ქუთაისის პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე დამხმარე ნაგებობის ხარაჩო ჩამოინგრა

ქუთაისის პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე დამხმარე ნაგებობის ხარაჩო ჩამოინგრა

ქუთაისის მშენებარე პარლამენტის შენობის ერთ-ერთი დამხმარე ნაგებობის ხარაჩო ჩამოინგრა. გავრცელებული ინფორმაციით, 22 ადამიანი დაშავდა. სავარაუდოდ, არიან გარდაცვლილებიც. თუმცა მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ მხოლოდ ერთი ადამიანი დაიღუპა.

მომხდარის შესახებ Presage.tv-ს რესპუბლიკური პარტიის ქუთაისის ორგანიზაციისა და კოალიცია „ქართული ოცნების“ წევრმა ნატო ქათამაძემ აცნობა. ამ დროისთვის ქუთაისში ყველაფერს სამართალდამცავები აკონტროლებენ, პარლამენტის მიმდებარედ კი გზები გადაკეტილია და ჟურნალისტებისთვის კომენტარი არ კეთდება.

როგორც მოსალოდნელი იყო,  ქუთაისის პარლამენტმაც იგივე ბედი გაიზიარა, რაც რევოლუციურ საქართველოში ნაჩქარევად აშენებულმა არაერთმა ნაგებობამ. ამას სამშენებლო დარგის ექსპერტები ადრევე წინასწარმეტყველებდნენ Presage.tv-სთან საუბარში, მით უფრო, რომ ამ პარლამენტის საძირკვლის გაჭრაც ტრაგიკული მოვლენით აღინიშნა და მის ადგილას მდებარე გმირთა მემორიალის აფეთქებას დედა-შვილი ჯინჭარაძეები ემსხვერპლნენ.

მართალია, კომპანია „კავკასუს როუდ პროჯექტის“ წარმომადგენელი, მშენებლობის პროექტის მენეჯერი კობა გელაძე ირწმუნება, რომ „თავად შენობას საფრთხე არ ემუქრება და დაშავებულთა შესახებაც ინფორმაციას არ ფლობს, მაგრამ ადგილობრივი მკვიდრნი სულ სხვა ინფორმაციას ავრცელებენ. პარლამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ინფორმაციის დეპარტამენტის უფროსის მაკა გიგაურის მტკიცებით კი, ქუთაისის პარლამენტში არანაირი ნგრევა არ მომხდარა და მხოლოდ დამხმარე ნაგებობა ჩამოინგრა.

ნატო ქათამაძე, რომელიც ჩვენთან საუბრისას ზუსტად ქუთაისის პარლამენტის შენობის წინ იდგა, აცხადებდა, რომ მიმდებარე ტერიტორიაზე დიდი აჟოტაჟი და მობილიზება იგრძნობოდა.

„ჩემთვის უცნობია, რა ჩამოინგრა შიგნით, თუმცა ეჭვი იმისა, რომ ნამდვილად არის მსხვერპლი, რეალურია. სამხარეო პოლიციის თანამშრომლები გამაგრებულნი არიან პარლამენტის წინ და არავის არ უშვებენ, არცერთ მედიასაშუალებას გადაღების საშუალებას არ აძლევენ. ადგილობრივი მოსახლეობა ამბობს, რომ უკანა ეზოდან სამი სასწრაფო დახმარების მანქანა გავიდა, მაგრამ ამ ინფორმაციას პოლიციელები არც ადასტურებენ და არც უარყოფენ. გვამისამართებენ სამხარეო პოლიციის პრესსამსახურში, თუმცა ვერ გავიგე, პარლამენტიდან რატომ უნდა გადაგვამისამართონ პოლიციის სამმართველოში და მის პრესსამსახურში.

ჩემთვის გაუგებარია, როდესაც 26 მაისს პრეზიდენტმა გახსნა ეს შენობა, გვითხრა, რომ დამთავრებული იყო, ახლა კი პირველ სართულზე არსად მინები არ არის, ყველა მინა ჩამოცვივდა. თუ ეს მინები ასე ჩამოცვივდა, ეჭვი იმისა, რომ შიგნითაც ანალოგიური მდგომარეობა და მსხვერპლია, რეალურია. 

ინციდენტი რომელ საათზე მოხდა?

- როგორც მოსახლეობა ამბობს, 4:50 საათზე შეიტყვეს ამის შესახებ, რადგან სასწრაფო დახმარების მანქანები  პარლამენტის შენობიდან გამოდიოდნენ. პირადად მე ამას ვერ ვადასტურებ, თუმცა ეჭვები მაქვს, რადგან პოლიციელები პარლამენტის წინ არიან გამაგრებულნი, უკანა და წინა ეზოშიც და არავის არ აღებინებენ კადრებს.

რამდენი ადამიანი უნდა იყოს დაღუპული?

- ვერ ვიტყვი, ჩემთვის უცნობია.

იქნებ, უბრალოდ შემოსაზღვრეს ტერიტორია?
- ღმერთმა ქნას, მეც ეგ მინდა, რომ მსხვერპლი არ იყოს, მაგრამ შენობას სანამ ააგებდნენ, მემორიალის ნგრევას ორი ადამიანის დაღუპვა მოჰყვა. როგორც ჩანს, ძალიან დაწყევლილი ადგილია. ეჭვი იმიტომაც გაგვიმძაფრდა, რომ არავინ გვეკონტაქტება და ინფორმაციას არ გვაწვდის. მოგეხსენებათ, სასწრაფო დახმარების მანქანა ტყუილად არ შევა შენობაში და იქიდან სამივე ერთად არ გამოვა, თუ რაიმე უბედური შემთხვევა არ იყო.

ეს შენობა არ ფუნქციონირებდამარტო ერთადერთხელ, 26 მაისს ჩატარდა სხდომაამდენადმუშებს გარდა არავინ დაზარალდებოდა.

- დიახ, აქ შეიძლება, დაიღუპნენ მუშები, რადგან წინა ხედიდანაც, საიდანაც ამჟამად მე ვდგავარ და ვიყურები, რამდენიმე მუშა შედუღებით სამუშაოს აწარმოებს. ანუ შენობა დაუმთავრებელი იყო და მინები, რომლებიც ჩასვეს, ერთჯერადი აღმოჩნდა და ჩამოცვივდა. იქ მხოლოდ პარლამენტის საჩვენებელი გახსნა ჰქონდათ. მოსახლეობა ამბობს, რომ ხმაური შემოესმათ, თუმცა მედიისთვის ინფორმაციის მიცემის ეშინიათ. არ უნდათ, რომ ამ ინფორმაციის პირველწყარონი აღმოჩნდნენ.     

არასამთავრობო ორგანიზაცია „ჩემი საქართველოს“ გამგეობის წევრი ელისო კილაძე Presage.tv-სთან საუბარში აცხადებს, რომ იგი მომხდარში უკეთ გასარკვევად ქუთაისის პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიასთან მივიდა.

„გარეგნულადაც ეტყობა, რომ შენობა დანგრეული არ არის. როგორც ამბობენ, ხარაჩო ჩამოვარდა და მუშები დაშავდნენ. სასწრაფო დახმარების მანქანების მობილიზება არ შემინიშნავს. თავსხმა წვიმა იყო და მანქანიდან ვერ გადავედი. იყო პოლიციის რამდენიმე მანქანა და ადგილობრივების თქმით, სავარაუდოდ, ერთი მუშაა დაღუპული, ხოლო რამდენიმე დაშავებული პირი საავადმყოფოშია გადაყვანილი. ამდენად, ტყუილია, თითქოს შენობა ჩამოინგრა. ეს შენობის უკანა მხარეა და არა ფასადი“.