იმასაც ნახავ, რასაც გაიგებ.
(გურამ დოჩანაშვილი, “სამოსელი პირველი“)