მოხალისე პედაგოგი ქართველ ჯარისკაცს სექსზე უარის თქმის გამო უჩივის (VIDEO)

მოხალისე პედაგოგი ქართველ ჯარისკაცს სექსზე უარის თქმის გამო უჩივის (VIDEO)

გორის რაიონის სოფელ შინდისში მცხოვრებ, 22 წლის ჯარისკაცის ლ. ფ-შვილის ბრალდების საქმე, ამერიკელი პედაგოგის გაუპატიურების ფაქტზე, განსახილველად უკვე სასამართლოში გადაიგზავნა. მას 4-დან 6 წლამდე პატიმრობა ემუქრება. დაკავებული ჯარისკაცის ადვოკატი ფრიდონ მაღრაძე ამბობს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი დანაშაულს არ აღიარებს და საპროცესო შეთანხმების გაფორმებას არ აპირებს. ,,რადგანაც ჯარისკაცმა ამერიკელ პედაგოგს გაუკუღმართებულ სქესობრივ აქტზე უარი უთხრა, მოხალისე პედაგოგმა მას პოლიციაში უჩივლა.” – ამბობს ადვოკატი. 22 წლის ახალგაზრდის გათავისუფლების მოთხოვნით სოფელ შინდისში ასობით ხელმოწერა შეგროვდა, დადებითი დახასიათება დაწერეს შინდისისა და ვარიანის საჯარო სკოლების პედაგოგებმა. ისინი თანასოფლელის გათავისუფლებას ითხოვენ.

,,ამ ქალბატონმა ჯარისკაცთან ჯერ თავად დაამყარა გაუკუღმართებული ურთიერთობა, ხოლო შემდეგ იგივეს გამეორება მას მოსთხოვა. ქართველმა მამაკაცმა ამაზე უარი უთხრა. აქ საკითხავია, თუ ვინ ვისზე ახორციელებდა ძალადობას? ამის შემდეგ გაბრაზებული ქალბატონო წავიდა პოლიციაში და უჩივლა მას. როგორც ჩვენთვის ცნობილია, უცხოეთიდან ჩამოყვანილ პედაგოგებს აქვთ დაზღვევა, რომლის მიხედვით, რაიმე დაზიანების მიღების შემთხვევაში მათ დიდი ოდენობით ფულად კონპენსაციას აძლევენ. ჩვენ ვთვლით, რომ მოხალისე პედაგოგი სწორედ ამ გამორჩენის მიზნით უჩივის ჩვენს ჯარისკაცს. განათლების სამინისტროს ამ პედაგოგის შესახებ ინფორმაცია მოვთხოვეთ, თუ ვინ არის? საიდან მოვიდა? რა გამოცდილება ჰქონდა? ან რას საქმიანობდა ამერიკაში და ა.შ. არანაირი ინფორმაცია განათლების სამინისტრომ არ მოგვაწოდა” – ამბობს ადვოკატი.

დაკავებული ჯარისკაცი ჩვენებაში ამბობს, რომ გორში მდებარე კაფე ,,გრილ-ბარიდან” ის და ამერიკელი პედაგოგი ნაქირავებ ბინაში ერთად ტაქსით წავიდნენ. ,,ოთახის კარები კლიტით მქონდა დაკეტილი, თითქმის 10 წუთი მის გაღებას მოვანდე. თუ ძალით მიმყავდა სახლში, რატომ არ დაიყვირა და არ გააგებინა სხვებს საშველად? თავდაპირველად შევედი ვანაში, 10 წუთის შემდეგ გამოვედი და ამ ქალმა ჩემთან გაუკუღმართებული ურთიერთობა დაამყარა, ხოლო შემდეგ ანალოგიური მომთხოვა. ეს მე არ შევუსრულე და გაბრაზებული წავიდა ჩემგან. ცოტა ხანში პოლიცია დამადგა თავს” – ამბობს თავის ჩვენებაში. ჯარისკაცი.

შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს ამერიკელი პედაგოგის (27 წლის გოგონა ქალაქ კანზასიდან) სხეულზე და ტანსაცმელზე ჩატარებული ტრასოლოგიური, გენეტიკური და სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნები წარუდგინეს. სამივე დასკვნაში წერია, რომ ძალადობის ნიშნები არ იკვეთება. შეგახსენებთ, 2012 წლის 26 აპრილს, ამერიკელმა მოხალისე პედაგოგმა გორის პოლიციაში შეიტანა განცხადება იმის შესახებ, რომ იგი მისთვის დაუდგენელმა ახალგაზრდამ გააუპატიურა.

საქმის ვითარება:

2012 წლის 31 იანვარს საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ქალაქ კანზასიდან პროგრამის ,,ასწავლე და ისწავლე საქართველოსთან ერთად” ფარგლებში ჩამოვიდა დანიელა პ. და ის გორის რაიონის სოფელ ხელთუბანში ინგლისური ენის პედაგოგად გაანაწილეს. დაიქირავა ადგილობრივი მცხოვრების მარიამ შოშიაშვილის სახლის ოთახი, სადაც 2012 წლის აპრილამდე ცხოვრობდა.

2012 წლის 26 აპრილს, დანიელა პ. მეგობართან ერთად, რომელიც ასევე მოხალისე მასწავლებელია ერთ-ერთ სოფელში, გორში, ჭავჭავაძის ქუჩაზე მდებარე კაფე-ბარ ,,გრილ-ბარში” შევიდა. იქ მათ სამი ქართველი ახალგაზრდა მამაკაცი დახვდათ.

,,მე და ჩემი მეგობარი დავსხედით ერთ-ერთ მაგიდასთან და კოქტეილი შევუკვეთეთ. რამდენიმე ხნის შემდეგ ჩვენს მაგიდასთან მოვიდა დაახლოებით 25 წლის მამაკაცი, რომელიც არის დაახლოებით 165 სმ. სრული, სპორტული აღნაგობის და გადაპარსული თმით. სწორედ აღნიშნულ პიროვნებას ბარში ერთი კვირის უკან შევხვდი. ვსაუბრობდით გაუმართავ ინგლისურით, ხოლო აღნიშნული პიროვნება საუბრობდა ქართულად. მას შემოუერთდა თავისი ორი მეგობარი და ისინიც ქართულად საუბრობდნენ. პიროვნება, რომელიც მოვიდა ჩვენს მაგიდაზე პირველი და თმები ჰქონდა გადაპარსული, დაგვპატიჟა და მოგვართვა თითო კათხა ლუდი და გამოირჩეოდა ჩემდამი ყურადღებით. დაახლოებით, 01:15 საათზე კაფე-ბარიდან გამოვედით ყველა იქ მყოფი და ბარიც დაიკეტა. ქუჩაში გამოსვლისას მე პირველმა გავაჩერე ჭავჭავაძის ქუჩაზე გამვლელი ტაქსი და ჩავჯექი, რადგან მე სხვა სოფელში მივდიოდი, ჩემი მეგობარი ამერიკელი მიდიოდა სხვა სოფელში. მე ტაქსის მძღოლს ქართულად ვუთხარი, რომ წავეყვანე ხელთუბანში, მძღოლმა მიპასუხა, რომ უნდა გადამეხადა 5 ლარი. ტაქსი როდესაც დაიძრა, მანქანის წინა კარები გაიღო და პიროვნება, რომელიც იყო თავგადაპარსული და ბარში პირველი მოვიდა ჩემთან და გამოირჩეოდა ყურადღებით, ჩახტა და თბილად მიესალმა მძღოლს. მე ვიფიქრე მეგობრები იყვნენ და ჯერ აღნიშნულ პიროვნებას დატოვებდა სახლში. ხოლო შემდეგ მე წამიყვანდა სოფელში. მაგრამ დაახლოებით 3-4 წუთში შევედით ერთ-ერთ საცხოვრებელ ბინასთან. გაჩერდა მანქანა. პიროვნება რომელიც იჯდა წინ მძღოლის გვერდით, გადმოვიდა მანქანიდან, მოვიდა უკანა კართან, გააღო, ყელში წამიჭირა ხელი და ძალით გადმომიყვანა მანქანიდან, ხოლო ტაქსის მძღოლი და აღნიშნული პიროვნება ისევ თბილად დაემშვიდობნენ ერთმანეთს. მე ვერც საშველად დაძახება მოვახერხე, რადგან აღნიშნული პიროვნება ძლიერად მიჭერდა ყელში ხელს. ტაქსი წავიდა, აღნიშნულმა პიროვნებამ, რომელიც ისევ ძლიერად მიჭერდა ყელში, მიმიყვანა ერთ-ერთ სახლთან, მაგრამ დეტალურად ვერაფერს ვაკვირდებოდი. ისე მივყავდი თავის ნებაზე და ტკივილისაგან ვერც ვყვიროდი და ვერც ვუსხლტებოდი. მან შემიყვანა საცხოვრებელი ბინის ეზოში, საიდანაც მივედით ერთ-ერთ კარებთან, რომელიც მან გააღო და შევედით ბინაში, სადაც იყო სამზარეულო, სააბაზანო და საძინებელი ოთახი, რომელშიც ასევე ძალით შემიყვანა და შემომარტყა სახეში, ამიყვანა ხელში და ძლიერად დამაგდო საწოლზე გულაღმა და როდესაც შევეცადე დამეყვირა და შველა მეთხოვა, მან პირზე ამაფარა ხელი, ხოლო მეორე ხელით ძალით გამხადა ქვედა საცვალი. მე მას წინააღმდეგობას ვერ ვუწევდი, რადგან იგი ფიზიკურად ჩემზე ძლიერი იყო და მეც აღარ მქონდა წინააღმდეგობის გაწევის თავი…..შემდეგ ადგა ფეხზე, რის შემდეგადაც მე მაშინვე ჩავიცვი ჩემი ქვედა საცვალი და ავდექი… აღნიშნულმა პიროვნებამ გამიღო თავისი სახლის კარი და სანამ გამოვიდოდი, მან ყურიდან მომხსნა ერთი ცალი საყურე. ამის შემდეგ ხელით მანიშნა თუ საით უნდა წავსულიყავი და სად შემხვდებოდა ტაქსი. მე დავურეკე ჩემს მეგობარ ამერიკელს, დაახლოებით 40 წუთში მოვიდა. მე განვიცადე მორალური და ფიზიკური ზიანება, კერძოდ, თავის, ყელის, გულმკერდის, წელის და ბარძაყის არეებში და მოვითხოვ დამნაშავის სათანადოდ დასჯას”. – წერს ამერიკელი პედაგოგი ჩვენებაში.

სასამართლო ექსპერტიზის დასკვნა:

ექსპერტის წინაშე გადასაწყვეტად დასმული იყო შემდეგი საკითხები: აღენიშნებოდა თუ არა სხეულის შესაბამის ნაწილებში დაზიანებები, დადებით შემთხვევაში, როგორია მათი ხანდაზმულობა და ხარისხი? და ა.შ.

ექსპერტიზამ გაარკვია, რომ ამერიკელ პედაგოგს პირველი სქესობრივი აქტი 18 წლის ასაკში ჰქონდა დამყარებული, ხოლო ბოლო ურთიერთობა – ,,გაუპატიურებიდან” ერთი კვირით ადრე სხვა ქართველ მამაკაცთან ჰქონდა.

სამედიცინო ექსპერტიზამ აჩვენა, რომ ყელის, თავის და გულმკერდის არეში ამერიკელ პედაგოგს დაზიანებები არ აღენიშნება. ეს ის ადგილებია, სადაც გამოძიებას პედაგოგი უშუალოდ უთითებდა ძალადობის აღწერისას; და რომლის გამოც თითქოს ის ვერ ყვიროდა და წინააღმდეგობას ვერ უწევდა ქართველ ახალგაზრდას. სამაგიეროდ, ექსპერტიზამ სისხლნაჟღენთები მარჯვენა და მარცხენა ბარძაყის შიგნითა ზედაპირზე, ასევე მარჯვენა სარძევე ჯირკვლის მიდამოებში აღმოაჩინა. ექსპერტის ცნობით, ეს დაზიანებები რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის მოქმედებითაა გამოწვეული. ხოლო ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება საქმის გარემოებაში მითითებულ თარიღს. ადვოკატი ფრიდონ მაღრაძე ამბობს, რომ ბარძაყის არეში აღმოჩენილი სისხლნაჟღეთები შესაძლოა ამ ქალბატონს იმ ქართველმა მამაკაცმა მიაყენა, რომელთანაც 4 დღით ადრე ჰქონდა ურთიერთობა.

ტრასოლოგიურმა ექსპერტიზამ ტანსაცმლის მდგომარეობა შეამოწმა და დაადგინა, რომ კაბაზე მხოლოდ აღენიშნება ექსპლუატაციური ცვეთის ნიშნები და კვლები, მოთეთრო ფერის ნივთიერებისმაგვარი დაშრევების ლოკალური მონაკვეთები, რომლის ინტენსივობა წინა მხარეს შეინიშნება, ასევე ბიოლოგიური კვლევისთვის საჭირო ამონაჭრები. გარდა ხსენებულისა, კაბაზე რაიმე დაზიანება არ აღენიშნება. ჟაკეტზე საერთო ექსპლუატაციური ცვეთის ნიშნების ფონზე დაზიანებები არ აღენიშნება. აზღუდს რაიმე დაზიანება არ აღენიშნება. ქვედა საცვალს (ტრუსს) რაიმე სახის დაზიანებები არ აღენიშნება. ბანდაჟს რაიმე სახის დაზიანებები არ აღენიშნება.

ქართველი ჯარისკაცი სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლის პირველი ნაწილით სამართლდება, რომელიც თავისუფლების აღკვეთას 4-დან 6 წლამდე ითვალისწინებს.

გორის რაიონის სოფელ შინდისში ასობით ხელმოწერა შეგროვდა 22 წლის ახალგაზრდის გასათავისუფლებლად. ხელმოწერებში მოსახლეობა თავიანთ თანასოფლელს დადებითად ახასიათებენ. დადებითად ახასიათებენ ასევე სოფელ ვარიანის სკოლის პედკოლექტივი სრულად, სადაც დაკავებული ჯარისკაცი სწავლობდა.