ლივ ტაილერი „Givenchy“-ის ახალი კოსმეტიკური საშუალებების სარეკლამო სახე გახდა(VIDEO)

ლივ ტაილერი „Givenchy“-ის ახალი კოსმეტიკური საშუალებების სარეკლამო სახე გახდა(VIDEO)

ზაფხულის  დადგომასთან ერთად ბუნებრივი თუ ხელოვნური რუჯების მიღების თემა დღითი უფრო აქტუალური ხდება. კოსმეტიკური ფირმების წარმომადგენლები ამ მხრივ უკვე დიდი ხანია მუშაობენ. ერთ-ერთმა, მათგანმა- „Givenchy“- იმ მომხმარებელს განსხვავებული საშუალება შესთვაზა, ეს არის ბრინჯაოსფერი ნამზეურის ეფექტის მომცემი „Croisiere“, რომლის პირველი ხაზის სახე ლივ ტაილერი გახდა.

 

ამერიკელი მსახიობი და მოდელი ლივ ტაილერი ერთ-ერთია იმ ვარსკვლავთაგან, რომლებიც რუჯს, არისტოკრატულ სიფერმკრთალეს არჩევს. კომპანიის სარეკლამო პოსტერებზე გოგონას სახეს ნამზეური ოდნავ ემჩნევა, ამ განსაკუთრებულ ეფექტს „Givenchy“-ის ხაზის ახალი საშუალებები იძლევა.

 

სარეკლამო ფოტოები ბილი ვაბდერპერემ გადაიღო. მისი ობიექტივის წინ ლივი  რიკარდო ტიშის დიზაინით შექმნილ სამოსში გამოწყობილი პოზირებდა. „Givenchy“- ის ბრენდს მსახიობი უკვე რამდენიმე წელია რეკლამას უკეთებს. ცოტა ხნის წინ „Givenchy Very Irresistible – Electric Rose“ -ის სუნამოს ახალი სარეკლამო რგოლი გამოვიდა, რომელშიც ლეგენდარული ჯგუფის,  Aerosmith - ის სოლისტის, სტივენ ტაილერის ქალიშვილი ამღერდა კიდეც.