„სარეკლამო ჭრის დროს წყალი შევასხი ვაჟბატონ ნასარიძეს“ (VIDEO)

„სარეკლამო ჭრის დროს წყალი შევასხი ვაჟბატონ ნასარიძეს“ (VIDEO)

გუშინ თეა სიჭინავას გადაცემა „არგუმენტებში“ ჟურნალისტ ალეკო ელისაშვილსა და საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრ გიგა ნასარიძეს შორის სიტყვიერი შეკამათება მოხდა, რაც კინაღამ ფიზიკურ დაპირისპირებაშიც გადაიზარდა.

დაძაბულობის განსამუხტავად წამყვანმა სარეკლამო ჭრა გამოაცხადა, თუმცა, როგორც ალეკო ელისაშვილი Presage.tv-სთან საუბარში იხსენებს, მან ნასარიძის დემაგოგია ვეღარ მოითმინა და სწორედ სარეკლამო ჭრის დროს წყალი შეასხა ოპონენტს.

ყველაფერი კი ასე დაიწყო: თეა სიჭინავას სტუმრები მიმდინარე მოვლენებს განიხილავდნენ, მათ შორის, ჰილარი კლინტონის ვიზიტს და მისი დანაბარების ინტერპრეტაციას ხელისუფლების მხრიდან. გიგა ნასარიძისთვის მოულოდნელი არაფერი ყოფილა და ყველა მოვლენას, რაც კი ჰილარი კლინტონის ვიზიტის შემდეგ ელვის უსწრაფესად განვითარდა, დადებითად ან ჰიპერბოლიზილებულად აღიქვამდა. კერძოდ, მოჭიდავე ამბაკო ავალიანის გატაცებას, ლადო ვარძელაშვილთან მის გამოკეტვას, სამარშრუტო ტაქსებში რადიოს პოლიტიკური ნიშნით აკრძალვას, კონტროლის პალატის მხრიდან მხოლოდ „ქართული ოცნების“ დაჯარიმებას და თვალის დახუჭვას საკრებულოს წევრ გველუკაშვილის მიერ, რუსთავში ნაციონალების სასარგებლოდ ამომრჩევლისთვის ცხვრისა და ღვინის დარიგებაზე... ამ ყველაფერმა ალეკო ელისაშვილის გაღიზიანება გამოიწვია, რასაც სიტყვიერი კამათი მოჰყვა.   

თქვენსა და გიგა ნასარიძეს შორის შელაპარაკება მოხდა, რაც პირდაპირ ეთერში იხილა მაყურებელმა, მაგრამ რა ხდებოდა სარეკლამო ჭრის დროს?

- პირდაპირ ეთერში ჩანდა, რომ შევკამათდით, ისეთ დემაგოგიურ რაღაცებს ამბობდა, თავი ვერ შევიკავე. სარეკლამო ჭრის დროს წყალი შევასხი ვაჟბატონ ნასარიძეს.

გიგა ნასარიძის რეაქცია როგორი იყო?

- არაფერი, კინაღამ ვიჩხუბეთ, დაცვა ამოვიდა „მაესტროში“ და გაგვაშველეს, მთელი ამბავი იყო, მაგრამ შემდეგ თეა სიჭინავამ მთხოვა, რომ გადაცემა ვარდებოდა და ძალიან გთხოვთ, მშვიდად განვაგრძოთო. ასეთი პირობა მქონდა, წესიერად ილაპარაკე-თქო და, თუ იქედნური გამოხტომები არ იქნება, ვილაპარაკოთ-მეთქი. მერე დაიწყო „ბატონი კავკასია გააჩუმეთო“ და ისეთი რამ თქვა, რომ თავი ვეღარ შევიკავე, ავდექი და კინაღამ ეთერშივე ვცემე. იქვე დაცვა იყო მობილიზებული და მორჩა თუ არა გადაცემა, იმ წამში „მაესტროს“ დაცვის ბიჭები შემოვარდნენ და შუაში ჩაგვიდგნენ. ერთი-ორი სიტყვიერი შეპასუხება იყო და გაგვაშველეს.

როგორ დასცილდით ერთმანეთს?

- ის დაცვამ გაიყვანა, მე კიდევ დაცვამ სტუდიაში დამტოვა... რაღაცები მივაძახ-მოვაძახეთ ერთმანეთს. მოკლედ, დაცვამ გამარიდა.

შემდეგშიც რომ მოგიწიო მის პირისპირ დებატებში ყოფნა, როგორ მოიქცევი? ან შენს გადაცემაში ვევ არა?

- მაგას ახლა როგორღა მოვიწვევ გადაცემაში?! თვითონ ისეთი უტიფარია, შეიძლება, მოვიდეს კიდეც, მაგრამ არანაირად არ მოვიწვევ. ამოვიდა ეგ ტიპი ყელში.

თუმცა მსგავსი პერსონები პერიოდულად სტუმრობენ ხოლმე კავკასი, მაესტროს ეთერს და მაყურებლებიც შენიშვნებს გამოთქვამენ მასთან დაკავშრებით, რომ მათ მოწვევა არ ღირს. მიხეილ თავხელიძ პერსონასაც გაგახსენებ.

- როგორ არის, იცი? ჩემს გადაცემაში ჩემი ნერვების ხარჯზე კიდევ ბევრ რამეს ვითმენ ხოლმე, რადგან მასპინძელი მე ვარ და, ამდენად, უფრო მეტი თავდაჭერილობა მმართებს, აქ კი ვეღარ შევიკავე თავი. სიმართლე გითხრათ, არ ვიცი, რა მეტაკა, იმ დღეს ძალიან მძიმე დღე მქონდა, უამრავი გაჭირვებული ადამიანი შემხვდა. ეს დღეები ყველა შემომჩიოდა, მე კი ნერვები მეშლება, რომ ამ ხალხს ვერაფრით ვეხმარები. ეს კაცი კი დგას და ზღაპრებს ყვება. ახლა სტუმრად რომ ვიყავი, უფრო მეტის უფლება მივეცი ჩემს თავს. რა ვიცი, ამის გამო ბევრი მაქეს, მაკრიტიკეს კიდეც, ვერ გავიგე. ბოდიში მაყურებელს მოვუხადე ემოციისთვის, თორემ ნასარიძისთვის კი არ მომიხდია და არც მოვუხდი.

თეა სიჭინავას რომ ვცემ პატივს, იმიტომ იყო, რომ ჩემს თავს გადავაბიჯე და წყლის შესხმისა და მთელი ამბის შემდეგ დავრჩი სტუდიაში, ისევ მოვბრუნდი.

თუ ფიქრობდი, რომ შენს წინ იჯდა ცინიკოსი ადამიანი, რომელსაც ჩვეულებრივი ადამიანების ბედი არ აინტერესებდა, ხომ არ ჯობდა, თავიდანვე განრიდებოდ? თუ არ გინდოდა, ჩაგეგდო გადაცემა?

- არ მინდოდა, თეა სიჭინავასთვის გადაცემა ჩამეგდო, თორემ, თავიდანვე არ მქონდა მასთან ლაპარაკის სურვილი. უბრალოდ, ჩემი ძალიან ახლობლები არიან „მაესტროელები“ და უარი ვერაფრით ვუთხარი. თორემ, სიკვდილი მერჩივნა იქ მისვლას და იმის ზღაპრების მოსმენას. თანაც, რა არის, იცით, ეს რომ ჩვეულებრივი ტიპი იყოს, ნასარიძე, კიდევ არაფერი, მაგრამ ეს კაცი არის საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს ხელმძღვანელი და ჩვენგან იღებს ხელფასს. როცა ასეთი პოზიცია აქვს, რომ არაამქვეყნიურია და მზად არის, ყველაფერი გაამართლოს და „გააპრავოს“, რასაც ჩვენი ხელისუფლება ამბობს, შემაშფოთებელი ფაქტია.

მაგალითად, მიშა თავხელიძე არ არის სამეურვეო საბჭოში და რასაც ამბობს, თავისით ამბობს, გინდაც ეს საზოგადოებისთვის მიუღებელი იყოს. მაგალითად, ნიკა ჩიტაძეც, მაგრამ ნასარიძე სამეურვეო საბჭოშია და საზოგადოებრივი მაუწყებლის პოლიტიკას განსაზღვრავს, ეგ არის უბედურება, რომ ის ჩვენს ხელფასს იღებს, 46 მილიონს ხარჯავს. ამან უფრო გამამწარა, ამაზე გავცოფდი უფრო მეტად.

თავხელიძეს რა, მოუსმენ, გაატარებ, მაგრამ ასეთი ტიპი რომ პოლიტიკას განსაზღვრავს, აშტერებს ხალხს... ვახსენე კიდეც, აქლიავებენ ხალხს-მეთქი.

არ ფიქრ, რომ მას ევალება, სტად ასეთ ნათ ფერებში დაინახოს რეალობა, რადგან, როგორც თქვი, მდენ თანხას აძლევენ.

- ზუსტად დამოკიდებულია და უბედურებაა, რომ ასეთი კაცი განსაზღვავს საზოგადოებრივი მაუწყებლის, ანუ ჩვენი, ყველას ტელევიზიის პოლიტიკას, როცა ასე ცალმხრივად, მიკერძოებულად მარტო ერთს ხედავს და სხვას ვერაფერს ხედავს და ყველაფერი მოსწონს. დაუშვებელია, ასეთი კაცი მუშაობდეს სამეთვალყურეო საბჭოში.

კონკრეტულად რაზე გაბრაზდი, იქნებ, ეთერში რაც არ ჩანდა, რაღაც შიდადინებები“?

- არანაირი შიდა დინება არ ყოფილა, უბრალოდ, ძალიან მძიმე დღე მქონდა. მეც ადამიანი ვარ, ამ ხალხს აქვს ჩემი იმედი და, რომ ვერ ვეხმარები, განვიცდი. ამაზე ძალიან ვიბოღმები ხოლმე. მერე ეს „ჭრელო პეპლები“ დადგებიან და არაამქვეყნიურ რაღაცებს ყვებიან. ტუტუცურად მზად არიან, ყველაფერი გაამართლონ. სიმართლე გითხრათ, ასეთი ხალხის მოსმენა ცოტა მიჭირს. იმ დღის მერე, როცა საწყალ ხალხთან მქონდა ურთიერთობა, ზოგი რას შემომჩიოდა, ზოგი რას, და გავცოფდი. ამან რომ დაიწყო, გამახსენდა, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლიდანაა, თან ისიც გამახსენდა, რომ ჩემგან იღებს ხელფასს და ჩემს შვილებს აკლდებათ ფული, რომ ასეთ იდიოტებს მისცენ, მერე ვბრაზდები.

განსაკუთრებით გაღიზიანდით, როცა მან ახსენა კონტროლის პალატა, ალბათ, გამოკვლია რუსთავში ამომრჩევლის მოსყიდვის ფაქტიო.

- ჰო, მაგან საერთოდ გამაგიჟა. ასეთ ტერმინებს იყენებდა - „ალბათ,“ შესაძლოა“, რაღაც ზღაპრებს თხზავდა, არასერიოზული, უსირცხვილო ტიპები არიან. რაც გუშინ ვთქვი, იმას ვიმეორებ, სწორედ ეს არის სახელმწიფოს მტრობა, ასეთი ხალხი ანადგურებს ამ ქვეყნის მომავალს, რომლებიც მზად არიან, ყველაფერზე კვერი დაუკრან. ვისაც უნდა, მეკამათოს, მაგრამ ჩემზე მეტად ოპოზიცია მას არ გაუკრიტიკებია და ყოველთვის ყველას გავაკრიტიკებ, რადგან არც ივანიშვილისკენ ვარ და, მით უმეტეს, არც სააკაშვილისკენ. მე ვარ სიმართლისკენ, ისე, როგორც მე აღვიქვამ. არ ვამბობ, რომ ჭეშმარიტებებს ჩავწვდი ამ ქვეყანაზე, მაგრამ, როგორც აღვიქვამ მოვლენებს, ვცდილობ, სამართლიანი ვიყო, ასეთად დავრჩები. არც არავის დაფინანსებაზე არ ვარ და არც პოლიტიკურ ფულს ვიღებ, მისგან განსხვავებით.